ჰარი სტაილსმა გაამხილა, რომ გაცნობის აპლიკაციას იყენებს – თუმცა განსხვავებული მიზნით

სტაილსმა ასევე ისაუბრა Rosalía-ს ალბომზე – Lux. და მას „შესანიშნავი” და „გენიალური” უწოდა.
ჰარი სტაილსი
JOHNNY DUFORT

25 თებერვალს ბრიტანი ბროსკის შოუს – Royal Court-ის ახალი ეპიზოდი გამოქვეყნდა. ჰარი სტაილსმა გაამხილა, რომ ის იყენებს Raya-ს –  დახურულ პლატფორმას გაცნობისათვის. მომღერალმა ეს მაშინ ახსენა, როდესაც რომში გატარებული დროისა და იტალიური ენის შესწავლის შესახებ საუბრობდა. ენის პრაქტიკაზე საუბრისას მან აღნიშნა: „ძირითადად მეგობრებთან ვსაუბრობ, თუმცა შიგადაშიგ აპლიკაციასაც ვიყენებ – Raya-ს“.

ამის შემდეგ კი დაამატა: „მხოლოდ გრამატიკისთვის და მსგავსი რაღაცებისთვის.”

ინტერვიუს გამოსვლიდან დაახლოებით ერთ კვირაში, 6 მარტს, მუსიკოსის მეოთხე სტუდიური ალბომი – Kiss All the Time. Disco, Occasionally გამოვა. 

ინტერვიუს სხვა ნაწილში სტაილსმა გაამხილა, რომ მისი ფარული ნიჭი დიდი რაოდენობით იოგურტის ჭამაა. „არა, მართლა საოცრად ბევრ იოგურტს ვჭამ. ეს ჩემს მეგობრებს შოკში აგდებს,” – თქვა მან. სტაილსმა ასევე ისაუბრა 2010-იანი წლების იმიჯზე, რომელსაც ყველაზე მეტად ნანობს: „ვფიქრობ, ძალიან, ძალიან ვიწრო ჯინსებს ვატარებდი. ისინი ჩემს ფეხებზე ვიწრო იყო. ახლა საკუთარ თავს ვეტყოდი: ერთი ზომით, ან სამი ზომით დიდი ჩაიცვი“.

სტაილსმა ასევე ისაუბრა Rosalía-ს ალბომზე – Lux. „ვფიქრობ, შესანიშნავია, გენიალური. შთამაგონებელია, როცა ხედავ ისეთ პროექტს, როგორიცაა Lux. აშკარაა, რომ ის [Rosalía] შინაგან სურვილს მიჰყვა, ჩვენ კი ამ ყველაფერს თვალს ვადევნებთ“.

ჯერჯერობით, გულშემატკივრებისთვის ალბომიდან Kiss All the Time. Disco, Occasionally მხოლოდ ერთი სიმღერაა ცნობილი. სინგლი – Aperture თებერვლის დასაწყისში გამოქვეყნდა და Billboard Hot 100-ის სათავეშიც მოხვდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

უიტნი ჰიუსტონი The Bodyguard, 1992 FOTOS INTERNATIONAL/GETTY IMAGES

უიტნი ჰიუსტონის კიდევ ერთი მუსიკალური ვიდეო, The Bodyguard-ის საუნდტრეკი, YouTube-ზე მილიარდ ნახვას აჭარბებს

შემდეგი სტატია

INXS-ის წევრი ენდრიუ ფარისი „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში“ ჯგუფის პირველ ნომინაციას ეხმაურება 

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი