თეთრი სახლი ბრიუს სპრინგსტინს „ხელმოცარულად“ და „ტრამპით შეპყრობილად“ მოიხსენიებს

ბრიუს სპრინგსტინისა და ტრამპის ადმინისტრაციის დაპირისპირება გრძელდება.
ბრუს სპრინგსტინი, 2025 წლის 28 სექტემბერი, ნიუ იორკი JOHN NACION/VARIETY
ბრუს სპრინგსტინი, 2025 წლის 28 სექტემბერი, ნიუ იორკი
JOHN NACION/VARIETY

თეთრი სახლის ახალ განცხადებაში ბრიუს სპრინგსტინი „ხელმოცარულ” ადამიანად არის მოხსენიებული. განცხადების ხისტი და ირონიული ტონი ოფიციალური უწყების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს არ ჰგავს.   

გასულ თვეს ბრუს სპრინგსტინმა ტრამპის ადმინისტრაცია ანტი-ICE სიმღერით – Streets of Minneapolis-ით გააკრიტიკა. მისი თქმით, სიმღერა „მინეაპოლისში დატრიალებული სახელმწიფო ტერორით” იყო შთაგონებული. 

უფრო კონკრეტულად კი სიმღერა აშშ-ის მოქალაქეების,  რენე გუდისა და ალექს პრეტის მკვლელობას ეხმიანება. ისინი მინეაპოლისში საემიგრაციო ძალებმა ოპერაცია „Metro Surge“-ის დროს ჩაცხრილეს, რომლის ფარგლებშიც ქალაქში ათასობით სასაზღვრო პატრულისა და ICE-ის თანამშრომელი ოპერირებს.

თეთრმა სახლმა სპრინგსტინი მაშინაც გააკრიტიკა და მუსიკოსს „არარელევანტური“ უწოდა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრიუს სპრინგსტინი და E Street Band ამერიკულ ტურნეს Land of Hope and Dreams იწყებენ, თეთრი სახლი ამ ფაქტს კვლავ გამოეხმაურა და ამჯერად განცხადებაში დამატებითი ეფექტისთვის სპრინგსტინის რამდენიმე სიმღერის სათაურიც ახსენა. 

„როდესაც ხელმოცარული სპრინგსტინი თავის თავში არსებულ City of Ruins-ში (ნანგრევების ქალაქში) დაბრუნდება, მიხვდება, რომ მისი Glory Days (დიდების დღეები) წარსულს ჩაბარდება, გულშემატკივრებმა ის Out in the Street (ქუჩაში) დატოვეს და Tenth Avenue Freeze-Out-ში (მეათე ავენიუს იზოლაციაში) მოაქციეს. მას „ტრამპის სინდრომის” მძიმე ფორმა სჭირს, რამაც ტვინის ატროფია გამოიწვია,“  – ნათქვამია თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის, სტივენ ჩუნგის განცხადებაში, რომელიც Politico-მ გამოაქვეყნა.

მიუხედავად ამ განცხადებისა, სპრინგსტინზე  ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ „ხელმოცარულია“.

40-წლიანი კარიერის განმავლობაში მუსიკოსს 20 გრემი, ასევე ოსკარი და ტონი აქვს მიღებული, ის არის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრი, კენედის ცენტრის პრემიის ლაურეატი, 2016 წელს კი თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დაჯილდოვდა.

მისი ალბომების გაყიდვები 150 მილიონს აჭარბებს 

129 კონცერტის შემდეგ, სპრინგსტინისა და E Street Band-ის 2023-25 წლების ტურნემ 729.7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და 4.9 მილიონი ბილეთი გაყიდა,  რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.

ბრუს სპრინგსტინი, სიმღერით Streets of Minneapolis,  კვლავ პირველ ადგილზე აღმოჩნდა Billboard-ის ციფრული გაყიდვების ჩარტში, რომლის დებიუტიც 7 თებერვალს შედგა. სინგლი კვირის ყველაზე გაყიდვადი სიმღერა გახდა აშშ-ში, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორი დღის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი.

„ჩვენ ვცხოვრობთ ბნელ, შემაშფოთებელ და სახიფათო დროში, მაგრამ ნუ იქნებით სასოწარკვეთილნი,  უიმედობა მხსნელ ძალას ბადებს!“  – განაცხადა სპრინგსტინმა კვირის დასაწყისში ტურნეს დაანონსებისას.

შემდეგ კი დასძინა: „ჩვენ მოვალთ თქვენს ქალაქებში – ამერიკული დემოკრატიის, თავისუფლების, კონსტიტუციისა და ჩვენი წმინდა ამერიკული ოცნების დასაცავად. დღეს ყოველივე ეს თვითგამოცხადებული პრეზიდენტის და მისი დანაშაულებრივი მთავრობის მიერაა მიტაცებული.  ყველას, მიუხედავად იმისა, სად დგახართ ან რისი გჯერათ,  გელით, შემოგვიერთდით E Street Nation-ზე, როკისა და ამბოხის ამერიკულ გაზაფხულზე! იქ შევხვდებით!“

როკლეგენდა თავის 20-დღიან ტურნეს 31 მარტს მინეაპოლისის Target Center-ში დაიწყებს, ხოლო დასკვნით კონცერტს  27 მაისს ვაშინგტონში, Nationals Park-ში გამართავს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯეიდენ სმიტის თქმით, მას ლოს-ანჯელესის უსახლკარო მოსახლეობის საკვებით დახმარება და მსოფლიო საქველმოქმედო ქსელის შექმნა სურს

შემდეგი სტატია

SIA 2025 წელს SPOTIFY-ზე ავსტრალიის ყველაზე მოთხოვნადი არტისტი გახდა  

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი