სიმღერამ Zombie – YUNGBLUD-ს Alternative Airplay-ს ჩარტში  პირველი ადგილი მოუტანა

ამ ჩარტში როკშემსრულებელი მეათედ მოხვდა
YUNGBLUD-მა მიიღო გრემი საუკეთესო როკ შესრულებისთვის, 68-ე გრემის დაჯილდოებაზე. 2026 წლის 1 თებერვალი, Crypto.com Arena, ლოს ანჯელესი, კალიფორნია Buckner/Billboard
YUNGBLUD-მა მიიღო გრემი საუკეთესო როკ შესრულებისთვის, 68-ე გრემის დაჯილდოებაზე. 2026 წლის 1 თებერვალი, Crypto.com Arena, ლოს ანჯელესი, კალიფორნია
Buckner/Billboard

YUNGBLUD პირველად  Billboard-ის Alternative Airplay-ს ჩარტში N1 ადგილს იკავებს.  უახლესი რეიტინგის მონაცემებით, სიმღერამ Zombie ლიდერ პოზიციას მიაღწია.

ამ ჩარტში YUNGBLUD მეათედ გამოჩნდა, თუმცა პირველობა არტისტს სწორედ ამ სიმღერამ მოუტანა. Alternative Airplay ჩარტში მუსიკოსი პირველად 2018 წელს სიმღერით I Love You, Will You Marry Me (26 ადგილი) მოხვდა, ხოლო აქამდე მისი საუკეთესო შედეგი სიმღერა Fleabag იყო, რომელმაც 2022 წელს მეექვსე ადგილი დაიკავა. 

დომინიკ ჰარისონი, რომლის სასცენო სახელია YUNGBLUD, მეორე არტისტია, რომელიც 2026 წელს Alternative Airplay ჩარტის სათავეში კარიერის განმავლობაში პირველად მოხვდა,  ჯგუფ The Paradox-ის შემდეგ (სიმღერა Get the Message). 2025 წელს ჩარტის ლიდერი პოზიცია პირველად დაიკავა ათმა არტისტმა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1997 წლის შემდეგ.

ამავდროულად, სიმღერა Zombie საკუთარ პოზიციას  აუმჯობესებს და Rock & Alternative Airplay ჩარტში მე-6 ადგილს იკავებს. 12 თებერვლით დასრულებულ კვირაში სიმღერას 3.5 მილიონი მსმენელი ჰყავდა, რაც Luminate-ის მონაცემებით, გასულ კვირასთან შედარებით 3%-ით მეტია.

YUNGBLUD-ის წინა რეკორდი ამავე ჩარტში ლეგენდარულ ჯგუფ Aerosmith-თან კოლაბორაციით ჩაწერილი სიმღერა My Only Angel იყო, რომელმაც მეცამეტე ადგილი დაიკვა.

სიმღერა Zombie ასევე დაწინაურდა Mainstream Rock Airplay-ს ჩარტში და 37-დან 34-ე ადგილზე გადაინაცვლა. ეს YUNGBLUD-ის მეორე გამოჩენაა ამ სიაში – My Only Angel-ის  შემდეგ, რომელმაც მე-6 ადგილს მიაღწია.

Zombie-მ 25-ე პოზიციას მიაღწია Hot Rock & Alternative Songs ჩარტში. რადიოეთერის გარდა, ამ პერიოდში სიმღერამ აშშ-ში 1.4 მილიონი ოფიციალური სტრიმი და 1 000 ციფრული ჩამოტვირთვა დააგროვა.

ეს სიმღერა YUNGBLUD-ის მეოთხე სტუდიურ ალბომში, Idols-ში შედის, რომლის დებიუტიც გასული წლის ივლისში Top Alternative Albums-ის ჩარტში მე-7 ადგილით შედგა. აღსანიშნავია, რომ YUNGBLUD-მა 2 იანვარს Zombie-ს დამატებითი ვერსია გამოსცა, სადაც ცნობილი ჯგუფი The Smashing Pumpkins მონაწილეობს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეობის წარმომადგენლების თქმით, Sexyy Red-მა სიმღერა Beat It უნებართვოდ გამოიყენა

შემდეგი სტატია

„სული სულს“ – ნანკა გვარმა მსმენელს ახალი სიმღერა წარუდგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი