მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეობის წარმომადგენლების თქმით, Sexyy Red-მა სიმღერა Beat It უნებართვოდ გამოიყენა

ახლახან Sexyy Red-მა Beat It-ის ინტერპრეტაციით შექმნილი ტრეკის – Just Eat It-ის ვიდეო გაავრცელა.
მაიკლ ჯექსონი
George De Sota/Redferns

მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეობის წარმომადგენლებმა ოფიციალურად გააკრიტიკეს Sexyy Red-ის მიერ Beat It-ის „უხამსი” ინტერპრეტაცია, მას შემდეგ რაც  რეპერის  ახალი ტრეკის – Just Eat It-ის ვიდეო გავრცელდა.

Billboard-თან გაკეთებულ განცხადებაში მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეობის წარმომადგენელმა აღნიშნა: „ამის შესახებ საერთოდ არ ვიყავით ინფორმირებული. ამ მუსიკის გამოყენება არ არის ავტორიზებული.“ Billboard კომენტარისთვის Sexyy Red-ის წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა.

არსებული ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომღერალი ოფიციალურ ნებართვას მიიღებს Just Eat It-ის  ციფრულ პლატფორმებზე გამოსაცემად, რადგან ჯექსონის სამემკვიდრეო ფონდს ამ პროექტზე თანხმობა არ გაუცია.

ვიდეოს გამოცემამდე  Lil Yachty-მ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც Sexyy Red სტუდიაში მაიკლ ჯექსონის ჰიტის საკუთარ ვერსიას ასრულებს. ვიდეო სწრაფად გავრცელდა და ჯექსონის ფანების მძაფრი კრიტიკა გამოიწვია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც Yachty-მ აღწერაში ირონიულად მიანიშნა, რომ ეს რემიქსი შესაძლოა მაიკლ ჯექსონის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის საუნდტრეკებს შორის მოხვედრილიყო. 

Sexyy Red-მა მოგვიანებით თავადაც გამოაქვეყნა კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც Just Eat It-ს ასრულებს და ხუმრობით დაწერა, თითქოს ეს „შემთხვევით გავრცელებული კადრები“ მაიკლ ჯექსონის ფილმიდან იყო.

ვიდეოს რეპის პიონერი Monie Love-იც გამოეხმაურა და სემპლის ასეთი გამოყენება საჯაროდ გააკრიტიკა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი „უკიდურესი უპატივცემულობაა“ და მაიკლ ჯექსონის სახელთან და მუსიკალურ მემკვიდრეობასთან ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია.

აღსანიშნავია, რომ Sexyy Red-ს წარსულში საჯაროდ გამოუხატავს სიმპათია მაიკლ ჯექსონის მიმართ. ნოემბერში, სენტ-ლუისში გამართულ კონცერტზე, მან სცენაზე მიიწვია მაიკლ ჯექსონის იმიტატორი რიკო ჰემპტონი, რომელმაც Billie Jean შეასრულა.

Beat It 1982 წელს გამოვიდა. სინგლი შესულია ალბომში – Thriller. ის მალევე მოექცა Billboard Hot 100-ის სათავეში და პოპ-მუსიკის კლასიკად იქცა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Charli xcx STOLEN BESOS

კვირის მუსიკალური გზამკვლევი: Charli XCX, MUNA, Bleachers, Lykke Li და Flea – ნახეთ მთავარი რელიზები

შემდეგი სტატია

YUNGBLUD-მა მიიღო გრემი საუკეთესო როკ შესრულებისთვის, 68-ე გრემის დაჯილდოებაზე. 2026 წლის 1 თებერვალი, Crypto.com Arena, ლოს ანჯელესი, კალიფორნია Buckner/Billboard

სიმღერამ Zombie – YUNGBLUD-ს Alternative Airplay-ს ჩარტში  პირველი ადგილი მოუტანა

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი