კვირის მუსიკალური გზამკვლევი – ნახეთ ბრუნო მარსის,  BLACKPINK-ის, RAYE-ს და სხვა არტისტების ახალი ნამუშევრები

გაეცანით ქართულ და უცხოურ კვირის ყველაზე მნიშნველოვან მუსიკალურ რელიზებს.
ბრუნო მარსი
ბრუნო მარსი
JOHN ESPARZA

Billboard-ის Friday Music Guide ერთგვარი მუსიკალური გზამკვლევია, რომელიც  იმ მნიშვნელოვან ნამუშევრებს მიმოიხილავს, რომლებიც კვირის განმავლობაში გამოვიდა.

ამ კვირაში ბრუნო მარსი, პირველად ათი წლის შემდეგ, თავის პირველ სოლო ალბომს უშვებს.  BLACKPINK ბენდის სახით და მესამე მინიალბომით ბრუნდება, ხოლო RAYE-მ მომავალი ალბომიდან, რომელიც მარტში გამოვა, უახლესი სინგლი გამოუშვა. 

ბრუნო მარსი  – The Romantic

ბრუნო მარსმა გრემის დაჯილდოებაზე სტრატეგიული სვლა გააკეთა, მან არა მხოლოდ Rose-სთან ერთად გლობალური ჰიტით, APT.-ით გახსნა ცერემონია, არამედ მოგვიანებით ახალი სოლო სიმღერაც I Just Might შეასრულა. სინგლი Hot 100-ის ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა და გახდა ერთადერთი წინასწარი რელიზი მისი მეოთხე ალბომიდან – The Romantic,  რომელიც დღეს გამოვიდა. ცხრა სიმღერისგან შემდგარი პროექტი არტისტისთვის წარმატებული პერიოდის გაგრძელებაა: Lady Gaga-სთან კოლაბორაციული ნამუშევრის (Die With a Smile) და APT.-ის შემდეგ. ათწლიანი პაუზის დასასრულს, პირველი სოლო პროექტით, ბრუნო მარსი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაც უკვე ყველამ იცის: ის „ჰიტების შემქმნელი მანქანაა“. 

BLACKPINK – DEADLINE

Lisa-ს (Alter Ego), JENNIE-ის (Ruby), Rosé-ის (Rosie) და Jisoo-ს EP-ის (Amortage)  შთამბეჭდავი სოლო დებიუტების შემდეგ, ოთხეული, რომელიც გლობალური ფენომენის სახელით BLACKPINK არის ცნობილი, თავისი მესამე მინი-ალბომით DEADLINE ბრუნდება. ხუთტრეკიანი პროექტი ენერგიულ და სადღესასწაულო სინგლს  – JUMP მოიცავს, პროექტში ასევე შედის სიმღერები: GO, Me and My, Champion და Fxxxboy. YG Entertainment-ის განცხადების მიხედვით, ხუთივე ტრეკი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იქმნებოდა, ხოლო მთლიანობაში DEADLINE – BLACKPINK-ს საუკეთესო ფორმაში წარმოგვიდგენს.

RAYE – Nightingale Lane

„ეს არის სიმღერა ყველაზე დიდ გულისტკივილზე, რაც ოდესმე განმიცდია,”  – ამბობს RAYE და წარმოგვიდგენს ახალ სინგლს Nightingale Lane. ამ სიმღერით RAYE საუკეთესოდ წარმოაჩენს საკუთარ გულისტკივილს, ისტორიას, რომელიც ძლიერი ვოკალით, იმედით და მტკივნეული მოგონებებით ერთიანდება. საბოლოოდ კი მსმენელი ამაღლებულ და იმედიან განწყობაზე რჩება, შესაბამისად ალბომის სახელწოდებაც სიმბოლურია – This Music May Contain Hope.

Towa Bird – Gentleman

პოპ-როკერი და გიტარისტი Towa Bird სინგლით Gentleman ბრუნდება, რომლის პროდიუსერიც Patrick Wimberly-ია (MGMT, Blood Orange).   სიმღერა მძლავრ და ენერგიულ რიფზეა აგებული, რაც იდეალურად ბალანსდება ტექსტში.  კომპოზიციის გრანჟული  ჟღერადობის შედეგად შეიქმნა 2 წუთიანი და 17 წამიანი სიმღერა, რომლის დასრულების შემდეგ მსმენელს მისი ხელახლა მოსმენის სურვილი უჩნდება.  

Elmiene –  Honour

Elmiene-ის სადებიუტო ალბომის, Songs For Someone-ის მოლოდინში, რომლის გამოსვლაც მარტში იგეგმება, ბრიტანელმა მომღერალმა ორი სინგლი გამოუშვა:  Honour და I Want In.  არტისტმა, რომელიც Billboard-ის თებერვლის  თვის R&B აღმოჩენად დასახელდა, პროექტის შესახებ განაცხადა: „ამ ალბომის შექმნა მტკივნეული იყო, ხანდახან თავს მარტოსულად  ვგრძნობდი, ხანდახან სიყვარულით ვიყავი სავსე, ხან დანაშაულის გრძნობა მქონდა, თუმცა უპირველეს ყოვლისა ეს იყო მნიშვნელოვანი მოვალეობა საკუთარი თავის წინაშე, რომელიც უნდა შემესრულებინა. 

Angèle & Justice – What You Want

ბელგიელმა პოპმომღერალმა Angèle-მა ამერიკულ ბაზარზე პირველად Dua Lipa-სთან კოლაბორაციული სიმღერით, Fever-ით გაითქვა სახელი. ახლა კი ის საკულტო ფრანგულ დუეტთან, Justice-თან ერთად მისტიკურ და მძიმე ტრეკს What You Want წარმოგვიდგენს. Angèle-ის ჰაეროვანი ვოკალი მძიმე ბიტებთან შერწყმით იდეალურ კონტრასტს ქმნის. შედეგად კი იქმენება კომპოზიცია, რომელიც მსმენელს იდუმალ სამყაროში ძირავს. Justice-ის კონცერტის კულისებში შეხვედრის შემდეგ, მომღერალმა დუეტი თავის სტუდიაში დემო ვერსიების მოსასმენად მიიწვია, მათ შორის იყო What You Want.  „ვფიქრობდი, რომ Justice-ს შეეძლო, შემოეტანა ის ელექტრო-კლუბური გამოცდილება და დაძაბულობა, რაც პირველ ვერსიას აკლდა… მათ ტრეკს ისეთი ძალა შეჰმატეს, რომელიც ჩანაფიქრში თავიდან არც ყოფილა“. – აღნიშნა მომღერალმა. 

კვირის განმავლობაში ახალი ნამუშევარები ქართველმა არტისტებმა და ბენდებმაც წარადგინეს:  

Bedford Falls –  VICI VICI VICI

Bedford Falls-მა ახალი ალბომიდან კიდევ ერთი სინგლი, სახელწოდებით VICI VICI VICI წარადგინა. ბენდმა სიმღერა ვიზუალურ ნამუშევართან ერთად გამოაქვეყნა და ის Bedford Falls-ის მომავალი ალბომის, Lazy Bones-ის ნაწილია. 

Lazy Bones ჯგუფმა 2025 წელს დააანონსა. მას შემდეგ ბენდი ალბომიდან სინგლებს მსმენელს პერიოდულად უზიარებს. Lazy Bones-ს ლეიბლი Stockton Records გამოსცემს.  

Kordz, Tamro  – Melancholic Theme

Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომიდან ახალი კომპოზიცია, სახელწოდებით Melancholic Theme წარადგინეს. 

2026 წლის ივნისში Kordz-ისა და თამრიკო კორძაიას კოლაბორაციული ალბომი – FIND ME გამოვა, რომელშიც შედის კომპოზიცია Melancholic Theme.

FIND ME ხელოვანი დედა-შვილის – ალექსანდრე კორძაიას (Kordz) და თამრიკო კორძაიას ერთობლივი ალბომია და მათ პირად ჩანაწერს წარმოადგენს, რომელზეც არტისტები ერთ წელზე მეტია, მუშაობენ.

ერეკლე დეისაძე  – მისამღერი

ერეკლე დეისაძემ ახალი სინგლი გამოსცა. სიმღერა, სახელწოდებით „მისამღერი” 

მუსიკის ავტორი ნიკა ხელაძეა, ტექსტი თავად ერეკლე დეისაძეს ეკუთვნის, ხოლო პროდიუსერი ზაზა ხუბუკელაშვილია. სიმღერა Bloom Music-ის ლეიბლზე გამოვიდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ელმინი სადებიუტო ალბომს გამოსცემს: „დი’ანჯელო ყოველთვის ის სტანდარტია, რომლის მიღწევასაც ვცდილობ”

შემდეგი სტატია

„გრეის ანატომია” ერიკ დეინის ხსოვნას პატივს მიაგებს ემოციური ვიდეოთი, რომელსაც ფონად Snow Patrol-ის Chasing Cars გასდევს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” - ამბობს მომღერალი.
მეტი