SIA 2025 წელს SPOTIFY-ზე ავსტრალიის ყველაზე მოთხოვნადი არტისტი გახდა  

SIA პირველი შემსრულებელია, რომელმაც ავსტრალიელი მუსიკოსების „გლობალური გავლენის სიაში“ პირველი ადგილი ორჯერ დაიკავა.
Sia
Gilbert Flores for WWD

პოპვარსკვლავი და სიმღერების ავტორი SIA გახდა პირველი შემსრულებელი, რომელმაც ავსტრალიელი მუსიკოსების „გლობალური გავლენის სიაში“ (Global Impact List) პირველი ადგილი ორჯერ დაიკავა. მისი და დევიდ გუეტას კოლაბორაცია – Beautiful People რეიტინგის სათავეში მოხვდა. აღნიშნული სია ავსტრალიელი არტისტების მოსმენების გლობალური მონაცემების საფუძველზე დგება, თუმცა მასში უშუალოდ ავსტრალიის მასშტაბით მოსმენების რაოდენობა არ შედის.

SIA-მ რეიტინგის პირველი ადგილი 2023 წელსაც დაიკავა ჰიტით – Gimme Love.

ამავდროულად, კევინ პარკერის ფსიქოდელიური პროექტი Tame Impala უახლეს ტოპ 50-ში შთამბეჭდავად არის წარმოდგენილი შვიდი სიმღერით, რომლებიც შესულია მის მეხუთე სტუდიურ ალბომში – Deadbeat. აქედან ოთხი კომპოზიცია პირველ თხუთმეტეულში მოხვდა, მათ შორის Dracula, რომელმაც მე-2 ადგილი დაიკავა.

The Kid LAROI კიდევ ერთი ავსტრალიელი შემსრულებელია, რომელიც Spotify-ზე დიდი საერთაშორისო გავლენით სარგებლობს. სიდნეიში გაზრდილი და ამჟამად ლოს-ანჯელესში მცხოვრები მომღერალი სიაში შვიდი ტრეკით არის წარმოდგენილი.

„შეუძლებელია, არ იგრძნო ავსტრალიური მუსიკის გავლენა, სადაც არ უნდა წახვიდე – იქნება ეს აშშ, ევროპა თუ განვითარებადი ბაზრები, სადაც ადგილობრივი არტისტები ახალ ფანებს იძენენ,” – განაცხადა Spotify-ს ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის (AUNZ) შემსრულებლებთან და ლეიბლებთან პარტნიორობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ლია ჰარისმა.

„მონაცემები ცხადყოფს, თუ რამდენად უსაზღვრო გახდა მუსიკა და როგორ ამყარებენ ავსტრალიელი არტისტები მსმენელებთან უფრო ღრმა კავშირს, ვიდრე ოდესმე,” –  აღნიშნავს ჰარისი.

სტრიმინგის გიგანტის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ავსტრალიელი არტისტებისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი აშშ იყო, შემდეგ კი გაერთიანებული სამეფო და გერმანია. საუკეთესო ათეულში ასევე მოხვდნენ ბრაზილია, მექსიკა, ფილიპინები და საფრანგეთი. ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფად მზარდი საექსპორტო ბაზრებია სამხრეთ აფრიკა (+99%), ფილიპინები (+64%) და კოლუმბია (+53%).

გასულ კვირას Spotify-მ გამოაცხადა, რომ მეოთხე კვარტალში გამომწერთა და ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების ზრდის მაჩვენებლმა პროგნოზებს გადააჭარბა. 2025 წლის ბოლო სამ თვეში კომპანიამ 290 მილიონ პრემიუმ-გამომწერს მიაღწია, რაც 10%-იანი წლიური ზრდაა. ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების (MAUs) რაოდენობა კი 11%-ით გაიზარდა და 751 მილიონი შეადგინა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბრუს სპრინგსტინი, 2025 წლის 28 სექტემბერი, ნიუ იორკი JOHN NACION/VARIETY

თეთრი სახლი ბრიუს სპრინგსტინს „ხელმოცარულად“ და „ტრამპით შეპყრობილად“ მოიხსენიებს

შემდეგი სტატია

U2 დღევანდელობას ახალი EP-ით ეხმაურება, რომელიც ფოკუსში აქცევს რენე გუდის მკვლელობას, ღაზასა და უკრაინაში მიმდინარე ომებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი