ბრუნო მარსმა მომავალი ალბომის სიმღერების სია გაამხილა

ცხრასიმღერიანი ჩანაწერი The Romance მუსიკოსის პირველი ალბომია 2016 წლის 24K Magic-ის შემდეგ.
ბრუნო მარსი
JOHN V. ESPARZA

ათწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნო მარსმა ახალი ალბომის, The Romantic-ის სიმღერების სია გაამხილა. 

ცხრასიმღერიანი ჩანაწერი, რომელიც 27 თებერვალს გამოვა, მუსიკოსის პირველი ალბომია 2016 წლის 24K Magic-ის შემდეგ. მარსმა პროექტში შემავალი სიმღერების სრული სია გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ ალბომის მთავარი სინგლი Billboard Hot 100-ის ლიდერი I Just Might იქნება.

ალბომის გამოსვლა ჩარტებში მარსის სტაბილური წარმატების პერიოდს ემთხვევა. მისი კოლაბორაცია ლედი გაგასთან Die With a Smile 18 კვირის განმავლობაში ლიდერობდა Billboard Global 200-ში. სიმღერამ გრემის ჯილდოც დაიმსახურა.  

ამავდროულად, ROSÉ-სთან ერთობლივმა ნამუშევარმა APT 12 კვირა გაატარა Global 200-ის ლიდერ პოზიციაზე. 

2025 წლის იანვარში მარსი სპოტიფაის ისტორიაში პირველი არტისტი გახდა, რომელმაც 150 მილიონ ყოველთვიურ მსმენელს გადააჭარბა. ის ასევე პირველი მუსიკოსია, რომელსაც 2022 წლისთვის 6 ბრილიანტის სერტიფიკატის მქონე სინგლი ჰქონდა. 2026 წლისთვის კი მას უკვე მინიმუმ 7 ასეთი სინგლი აქვს, მათ შორისაა Just the Way You Are, რომელმაც 21-ჯერ მოიპოვა პლატინის სტატუსი.

ბრილიანტის სტატუსის მქონე სხვა სინგლებია: Uptown Funk, Grenade, That’s What I Like, Locked Out of Heaven, When I Was Your Man და The Lazy Song.

მარსს ჯამში Hot 100-ის 35 სიმღერა აქვს, მათ შორისაა ჩარტის ლიდერი 10 ჰიტი. მისმა სადებიუტო ალბომმა Doo-Wops & Hooligans 345 კვირაზე მეტი გაატარა Billboard 200-ში, რაც დღემდე რჩება ჩარტში სოლო მამაკაცი არტისტის ყველაზე მაღალ მაჩვენებლად.

The Romantic-ი სიმღერების სია:

  1. “Risk It All”
  2. “Cha Cha Cha”
  3. “I Just Might”
  4. “God Was Showing Off”
  5. “Why You Wanna Fight?”
  6. “On My Soul”
  7. “Something Serious”
  8. “Nothing Left”
  9. “Dance With Me”
Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Rosé და ბრუნო მარსი John V. Esparza

Rosé-სა და ბრუნო მარსის ჰიტი – APT 2025 წლის ყველაზე გაყიდვად გლობალურ სინგლად დასახელდა

შემდეგი სტატია

Shortparis

Shortparis-ის ვოკალისტი ნიკოლაი კომიაგინი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი