შერონ ოსბორნი 2026 წლის გრემის დაჯილდოებაზე ოზი ოსბორნისადმი მიძღვნილ პერფორმანსს „მუსიკის ისტორიაში ჩაწერილ მომენტს“ უწოდებს

შერონ ოსბორნმა მადლობა გადაუხადა Slash-ს, Post Malone-ს, ენდრიუ ვატს, ჩად სმიტსა და დაფ მაკაგანს, რომლებმაც War Pigs-ის ქავერის შესრულებით ყველას შეახსენეს, რომ „როკი ნოსტალგია არ არის“.
შერონ ოსბორნი, ჯეკ ოსბორნი და კელი ოსბორნი გრემის დაჯილდოების წინა გალაზე, 2026 წლის 31 იანვარი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. Gilbert Flores/Billboard
შერონ ოსბორნი, ჯეკ ოსბორნი და კელი ოსბორნი გრემის დაჯილდოების წინა გალაზე, 2026 წლის 31 იანვარი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია.
Gilbert Flores/Billboard

1 თებერვალს გრემის დაჯილდოებაზე, მეტალის ლეგენდა ოზი ოსბორნისადმი მიძღვნილი პერფორმანსის დროს, შერონ ოსბორნს თვალზე ცრემლი მოადგა, როდესაც მუსიკოსებმა Black Sabbath-ის War Pigs-ის შესრულებით ოზი ოსბორნის ხსოვნას პატივი მიაგეს. 

მომდევნო დღეს კი  შერონ ოსბორნმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა: „გუშინდელი საღამო შესრულებაზე ბევრად მეტი იყო. ეს იყო მომენტი, რომელიც მუსიკის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა. მომენტი რომელმაც ყველას შეგვახსენა, რომ როკი ნოსტალგია არ არის – ის ცოცხალია, ვითარდება და კვლავ მუსიკის მთავარ გულისცემაად რჩება“.

მისი საქებარი სიტყვები გრემის იმ პერფორმანსს მიეძღვნა, რომელიც დაჯილდოების ტრადიციული ნაწილის, გარდაცვლილ ხელოვანთა ხსოვნისადმი მიძღვნილი – In Memoriam-ის ფარგლებში გაიმართა. სცენაზე Post Malone-სა და Guns N’ Roses-ის გიტარისტ Slash-ს გვერდს უმშვენებდნენ Red Hot Chili Peppers-ის დრამერი ჩად სმიტი, Guns N’ Roses-ის ბასისტი დაფ მაკაგანი და პროდიუსერი ენდრიუ ვატი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ვატი იყო ოზი ოსბორნის ბოლო ორი სტუდიური ალბომის  – Ordinary Man-ის (2020) და Patient Number 9-ის (2022) პროდიუსერი.

მძიმე როკის ამ შვიდეულმა Black Sabbath-ის 1970 წლის ანტისაომარი ჰიტსიმღერა შეასრულეს, სადაც Post Malone ვიეტნამის ეპოქის დღემდე აქტუალურ ტექსტებს იმ პოლიტიკოსების მისამართით იმეორებდა, ვინც სამუშაო მაგიდებს ეფარებიან და ღარიბ, ახალგაზრდა ჯარისკაცებს სასიკვდილოდ იმეტებენ.  (war just for fun/ Treating people just like pawns in chess.)

შერონმა ინსტაგრამზე ხელახლა გამოაქვეყნა კადრი პერფორმანსიდან, სადაც მისი და მისი შვილების ემოციური რეაქციაა ასახული. 

„Post, შენ ნამდვილი ჯადოქარი ხარ, ადამიანი-ქამელეონი, შენი ხმა ნებისმიერ ჟანრში ტრანსფორმირდება. Slash, დაფ, ენდრიუ, ჩად – თქვენ თქვენი საქმის დიდოსტატები და ნამდვილი ლეგენდები ხართ.  გულწრფელად,  გიხდით მადლობას. ოზი ამ საღამოს ნამდვილად ჩვენთან ერთად იყო ამ დარბაზში“.

გასულ კვირას შერონ ოსბორნი  Billboard-ის Power 100-ის ღონისძიებაზე მუსიკალურ ინდუსტრიაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის დაჯილდოვდა. მან პრესტიჟული ჯილდო –  Visionary Award მიიღო, რომელიც კლაივ დევისმა და მიშელ ენტონიმ გადასცეს.

გრემის პერფორმანსით ჯეკ ოსბორნიც აღფრთოვანებული დარჩა. მან საკუთარ ინსტაგრამზე მისი ოჯახის ემოციური კადრები შემდეგი წარწერით გააზიარა:   „არავითარი შენიშვნა –  ყველაფერი იდეალური იყო“.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ალექს უორენი გრემის 68-ე დაჯილდოებაზე, Crypto.com Arena, 2026 წლის 1 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. ჯონ შირერი/ /GETTY IMAGES FOR THE RECORDING ACADEMY

ალექს უორენი გრემის დაჯილდოებაზე გამოსვლისას წარმოქმნილ ტექნიკურ ხარვეზებს ეხმიანება „ეს მხოლოდ მე თუ შემემთხვეოდა“

შემდეგი სტატია

გრეისი აბრამსი შეყვარებულ პოლ მესკალს 30-ე დაბადების დღეს ულოცავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

რას ფიქრობენ მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე

Foreign Tongues-ის გამოსვლის შემდეგ ჯაგერი და რიჩარდსი „ბილბორდის” უახლესი გამოცემის გარეკანზე გამოჩნდნენ.
მეტი

„ზან-ზარი“ – ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი მთაწმინდის ამფითეატრში გაიმართება

25-26 ივლისს ფესტივალი ადგილობრივ არტისტებსა და მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას გააერთიანებს.
მეტი
Beck - 2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიაზე Peacock Theater-ში, 2025 წლის 8 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. GILBERT FLORES/BILLBOARD

Beck  შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ახალ ალბომს, Ride Lonesome-ს აანონსებს და სინგლ In the Night-ის ვიდეორგოლს აქვეყნებს

2019 წლის Hyperspace-ის შემდეგ Beck მე-16 სტუდიური ალბომით ბრუნდება, რომელიც 18 სექტემბერს გამოვა.
მეტი
Aleksandre Kharanauli & Vaqo -„სულის ლომბარდი"

VAQO-ს და ალექსანდრე ხარანაულის კოლაბორაცია – „სულის ლომბარდი“

„სულის ლომბარდი“ ჩვენი დროის მისტიკური იგავია, რომელიც ერთი პერსონაჟის ამბის მიღმა ბევრისთვის ნაცნობ სოციალურ რეალობას ასახავს.
მეტი
Anana Kaye

Anana Kaye ახალ სინგლსა და ვიდეორგოლს Cross the Water აქვეყნებს

„ეს არის ერთდროულად ძალიან პირადი მოგზაურობა და პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ოდესმე დაუტოვებია ერთი ნაპირი, რათა მეორე ეპოვა.“
მეტი

16 სიმღერა, რომელსაც ჩემპიონობის განწყობა მოაქვს

უკვდავი ჰიმნებით დაწყებული, დღევანდელი უდიდესი ჰიტებით დამთავრებული, ეს სიმღერები თავდაჯერებულობის, ენერგიისა და ზეიმის განწყობას ქმნის და იდეალურია ყველა მნიშვნელოვანი მომენტისთვის. ფლეილისტს MLB წარმოგიდგენთ.
მეტი