ოლივია დინი გრემის საუკეთესო ახალი არტისტი გახდა, მაგრამ იგივე ნომინაცია Brit Awards-ზე ვერ მოიგო

მსგავსი ბედი აქამდე მხოლოდ ორ არტისტს გაუზიარებია, მათ შორისაა ელტონ ჯონის შემდეგ ალბათ ყველაზე დიდი ბრიტანული ექსპორტი.
ოლივია დინი გრემის საუკეთესო ახალი არტისტის ნომინაციაში გამარჯვების შემდეგ
MICHAEL BUCKNER/BILLBOARD

ბევრს არ გაჰკვირვებია, როცა ოლივია დინმა 2026 წლის გრემიზე საუკეთესო ახალი არტისტის წოდება მოიპოვა. თუმცა არის რაღაც, რამაც შეიძლება მაინც გაგაკვირვოთ: ორი წლის წინ დინმა BRIT Awards-ზე იგივე კატეგორია წააგო. მომღერალი მაშინ RAYE-სთან დამარცხდა.

საინტერესოა, სხვა რომელ ბრიტანელ არტისტებს მოუგიათ საუკეთესო არტისტის ნომინაცია გრემიზე, მაგრამ წაუგიათ BRIT Awards-ზე?

ოლივია დინამდე ასეთი მხოლოდ ორი იყო: ადელი, რომელმაც 2009 წელს BRIT Awards-ის ახალი არტისტის ნომინაცია Duffy-სთან წააგო, 10 დღის შემდეგ კი ორი გრემი დაიმსახურა – საუკეთესო ახალი არტისტისა და ქალის საუკეთესო პოპვოკალური შესრულებისთვის.

მეორე ასეთი არტისტი Culture Club გახდა, რომელმაც 1983 წლის 8 თებერვალს BRIT Awards-ის ახალი არტისტის ნომინაცია Yazoo-სთან წააგო. ერთი წლის შემდეგ კი, 1984 წლის 28 თებერვალს, ამავე კატეგორიაში ჯგუფმა გრემი დაიმსახურა. 

როგორც ოლივია დინმა, ასევე Culture Club-მა BRIT Awards-ის წაგებასა და გრემის მოგებას შორის არსებული ერთწლიანი პერიოდი საკუთარი კარიერის გაძლიერებისთვის გამოიყენეს. 

ორი არტისტი – სემ სმითი და დუა ლიპა – საუკეთესო ახალი არტისტის წოდებას ოკეანის ორივე მხარეს ფლობენ. აღნიშნული ნომინაცია BRIT Awards-მა 1977 წელს დააწესა. პირველი გამარჯვებულები კი გრეჰემ პარკერი და ჯული კოვინგტონი გახდნენ.

ლოლა იანგი, რომელიც წლევანდელი გრემის საუკეთესო ახალი არტისტის ნომინანტი იყო, ამ წლის BRIT Awards-ზეცაა წარდგენილი, რომელიც 28 თებერვალს გაიმართება. მისი კონკურენტები არიან: Barry Can’t Swim, EsDeeKid, Jim Legxacy და Skye Newman. მართალია, იანგმა ეს კატეგორია გრემიზე ვერ მოიგო, თუმცა მან გამარჯვება საკმაოდ კონკურენტულ ნომინაციაში მოიპოვა – საუკეთესო სოლო პოპ-ვოკალური შესრულება – სიმღერით Messy.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

J. Cole-მა ახალი ალბომი გამოსცა

შემდეგი სტატია

კვირის ახალი მუსიკალური რელიზები

შეიძლება დაგაინტერესოთ

2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის წინ, Billboard სპორტისა და მუსიკის გლობალური გარეკანების სერიას უშვებს

Billboard-ის 100-წელზე მეტი ხნის ისტორიაში პირველად, გამოცემა რამდენიმე გლობალურ გარეკანს მუსიკისა და სპორტის გადაკვეთას უძღვნის – ფეხბურთისა და მუსიკის დღესასწაულის ისტორიებს 11 ქვეყნის 11 გარეკანი დაეთმობა. პირველი მათგანი 8 ივნისს, აშშ-ის გამოცემამ წარადგინა, ამ კვირაში კი მას კიდევ 10 გარეკანი მოჰყვება. პროექტის დებიუტი აშშ-ის გარეკანით მაილს რობინსონთან და Joey Bada$$-თან ერთად შედგა.
მეტი

Saphileaum-ის ახალი ალბომი – Heavenly Hills ავსტრალიურ ლეიბლზე გამოიცა

ალბომში შემავალი ერთ-ერთი კომპოზიცია, სახელწოდებით – Alarko (კოსმოსური არწივი) არტისტმა თავის ბაბუას, ცნობილ მომღერალ თემურ წიკლაურს მიუძღვნა.
მეტი