U2 დღევანდელობას ახალი EP-ით ეხმაურება, რომელიც ფოკუსში აქცევს რენე გუდის მკვლელობას, ღაზასა და უკრაინაში მიმდინარე ომებს

„ამ ალბომის სიმღერები ვერ დაიცდიდნენ.”
U2
ANTON CORBIJN

კარიერის განმავლობაში U2 მუდამ იჩენდა გამბედაობას, დაეფიქსირებინა საკუთარი შეხედულება მსოფლიოში არსებული მდგომარეობის შესახებ. და სამყაროში, რომელიც ბოლო დროს ხშირად ჭკუიდან გადასულს ჰგავს, 18 თებერვალს ვეტერანმა ბენდმა ეს კიდევ ერთხელ გააკეთა და მოულოდნელი EP გამოსცა, სახელწოდებით Days of Ash.

ჩანაწერში შესული ხუთი სიმღერა და პოემა აღწერილია, როგორც „დაუყოვნებლივი პასუხი მიმდინარე მოვლენებზე, შთაგონებული იმ გასაოცარი და მამაცი ადამიანებით, რომლებიც თავისუფლების ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან.”

გავრცელებულ განცხადებაში ბონო წერს: „Days of Ash-ის სიმღერები ძალიან განსხვავდება განწყობითა და თემატიკით იმ კომპოზიციებისგან, რომლებსაც ამ წლის შემდეგ ალბომში შევიტანთ. ეს სიმღერები ვერ დაიცდიდნენ. ისინი რაც შეიძლება მალე უნდა გამოსულიყვნენ დღის სინათლეზე. ეს არის წინააღმდეგობის, წუხილისა და გლოვის სიმღერები. მათ აუცილებლად მოჰყვება საზეიმო სიმღერებიც, მათზე ახლა ვმუშაობთ… რადგან ყველა იმ საშინელების მიუხედავად, რასაც ყოველდღიურად ჩვენს ეკრანებზე უკვე ნორმად ქცეულს ვხედავთ, არაფერია ნორმალური ამ შეშლილ დროში და საჭიროა, ამას დავუპირისპირდეთ, სანამ მომავლის რწმენის დაბრუნება შეგვიძლია.”

ალბომი იწყება სიმღერით, რომელიც ეძღვნება რენე მაკლინ გუდს, სამი შვილის 37 წლის დედასა და ამერიკის მოქალაქეს, რომელიც საიმიგრაციო სამსახურმა იანვარში მინეაპოლისში მოკლა. 

სიმღერაში Yours Eternally ბენდს ედ შირანი და უკრაინელი ყოფილი ჯარისკაცი და ამჟამად მუსიკოსი ტარა ტოპოლია უერთდება. სიმღერა შთაგონებულია ბონოსა და Edge-ის მოგზაურობით კიევში 2022 წლის გაზაფხულზე, როცა ისინი პირველად შეხვდნენ ტოპოლიას. კომპოზიცია შექმნილია ფრონტზე მებრძოლი ჯარისკაცის წერილის სახით. 

აკუსტიკური ბალადა The Tears of Things წარმოადგენს საუბარს მიქელანჯელოს დავითის ქანდაკებასა და მის შემქმნელთან. მას მოსდევს Song of the Future, რომელიც ეძღვნება 16 წლის სარინა ესმაილზადეს – ერთ-ერთ ირანელ სკოლის მოსწავლეს, რომელიც 2022 წელს Woman, Life, Freedom მოძრაობას შეუერთდა. 

ალბომი ასევე მოიცავს Wildpeace-ს – ისრაელელი ავტორისა და პოეტის, იუჰუდა ამიჩაის პოემას, რომელსაც ნიგერიელი არტისტი Adeola of Les Amazones d’Afrique ასრულებს. კომპოზიცია One Life at a Time კი სამი შვილის პალესტინელ მამას ეძღვნება, რომელიც 2025 წლის ივლისში საკუთარ სოფელში ისრაელელმა კოლონისტმა მოკლა. 

ყველა სიმღერას თან ახლავს ვიდეო ტექსტით. 24 თებერვალს კი – რუსეთის უკრაინაში შეჭრის 4 წლის თავზე – Yours Eternally-ს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გამოვა. 

ალბომთან ერთად ბენდმა გამოუშვა ჟურნალ Propaganda‘zine-ს ოფიციალური, 40 წლის საიუბილეო გამოცემა, სახელწოდებით U2 Days of Ash: Six Postcards From the Present… Wish We Weren’t There. მინიშნებებით ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე, ჟურნალის სარჩევი, ეპშტეინის ფაილების მსგავსად, უხეშადაა რედაქტირებული.

ბენდის განცხადებით, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისთვის გაკეთებული ყველა შემოწირულობა Amnesty International-ს, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტსა და გაეროს დევნილთა სააგენტოს გადაერიცხება. 

მოუსმინეთ ალბომს Days of Ash below:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

SIA 2025 წელს SPOTIFY-ზე ავსტრალიის ყველაზე მოთხოვნადი არტისტი გახდა  

შემდეგი სტატია

ჰილარი დაფი ALFRED MARROQUIN

ჰილარი დაფმა ათწლიანი მუსიკალური პაუზა ალბომ Luck… or Something-ით დაასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი