Tatuza Jazz Club-ში დენის როლინსის მუსიკალური საღამო გაიმართა

დენის როლინსი BBC Jazz Award-ის გამარჯვებული ტრომბონისტია, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ტრომბონის როლი ჯაზისა და ფანკის სცენაზე.
Dennis Rollins’ Funky-Funk!
Tatuza Jazz Club

13 თებერვალს Tatuza Jazz Club-ში ბრიტანული ჯაზის გამორჩეული ხელოვანის – დენის როლინსის  მუსიკალური საღამო გაიმართა. კლუბმა არტისტს პირველად უმასპინძლა. დენის როლინსი BBC Jazz Award-ის გამარჯვებული ტრომბონისტია, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ტრომბონის როლი ჯაზისა და ფანკის სცენაზე.

ის თანამშრომლობდა ისეთ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან: Brand New Heavies, Jamiroquai, კორტნი პაინი, მეისეო პარკერი და Pee Wee Ellis.

დენის როლინსმა თავის ბენდის წევრებთან ერთად Tatuza Jazz Club-ის სცენაზე მუსიკალური პროექტი წარადგინა. კოლექტივის შემადგენლობაში იყვნენ: დენის როლინსი – ტრომბონი, ჯეიმს მორტონი – ალტო საქსოფონი, ალექს ჰაჩინგსი – გიტარა, ტიაგო კოიმბრა – ბასი, ანდერს ოლინდერი – კლავიში, დავიდე ჯოვანინი – დრამი.

თბილისში გამართული საღამოსა და მუსიკალური პროგრამის შესახებ დენის როლინსი Billboard Georgia-ს ესაუბრა:

„დღევანდელი მუსიკალური პროგრამა სხვადასხვა არტისტის ნამუშევრებს აერთიანებს. შევასრულეთ რამდენიმე კლასიკური ფანკ ნაწარმოები. პროგრამა ასევე მოიცავდა ჟანრის დიდებულ პიონერებს, მაგალითად ჯეიმს ბრაუნს, ასევე  მეისეო პარკერს, რომელთან თანამშრომლობის პატივი მეც მქონდა. ამ პროგრამით სწორედ იმ გამორჩეულ მუსიკოსებს მივაგეთ პატივი, რომლებმაც ფანკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.

რაც შეეხება დღევანდელ საღამოს, Tatuza Jazz Club მართლაც გამორჩეული სივრცეა – აქ შესანიშნავი აკუსტიკა და ატმოსფეროა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ აქ მაყურებლის ენერგიას გრძნობ და მათთან ემოციურ კავშირს მარტივად ამყარებ. გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ეს ადგილი ახლახან გაიხსნა – მას უკვე კარგად დამკვიდრებული ჯაზ-კლუბის სახე აქვს.“

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ედ შირანმა გაამხილა, თუ რატომ არ აქვს ტელეფონი 2015 წლის შემდეგ

შემდეგი სტატია

Manchester Orchestra - ტიმ ვერი, 2025 წლის 19 DANIEL KNIGHTON/GETTY IMAGES

Manchester Orchestra-ს დრამერი ტიმოთი ვერი გარდაიცვალა  – ინფორმაციას ბენდი ადასტურებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი