ალექს უორენი გრემის დაჯილდოებაზე გამოსვლისას წარმოქმნილ ტექნიკურ ხარვეზებს ეხმიანება „ეს მხოლოდ მე თუ შემემთხვეოდა“

როცა გრემის სცენაზე გამოდიხარ და ყურში მხოლოდ ეს გესმის,“ – დაწერა მან ინსტაგრამზე გრემის გამოსვლის შემდეგ.
ალექს უორენი გრემის 68-ე დაჯილდოებაზე, Crypto.com Arena, 2026 წლის 1 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. ჯონ შირერი/ /GETTY IMAGES FOR THE RECORDING ACADEMY
ალექს უორენი გრემის 68-ე დაჯილდოებაზე, Crypto.com Arena, 2026 წლის 1 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. ჯონ შირერი/ /GETTY IMAGES FOR THE RECORDING ACADEMY

ალექს უორენმა გრემის დაჯილდოებაზე გამოსვლის დროს წარმოქმნილ ტექნიკურ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც მის პერფორმანსს დაემთხვა.

მომღერალი და სიმღერების ავტორი 2026 წელს ნომინირებული იყო კატეგორიაში „საუკეთესო ახალი შემსრულებელი“. ტელეგადაცემის დროს, სიმღერა Ordinary-ს შესრულებისას, არტისტს სასმენ მონიტორებთან აშკარა პრობლემა შეექმნა. ღონისძიება პირდაპირ ეთერში ლოს-ანჯელესის Crypto.com Arena-დან გადაიცემოდა აუდიო ხარვეზები ტრანსლირების დროსაც შესამჩნევი იყო. ალექს უორენი გამოსვლისას საკუთარ ყურსასმენთან გამკლავებას ცდილობდა.

ცერემონიის შემდეგ მან ინსტაგრამის საშუალებით განმარტა, თუ რა მოხდა სინამდვილეში. არტისტმა გააზიარა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ის, რაც მას გამოსვლისას ყურსასმენში ესმოდა. „როდესაც გრემის სცენაზე გამოდიხარ და ყურსასმენში მხოლოდ ეს გესმის,“  – დაწერა მან ვიდეოს აღწერაში, სადაც სიმღერა ხარვეზით და დაგვიანებით ისმის.

შემდეგ კი ალექს უორენმა დაამატა: „ეს მხოლოდ მე თუ შემემთხვეოდა…“ 

პერფორმანსის დროს უორენმა შეცვალა ყურსასმენი და საბოლოოდ ერთ-ერთი მონიტორი საერთოდ მოხსნა, რამაც დროებით  ხმის ასინქრონიზაცია გამოიწვია. ტექნიკური გაუმართაობის შესახებ ოფიციალური განცხადება ამ ეტაპზე არც ხმის ჩამწერ აკადემიას და არც ტრანსლაციის პარტნიორ CBS-ს არ გაუკეთებია.

მიუხედავად შეფერხებისა, ეს გამოსვლა ალექს უორენისთვის გრემის სცენაზე პირველი ცოცხალი შესრულება იყო. „საუკეთესო ახალი არტისტის“ კატეგორიაში მისი ნომინაცია წარმატებულ წელს მოჰყვა, რომელიც Ordinary-თ დაიწყო, – სიმღერა Billboard Hot 100-ის ჩარტში 10 კვირის განმავლობაში პირველ ადგილზე პოზიციონირებდა.

ამ ნომინაციაში ჯილდო საბოლოოდ Olivia Dean-ს გადაეცა, რომლისთვისაც ეს წელი მნიშვნელოვან ფესტივალებზე გამოსვლებითა და ალბომ  The Art of Loving-ის  გამოცემით დასრულდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნიკი მინაჟის თქმით, მისი პოლიტიკაში ჩართვის მიზეზი ტრამპისადმი მიმართული „ბულინგი“ გახდა

შემდეგი სტატია

შერონ ოსბორნი, ჯეკ ოსბორნი და კელი ოსბორნი გრემის დაჯილდოების წინა გალაზე, 2026 წლის 31 იანვარი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. Gilbert Flores/Billboard

შერონ ოსბორნი 2026 წლის გრემის დაჯილდოებაზე ოზი ოსბორნისადმი მიძღვნილ პერფორმანსს „მუსიკის ისტორიაში ჩაწერილ მომენტს“ უწოდებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი