INXS-ის წევრი ენდრიუ ფარისი „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში“ ჯგუფის პირველ ნომინაციას ეხმაურება 

INXS იმ 10 არტისტს შორისაა, რომლებიც წელს პირველად მოხვდნენ დიდების დარბაზის ნომინანტთა სიაში.
INXS. ლოს-ანჯელესი, 1991 წლის 23 იანვარი.

ჯგუფ INXS-ის წევრი ენდრიუ ფარისი სწორედ ოჰაიოს შტატში – „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის“ სამშობლოში  იმყოფებოდა იმ დღეს, როდესაც მისმა ბენდმა ამ საპატიო სტატუსის პირველი ნომინაცია მიიღო.

„1983 წელს, ჩვენი პირველი ტურნეს დროს, სწორედ აქ, ოჰაიოში გადავვარდით გზიდან,“ – იხსენებს ფარისი Billboard-თან ინტერვიუში. „მაშინ კინაღამ დავიხოცეთ, ახლა კი ნომინირებულები ვართ და ისევ აქედან გესაუბრებით. რატომღაც ყველაფერი ამ შტატს უკავშირდება.“

მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიური ჯგუფი ნომინაციას 21 წელი ელოდა, ფარისი ამჯერად გულწრფელ სიხარულს გამოხატავს. მისი თქმით, ჯგუფის ყველა წევრი აღფრთოვანებულია ამ აღიარებით, რაც მათ მუსიკალური ისტორიის ნაწილად აქცევს.

INXS 1977 წელს სიდნეიში ჩამოყალიბდა. ექვსეულმა მსოფლიო მასშტაბით 50 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. აშშ-ში მათ ექვსი პლატინის ალბომი აქვთ, მათ შორის საკულტო Kick, რომელიც ექვსგზის პლატინის სტატუსის მფლობელია. სიმღერამ – Need You Tonight პირველი ადგილი დაიკავა როგორც Billboard Hot 100-ში, ისე სხვა წამყვან ჩარტებში.

ჯგუფის ფრონტმენი, მაიკლ ჰატჩენსი 1997 წელს გარდაიცვალა. ფარისი დარწმუნებულია, რომ მისი მეგობარი და სიმღერების თანაავტორი ამ სიახლით იამაყებდა: „ვიცი, ის თავს დაფასებულად იგრძნობდა. კარიერის დასაწყისში მან თქვა: მინდა ვიფიქრო, რომ ჩვენს შემოქმედებას მნიშვნელობა ჰქონდა. ეს ნომინაცია სწორედ ამის დასტურია“.

ჰატჩენსის გარდაცვალების შემდეგ ჯგუფმა საქმიანობა სხვადასხვა ვოკალისტთან ერთად გააგრძელა, თუმცა 2012 წლის შემდეგ INXS-ს კონცერტი აღარ გაუმართავს. ფარისი არ გამორიცხავს, რომ 2027 წლის საიუბილეო თარიღისთვის ჯგუფის ცოცხალი წევრები კვლავ გაერთიანდნენ.  „თავდაპირველი ქიმიის ჩანაცვლება შეუძლებელია. თუ რამეს გავაკეთებთ, ძალიან ფრთხილად უნდა ავწონ-დავწონოთ, რა ფორმა ექნება ამ ყველაფერს,“ – ამბობს მუსიკოსი.

INXS იმ 10 არტისტს შორისაა, რომლებიც წელს პირველად მოხვდნენ დიდების დარბაზის ნომინანტთა სიაში. მათ გვერდით არიან: ჯეფ ბაკლი, ფილ კოლინსი, მელისა ეთერიჯი, ლორინ ჰილი, New Edition, P!nk, შაკირა, ლუთერ ვანდროსი და Wu-Tang Clan.

გამარჯვებულები, რომლებსაც 1200-კაციანი ჟიური და გულშემატკივრები გამოავლენენ, აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი, ხოლო დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია 2026 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰარი სტაილსმა გაამხილა, რომ გაცნობის აპლიკაციას იყენებს – თუმცა განსხვავებული მიზნით

შემდეგი სტატია

მარტის თვე წინანდლის მამულში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი