ედ შირანმა გაამხილა, თუ რატომ არ აქვს ტელეფონი 2015 წლის შემდეგ

ბრიტანელმა ავტორ-შემსრულებელმა 14 თებერვალს ტურნე სიდნეიში დაიწყო.
ედ შირანი
EARL GIBSON III/DEADLINE

სიდნეიში გასამართი სამი შოუდან პირველზე ედ შირანმა თავის ხანგრძლივ საავტორო უფლებების დავაზე ისაუბრა და სტადიონზე შეკრებილ 70 000 ადამიანს გაუმხილა, რომ სასამართლოსთვის საკუთარი მოწყობილობების გადაცემამ, მოულოდნელად, ის ერთ-ერთი ყველაზე პირადი სიმღერის შექმნამდე მიიყვანა.

ბრიტანელმა ავტორ-შემსრულებელმა Loop Touron ტურნეს ფარგლებში სიდნეის პირველი კონცერტი 14 თებერვალს გამართა. მუსიკოსმა სცენაზე ისეთი ჰიტები შეასრულა, როგორებიცაა Castle on the Hill, Shape of You და Perfect. კონცერტის შუაში კი შირანმა პაუზა გააკეთა და შეეხო 100 მილიონი დოლარის სასამართლო დავას საავტორო უფლებების შესახებ, რომელიც 2015 წელს დაიწყო და რომლის მიხედვითაც, მისი 2014 წლის სინგლი Thinking Out Loud მარვინ გეის Let’s Get It On-ის ელემენტებს შეიცავდა. 

2023 წელს, რვაწლიანი სამართლებრივი ბრძოლის შემდეგ, ნიუ-იორკის ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ მუსიკოსს თავის ნამუშევარში 1973 წლის ჰიტი არ გამოუყენებია. სიდნეის აუდიტორიასთან საუბარში შირანმა გაიხსენა, თუ რამხელა ტვირთი იყო მისთვის ეს საქმე და რა უჩვეულო მდგომარეობაში აღმოჩნდა ამის გამო.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში თუ ახალ ამბებში ჩემი სახელი შეგხვედრიათ, ეს ალბათ ამ დავასთან იყო დაკავშირებული – 2015 წლის საავტორო უფლებების საქმესთან. ვიღაცამ მიჩივლა, ვინც ამბობდა, რომ მათი სიმღერა მოვიპარე. მე კი  ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც ამ სიტუაციაში შემეძლო, იყო ის, რომ წავსულიყავი სასამართლოში და დამემტკიცებინა, რომ მე ის არ მომიპარავს.”

შირანის თქმით, იურიდიული პროცესი ითვალისწინებდა, რომ საკუთარი ელექტრონული მოწყობილებები გამომძიებლებისთვის გადაეცა, რათა მათში არსებული მესიჯები და ფაილები გადაემოწმებინათ. 

„მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მიხარია, რომ მათში არაფერი უცნაური არ იყო,” – იხუმრა მომღერალმა. 

შირანმა ფანებს უთხრა, რომ ტელეფონს ამ მომენტისთვის უკვე აღარ ხმარობდა. მისი თქმით, მობილურის გამოყენება 2015 წლის ავსტრალიის ტურნეს შემდეგ შეწყვიტა და მისი არსებობა ხელახლა მაშინ აღმოაჩინა, როცა სასამართლომ მისი მტკიცებულებად გადაცემა მოითხოვა. 

„2015 წელს აქ ტურნეს ვმართავდი და მახსოვს, რომ ტურის ბოლოს მობილური გამოვრთე და ვთქვი: ‘აღარ მინდა მისი გამოყენება.’ იმეილზე გადავედი და მას შემდეგ კომუნიკაციისთვის ამ გზას ვიყენებ.”

წლების შემდეგ კი ტელეფონის ხელახლა ჩართვა მუსიკოსისთვის ემოციური აღმოჩნდა. 

„სასამართლოსთვის მისი ხელახლა ჩართვა მომიწია. შევედი მესიჯებსა და იმეილებში და თითქოს დროის მანქანით ისევ 2015 წელში დავბრუნდი. და არა მხოლოდ 2015-ში, არამედ 2007-შიც, როცა ამ ნომრის გამოყენება დავიწყე.”

„თავბრუ დამეხვა. თითქოს დროში გავიყინე,” – თქვა მომღერალმა და აღნიშნა, რომ ტელეფონში იპოვა ძველი მიმოწერები მეგობრებთან, რომლების გარდაიცვალნენ და ოჯახის წევრებთან, რომლებთანაც წლებია, აღარ უსაუბრია.

ეს გამოცდილება კი საბოლოოდ Old Phone-ის შთაგონებად იქცა – სიმღერისა, რომელიც შედის მის 2025 წლის ალბომში Play და რომელიც შირანმა სიდნეის კონცერტზეც შეასრულა.

„ყოველთვის, როცა ჩემს ცხოვრებაში რაღაც ნეგატიური ხდება, ამის შესახებ სიმღერას ვწერ და ამით ერთგვარად აზრს ვუძებნი იმ ცუდ მოვლენას, რომელიც მოხდა. ეს იმ შემთხვევაშიც მუშაობს, როცა რაღაც კარგი ხდება – მაშინაც სიმღერას ვწერ. ნებისმიერი ჩემი სიმღერა, რასაც კი უსმენთ, ორწუთიანი უკიდურესობებია. ან ერთ ემოციას ვგრძნობ ძალიან მძაფრად, ან – მეორეს… ვამჩნევ, რომ როცა ცუდი დღეები მაქვს, მათგან კარგი სიმღერები იბადება.”

შოუს განმავლობაში შირანმა ასევე გამოხატა დიდი სიყვარული ავსტრალიელი მსმენელის მიმართ და გაიხსენა, რომ სწორედ ავსტრალია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა დიდი ბრიტანეთის გარეთ, რომელმაც მისი შემოქმედება მიიღო.

„ესაა მიზეზი, რატომაც ავსტრალიაში დაბრუნება მიყვარს. როცა აქ პირველად ჩამოვედი, 19-20 წლის ვიყავი, აუდიტორია სრულიად გადარეული იყო. არ აქვს მნიშნელობა, რა მოვლენაა, რა დღეა, აუდიტორია აქ ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით მხვდება.”

„სიდნეი, საოცარი გრძნობაა აქ დაბრუნება. თუ თქვენ ხვალ ხმას არ დაკარგავთ, ესე იგი, ჩემი საქმე ვერ გავაკეთე,” – მიმართა შირანმა მსმენელს მოგვიანებით. 

„ავსტრალია პირველი ადგილი იყო დიდი ბრიტანეთის გარეთ, სადაც ჩემი სიმღერა გაჰიტდა… ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ტურნეს აქ ვიწყებ. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს და იმედი მაქვს, ეს თქვენც იცით.”

შირანი სიდნეიში კიდევ ორ კონცერტს გამართავს, რის შემდეგაც ავსტრალიურ მოგზაურობას ბრისბეინში, მელბურნსა და ადელაიდაში განაგრძობს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Better than Dog – Z for Zulu-ს 14 წლის შემდეგ გამოცემული ალბომი

შემდეგი სტატია

Tatuza Jazz Club-ში დენის როლინსის მუსიკალური საღამო გაიმართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი