Better than Dog – Z for Zulu-ს 14 წლის შემდეგ გამოცემული ალბომი

ჩანაწერზე მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრიის წამყვანმა სპეციალისტებმა იმუშავეს.

14-წლიანი ლოდინის შემდეგ Z for Zulu-ს ალბომი Better than Dog ოფიციალურად გამოვიდა. ჯგუფის შემადგენლობაში არიან: ნიკა კოჩაროვი, გია იაშვილი ნიკი დავითაშვილი და დიმიტრი ოგანესიანი. პროექტი „ლენო რეკორდსის” ლეიბლის ქვეშ გამოიცა. 

Better than Dog თავდაპირველად 2012 წელს გიორგი გვარჯალაძის სტუდიაში (ამჟამინდელი „ლენო რეკორდსი”) ჩაიწერა და მასზე მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრიის წამყვანმა სპეციალისტებმა იმუშავეს. პროექტის პროდიუსერია დიმიტრი ტიკოვოი – გრემის ნომინანტი პროდიუსერი, რომელმაც იმუშავა Placebo-ს მეხუთე, პლატინის სერტიფიკატის მქონე ალბომზე Meds. სხვადასხვა დროს მას უთანამშრომლია ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: Charli xcx, მერიენ ფეითფული, Blondie, Ghost და სხვები.

ხმის მიქსინგი დანტონ საპლს ეკუთვნის, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს მორისისთან, Pet Shop Boys-თან, U2-სა და სხვა საერთაშორისო ვარსკვლავებთან. საპლი განსაკუთრებით ცნობილია Coldplay-სთან კოლაბორაციით. 2002 წელს მან ჯგუფის მეორე ალბომი A Rush of Blood to the Head დამიქსა, რის შემდეგაც ბენდმა ის მესამე ალბომის, X&Y-ის პროდიუსერად აიყვანა. ალბომი 2005 წლის ყველაზე გაყიდვადი ჩანაწერი გახდა და გრემის ორი ნომინაცია მოიპოვა.

ალბომის მასტერინგზე კი პიტ მაჰერმა იმუშავა, რომელიც დიდი ბრიტანეთის წამყვან მასტერინგ ინჟინრად მიიჩნევა. მისი კარიერა მოიცავს ისეთი არტისტების პროექტებს, როგორებიც არიან U2, ლიამ და ნოელ გალაგერები, კეტი პერი, რობი უილიამსი, ლანა დელ რეი, The Rolling Stones, Depeche Mode და სხვები; ასევე ფილმებს La La Land და „დიდი გეტსბი”.

მართალია, Better than Dog 2012 წელს ჩაიწერა, თუმცა სპონსორებთან გარკვეული უთანხმოების გამო, მისი გამოცემა იმ დროს ვერ მოხერხდა. 14 წლის შემდეგ კი ალბომმა დღის სინათლე იხილა. 

Better than Dog მოჰყვა ნიკა კოჩაროვის სხვა რელიზებს, რომლებიც მუსიკოსმა ბოლო პერიოდში გამოსცა.

გიორგი გვარჯალაძე – „ლენო რეკორდსის” დამფუძნებელი: 

„ამასწინათ ვიყავი სტუმრად ნიკას პოდკასტში „ზმუკი”. იქ საუბრისას ვთქვი, 100 საათის გამოუცემელი მუსიკა მაქვს-მეთქი. ნიკამ კი ეს იდეა აიტაცა და მითხრა, მოდი, ყველაფრის გამოცემა დავიწყოთო და ასეც მოიქცა. ფაქტობრივად თვე-ნახევარში ოთხი რელიზი გამოსცა.”

Better than Dog-ამდე, იანვარში, ნიკა კოჩაროვის ქავერების ალბომი Blankets გამოვიდა, 2025 წლის დეკემბერში კი – Morning Terror. რამდენიმე დღის წინ ასევე გამოიცა Circus Mircus-ის EP, სახელწოდებით Akhalteke.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„შენთან ყოფნა” – ნახეთ Torcho-ს ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი

შემდეგი სტატია

ედ შირანმა გაამხილა, თუ რატომ არ აქვს ტელეფონი 2015 წლის შემდეგ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი