გზავნილით – „Together We Are America“, Bad Bunny-მ Super Bowl-ის მუსიკალური შოუ პუერტო-რიკოს კულტურას მიუძღვნა

13-წუთიან შოუზე გამოჩნდნენ Lady Gaga, რიკი მარტინი და სხვა ვარსკვლავები.
Bad Bunny-ს პერფორმანსი Super Bowl LX-ის მუსიკალურ შოუზე. 2026 წლის 9 თებერვალი. კალიფორნია, სანტა-კლარაში მდებარე Levi’s Stadium.
GETTY IMAGES

1-ელ თებერვალს, გრემის ისტორიული ცერემონიის შემდეგ, სადაც Bad Bunny პირველი არტისტი გახდა, რომელმაც წლის ალბომის ჯილდო სრულად ესპანურენოვანი LP-ით, Debí Tirar Más Fotos-ით მოიგო – არტისტმა ამჯერად Super Bowl-ის შოუ დაიპყრო. 9 თებერვალს, კალიფორნიაში, სანტა-კლარაში მდებარე Levi’s Stadium-ზე ამერიკის ყველაზე მასშტაბური სპორტული მოვლენა გაიმართა, რომლის მუსიკალური შოუს ჰედლაინერი სწორედ Bad Bunny იყო. ეს პერფრომანსი უკვე განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შოუ სპორტისა და პოპკულტურის ისტორიაში.

იმ დროისთვის, როდესაც Seattle Seahawks 9:0 ანგარიშით ამარცხებდა New England Patriots-ს, აუდიტორიის მოლოდინი კულმინაციას აღწევდა – სცენაზე El Conejo Malo (არტისტის სასცენო სახელი ესპანურ ენაზე) უნდა გამოსულიყო. Bad Bunny-მ ენერგიული პროგრამა გახსნა სიმღერით – Tití Me Preguntó. არტისტს ამერიკული ფეხბურთის მაისური ეცვა, წარწერით – Ocasio და ნომრით – 64. მინდორზე გადაადგილებისას ის გვერდს უვლიდა ჩალის ქუდებში გამოწყობილ ადამიანებს, რითაც თავიდანვე მიანიშნა, რომ შოუ პუერტო-რიკოს კულტურაზე იქნებოდა აგებული.

გამხსნელი სიმღერის შესრულებისას Bad Bunny სცენებზე გადიოდა, რომლებიც კულტურული სიმბოლოებით იყო გაჯერებული: მინდორში მომუშავე ადამიანები, დომინოს მოთამაშეები, ქალები, პირაგუას (შაქრიანი ყინულის დესერტის) გამყიდველები და განათებების ფონზე მოვარჯიშე მოკრივეები. პარალელურად, შოუს დროს სცენაზე გამოჩნდნენ ისეთი ცნობილი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: Karol G, ჯესიკა ალბა და Cardi B. როგორც Billboard-მა წინასწარ ივარაუდა, სცენაზე ასევე გამოჩნდა მუსიკოსის ცნობილი Casita – პუერტო-რიკული ტრადიციული სახლის ფერადი ანალოგი, რომელმაც შოუს კონცეფცია სრულად შეკრა.

ამის შემდეგ Bad Bunny-მ Yo Perreo Sola-სა და Voy a Llevarte Pa’ PR-ის შესრულება დაიწყო და სცენის ერთ-ერთ დეკორაციად წარმოდგენილი პიკაპის სახურავზე ავიდა. პიკაპს სანომრე ნიშნების ნაცვლად სიტყვა PERREO ეწერა, გარშემო კი ათეულობით მოცეკვავე სინქრონულად მოძრაობდა.  Don Omar-ის Dale Don Dale-ისა და Daddy Yankee-ს Gasolina-ს მოკლე სემპლების შემდეგ, სტადიონზე გრემის მფლობელი ჰიტი – EoO გაჟღერდა. „ეს პუერტო-რიკოს მუსიკაა,“ – განაცხადა Bad Bunny-მ ესპანურად და სტადიონი რეგეტონის ჟანრის წვეულებად გადააქცია.

სცენაზე ასევე გამოჩნდა Coquí – ცნობილი ბაყაყი, რომელიც Bad Bunny-ს ტურის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა და მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია. მოულოდნელად გამოჩნდნენ ვიოლინოს შემსრულებელი მუსიკოსები, რომლებმაც Monaco-ს შესავალში არტისტს აკომპანირება გაუწიეს. 

„Buenas tardes, California, mi nombre es Benito Antonio Martínez Ocasio (კარგ საღამოს გუსურვებთ, კალიფორნია, ჩემი სახელია ბენიტო ანტონიო მარტინეს ოკასიო),” – მიმართა მაყურებელს Bad Bunny-მ, „თუ დღეს LX Super Bowl-ზე ვარ, ეს იმიტომ ხდება, რომ არასდროს, არასდროს მითქვამს უარი საკუთარი თავის რწმენაზე. შენც მუდამ გქონდეს საკუთარი თავის რწმენა.“

ამის შემდეგ, მოულოდნელად სცენაზე Lady Gaga გამოვიდა და სალსას ენერგიულ რიტმებზე Die With A Smile შეასრულა. შოუს მაგიურობას კიდევ ერთი დეტალი დაემატა –სცენაზე გამოჩნდა ტონიტა, ბრუკლინში მდებარე Caribbean Social Club-ის მფლობელი, რომელიც მოხსენიებულია სიმღერაში – NuevaYol. მან  Bad Bunny-ს სასმელი გადასცა და სწორედ ამ დროს გაისმა ჰიტის პირველი ნოტები.

შემდეგ კამერა გადავიდა ტრადიციული სიმებიანი საკრავის შემსრულებელზე, რომელმაც Lo Que Pasó en Hawaii-ს შესავალი დაუკრა. მოულოდნელად Bad Bunny-ს სცენაზე რიკი მარტინი შეუერღდა და სიმღერა შეასრულა. მელოდიის გარდამავალ მომენტში რიტმი El Apagón-ზე გადავიდა – სიმღერაზე, რომელიც ისეთ სოციალურ თემებს ეხება, როგორიც არის: პუერტო-რიკოს ელექტროენერგიის კრიზისი, ქარიშხალ მარიას შემდეგ არსებული მდგომარეობა, LUMA Energy-ს პირობებში ქსელის პრივატიზაცია და ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით გადაადგილება.

სიმღერის ბოლოს Bad Bunny-მ ამერიკის კონტინენტის ყველა ქვეყანა სათითაოდ მოიხსენია, რასაც მაყურებლის მძლავრი ოვაციები მოჰყვა. მას ხელში ეჭირა ამერიკული ფეხბურთის ბურთი წარწერით – Together We Are America. ამ ჟესტით უპასუხა იმ კრიტიკას, რომელსაც ხშირად აწყდება – მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ერთიანობისა და გაძლიერების გზავნილს.

მიუხედავად იმისა, რომ არტისტი მედიასთან საუბრისას პოლიტიკური თემების თავიდან არიდებას ცდილობს, Super Bowl-ის წლევანდელი მუსიკალური შოუ მასშტაბური დისკუსიის მიზეზი გახდა და ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე განხილვად წარმოდგენად იქცა.

შოუს მიზნებზე საუბრისას Bad Bunny-მ ჯერ კიდევ 6 თებერვალს, Access Hollywood-ში, სკოტ ევანსთან ინტერვიუში აღნიშნა: „მე უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც მუსიკას ქმნის. მინდა, ადამიანებმა ბედნიერება და სიხარული იგრძნონ. მინდა იცეკვონ, იამაყონ და იფიქრონ, რომ ყველაფერი შესაძლებელია.“

.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

3 Doors Down-ის ვოკალისტი ბრედ არნოლდი 2023 წლის FOX & Friends-ის ზაფხულის კონცერტების სერიის დროს, 2023 წლის 26 მაისი, ნიუ-იორკი. სლავენ ვლასიჩი/Getty Images

3 Doors Down-ის ვოკალისტი ბრედ არნოლდი 47 წლის ასაკში  კიბოსთან ბრძოლის შედეგად გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

დონალდ ტრამპი Bad Bunny-ს Halftime Show-ს ამერიკისთვის სილის გაწვნას უწოდებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი