„შენთან ყოფნა” – ნახეთ Torcho-ს ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი

სიმღერის ტექსტი და მუსიკა Torcho-ს და მარი შარმანს ეკუთვნით.
Torcho – „შენთან ყოფნა”

გიორგი თორაძემ, სასცენო სახელით –Torcho, ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული კლიპი გამოუშვა. „შენთან ყოფნა” – ასე ჰქვია სიმღერას, რომლის ტექსტი და მუსიკა Torcho-ს და მარი შარმანს ეკუთვნით. 

Torcho-მ სოლო კარიერა 2024 წელს დაიწყო, როდესაც მსმენელს სადებიუტო ნამუშევარი – Karma და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი წარუდგინა. მოგვიანებით, მომღერალმა კიდევ ერთი ვიდეოკლიპი – „გეწყინა?!“ გამოუშვა, 2025 წლის ბოლოს კი მორიგი სიმღერა და კლიპი  „მინდა მინდა მინდა“ წარადგინა. 2026 წელი არტისტმა სიმღერითა და კლიპით „ტაქსი” დაიწყო. 

2026 წლის იანვარში Torcho-ს  კომპოზიცია, სახელწოდებით „გეწყინა?!” გაჟღერდა Apple TV+-ის მხატვრულ სერილში – DROPS OF GOD. სერიალი ღვინის კულტურის შესახებ მოგვითხრობს, მისი ახალი ეპიზოდების ნაწილი კი საქართველოშია გადაღებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„სული სულს“ – ნანკა გვარმა მსმენელს ახალი სიმღერა წარუდგინა

შემდეგი სტატია

Better than Dog – Z for Zulu-ს 14 წლის შემდეგ გამოცემული ალბომი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი