Lana Del Rey ახალი სინგლის გამოსვლის თარიღს ანონსებს თანაავტორად კი მეუღლეს, ჯერემი დიუფრენს ასახელებს

მომღერლის დიდი ხნით გადადებული ქანთრი ალბომი Stove იანვარში უნდა გამოსულიყო.
Lana Del Rey გრემის 66-ე დაჯილდოებაზე, 2024 წლის 4 თებერვალი, ლოს ანჯელესი, კალიფორნია GILBERT FLORES/BILLBOARD
Lana Del Rey გრემის 66-ე დაჯილდოებაზე, 2024 წლის 4 თებერვალი, ლოს ანჯელესი, კალიფორნია GILBERT FLORES/BILLBOARD

7 თებერვალს  Lana Del Rey-მ  სოციალურ ქსელებში ვიდეო გააზიარა, სადაც მომავალი ალბომიდან Stove თავისი ფავორიტი სიმღერის სათაური და გამოსვლის თარიღი დააანონსა. გავრცელებულ ვიდეოში მომღერალმა აღნიშნა, რომ ეს სწორედ ის კომპოზიციაა, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდა: 

„მინდოდა, პატარა გზავნილი დამეტოვებინა და მეთქვა, რომ ჩემი ახალი სინგლი, ახალი ალბომიდან ჩემი ყველაზე საყვარელი სიმღერა სწორედ ეს არის, რომელსაც ასე დიდხანს ველოდი. White Feather Hawk Tail Deer Hunter 17-ში გამოვა.”  – აღნიშა მან,  თუმცა კონკრეტული თვის დასახელებისგან თავი შეიკავა, სავარაუდოდ კი საუბარი თებერვალის თვეზეა.

მომღერალმა აღნიშნა, რომ ტრეკზე პროდიუსერებთან, დრიუ ერიქსონთან და ჯეკ ანტონოფთან ერთად მუშაობდა, რომლებმაც ბოლოს და ბოლოს იპოვეს ის მაგიური აკორდი, რომელიც კომპოზიციას აკლდა. სიმღერის თანაავტორები მისი მეუღლე ჯერემი დიუფრენი, მისი სიძე და მისი და ქეროლაინ Chuck გრანტი არიან, ხოლო მიქსინგზე დინ რეიდმა და ლორა სისკმა იმუშავეს.

Lana Del Rey-მ თავის მომავალ, რიგით მე-10 ალბომსა და ახალ სინგლზე დამატებითი დეტალებიც გაასაჯაროვა. შავ-თეთრ ვიდეორგოლში მომღერალმა აღნიშნა, რომ სიმღერაში სხვა ადამიანების მიერ ჩამატებული არაერთი ფრაზა და დეტალი ფიგურირებს. მან ასევე აღნიშნა, რომ სინგლისთვის White Feather Hawk Tail Deer Hunter მუსიკალური ვიდეო უკვე გადაღებულია.

რაც შეეხება მომღერლის მომავალ, მეათე ალბომს, Lana Del Rey-მ მიანიშნა, რომ ის შესაძლოა უახლოეს თვეებში გამოვიდეს.

„ვიცი, რომ ალბომზე მეკითხებით, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, ვფიქრობ, მალე გამოვა. ვინილის დაბეჭდვას სამი თვე სჭირდება, ასე რომ, სამი თვე და ორი კვირა. შეიძლება, ცოტა ნაკლებ ან ცოტა მეტ დროშიც ჩავეტიოთ.“

Lana Del Rey-მ ქანთრი ალბომი თავდაპირველად 2024 წლის იანვარში Billboard x NMPA Songwriter Awards-ზე დააანონსა. მისი თქმით, თავდაპირველად ალბომის სახელწოდება Lasso უნდა ყოფილიყო, რომლის გამოსვლაც 2024 წლის სექტემბერში იგეგმებოდა.  

ალბომის პირველი სინგლი Henry, Come On მომღერალმა 2025 წლის აპრილში გამოაქვეყნა, მაშინ პროექტს უკვე შეცვლილი სახელწოდება The Right Person Will Stay ერქვა. მოგვიანებით მომღერალმა პროექტი კვლავ გადადო. საბოლოოდ ალბომს Stove ეწოდა.

„სიმღერები იმაზე მეტად ავტობიოგრაფიული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა და ამას მეტი დრო დასჭირდა. ალბომის უმეტეს ნაწილს ქანთრის ჟღერადობა ექნება. რვა წლის წინ, როცა ქანთრი ალბომის გაკეთებაზე ვფიქრობდი, ამას სხვები არც კი განიხილავდნენ. ახლა კი ყველა ქანთრისკენ მიისწრაფვის.” – უთხრა Lana Del Rey-მ ჟურნალ W-ს 2025 წლის აგვისტოში, როცა ალბომის გამოსვლა კვლავ  გადაიდო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დონალდ ტრამპი Bad Bunny-ს Halftime Show-ს ამერიკისთვის სილის გაწვნას უწოდებს

შემდეგი სტატია

ტრიუმფალური Super Bowl Halftime Show-თი Bad Bunny-მ მთელი მსოფლიო თავის სახლად გადააქცია: კრიტიკოსების შეფასება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” - ამბობს მომღერალი.
მეტი