დონალდ ტრამპი Bad Bunny-ს Halftime Show-ს ამერიკისთვის სილის გაწვნას უწოდებს

„ერთი სიტყვაც კი არავის ესმის იქიდან, რასაც ეს ბიჭი ამბობს,” – დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპი, Bad Bunny
ANNA MONEYMAKER/GETTY IMAGES; DIA DIPASUPIL/GETTY IMAGES

დონალდ ტრამპმა Bad Bunny-ს Super Bowl Halftime Show საჯაროდ გააკრიტიკა.  

პრეზიდენტმა ბანის გამოსვლის შემდეგ სოციალურ ქსელში საკუთარი რეაქცია გააზიარა და დაწერა, რომ პუერტო-რიკოელი ვარსკვლავის შოუ „აბსოლუტური საშინელება” იყო. 

„Super Bowl Halftime Show აბსოლუტური საშინელებაა, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, რაც კი ოდესმე ყოფილა! მას არავითარი აზრი არ აქვს, ეს ამერიკის დიდების შეურაცხყოფაა და არ ასახავს წარმატების, კრეატიულობისა და სრულყოფილების ჩვენეულ სტანდარტებს,” – დაწერა ტრამპმა მას შემდეგ, რაც ბანის გამოსვლა ეთერში გავიდა. 

„ერთი სიტყვაც კი არავის ესმის იქიდან, რასაც ეს ბიჭი ამბობს,” – აღნიშნა პრეზიდენტმა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ აშშ-ში მცხოვრები 44.8 მილიონი ადამიანი ესპანურ ენაზე საუბრობს. „ცეკვა საშინელია, განსაკუთრებით პატარა ბავშვებისთვის, რომლებიც შოუს უყურებენ აშშ-სა და მთელ მსოფლიოში. ეს შოუ უბრალოდ სილის გაწვნაა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ყოველდღიურად ახალ სტანდარტებსა და რეკორდებს ამყარებს, მათ შორისაა ისტორიაში საუკეთესო საფონდო ბაზარი და საპენსიო ფონდი!”

ტრამპმა დაამატა: „არაფერია შთამაგონებელი ამ შოუს აურზაურში, მაგრამ ნახეთ, ის დიდებულ შეფასებებს დაიმსახურებს ყალბ ახალ ამბებში, რადგან მათ არ აქვთ წარმოდგენა, თუ რა ხდება რეალურ სამყაროში. და, სხვათა შორის, NFL-მა დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს თავისი ახალი, სასაცილო Kickoff-ის წესი.”

„ბილბორდი” კომენტარისთვის Bad Bunny-ს დაუკავშირდა. ჯერჯერობით მუსიკოსს პრეზიდენტისთვის საჯაროდ არ უპასუხია. 

Halftime Show, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სპეციფიკურად კულტურული ღონისძიება იყო Super Bowl-ის ისტორიაში, დიდწილად Bad Bunny-ს პუერტო-რიკოულ მემკვიდრეობას ეყრდნობოდა და რეგეტონს, ლათინურ ტრეპსა და კარიბიულ რითმებს მასშტაბურ ქორეოგრაფიასთან აერთიანებდა. შოუ მოიცავდა მოულოდნელ ნომრებს ლედი გაგასა და რიკი მარტინიგან, ასევე ქარდი ბის კამეოს – მომენტს, რომელსაც სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

Bad Bunny – ბენიტო ანტონიო მარტინეს ოკასიო – გასული დეკადის ერთ-ერთი ყველაზე კომერციულად წარმატებული არტისტია. ის გამუდმებით ხვდება „ბილბორდის” ჩარტების სათავეში და ფლობს Billboard 200-ის რამდენიმე ლიდერ ალბომს, მათ შორის Un Verano Sin Ti და Nadie Sabe Lo Que Va a Pasar Mañana. მისი მუსიკა დაეხმარა ესპანურენოვან რელიზებს აშშ-ის მეინსტრიმ პოპსა და ჰიპ-ჰოპში მოხვედრაში. 

ტრამპის კომენტარები მოჰყვა შოუს გარშემო არსებულ პოლიტიკურ ინტერესს, რომელმაც კონსერვატორებში დებატები გამოიწვია. ზოგიერთ მემარჯვენე ჯგუფი NFL-ის მიერ ლათინური არტისტების წარმოჩენის ძალისხმევას აკრიტიკებდა, მეორე ნაწილი კი ეჭვქვეშ აყენებდა Bad Bunny-ს, როგორც ქვეყნის კულტურული ელჩის როლს, მიუხედავად მისი აშშ-ის მოქალაქეობისა (პუერტო-რიკო აშშ-ის ტერიტორიაა).

ბოლო წლებში NFL-მა Halftime Show-ებში კიდევ უფრო გაზარდა გლობალური და მულტიკულტურული წარმომადგენლობა, რაც ასახავს ლიგის გაცხადებულ მიზანს, გაზარდოს მისი საერთაშორისო წვდომა. 2023 წლიდან  შოუს ოფიციალური სპონსორი Apple Music-ია, გამომსვლელების შერჩევა კი ჯეი-ზის Roc Nation-თან თანამშრომლობით ხდება.

პრეზიდენტის კრიტიკის მიუხედავად, მაყურებლის პირველი რეაქციები შოუზე პოზიტიური იყო. კონცერტის ვიდეოები კი მთელი ღამის განმავლობაში სოციალური პლატფორმების ტრენდებში ხვდებოდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გზავნილით – „Together We Are America“, Bad Bunny-მ Super Bowl-ის მუსიკალური შოუ პუერტო-რიკოს კულტურას მიუძღვნა

შემდეგი სტატია

Lana Del Rey გრემის 66-ე დაჯილდოებაზე, 2024 წლის 4 თებერვალი, ლოს ანჯელესი, კალიფორნია GILBERT FLORES/BILLBOARD

Lana Del Rey ახალი სინგლის გამოსვლის თარიღს ანონსებს თანაავტორად კი მეუღლეს, ჯერემი დიუფრენს ასახელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი