10 საუკეთესო გზა, რომელიც დამოუკიდებელ არტისტებს მუსიკის ონლაინ პოპულარიზაციაში დაეხმარება

მუსიკის ვირუსულად გავრცელება და ბმულების გაზიარება წარმატების გარანტია არ არის. ეფექტური პრომოუშენი სწორად დაგეგმილ სტრატეგიას, თანმიმდევრულ მუშაობას და აუდიტორიასთან მიზანმიმართულ კომუნიკაციას მოითხოვს.
SURFACE
SURFACE

თუ დამოუკიდებელი არტისტი ხართ და გსურთ შექმნათ, პოპულარიზება გაუწიოთ და განავითაროთ თქვენი ონლაინ იმიჯი, უმნიშვნელოვანესია, გქონდეთ „მთავარი ბაზა“ – მყარი საფუძველი, რომელზეც თქვენი შემოქმედება და ბრენდი აშენდება.   არტისტებისთვის მნიშვნელოვანია ერთგვარი ონლაინ ჰაბის შექმნა, რომელიც სრულად ასახავს მათ სტილს, ხედვასა და სათქმელს. 

თუმცა თუ გსურთ აუდიტორიის გრძელვადიანი დაინტერესება და ერთგული მსმენელის ჩამოყალიბება, მუსიკის პოპულარიზაციას გაცილებით მეტი სტრატეგია და დაგეგმვა სჭირდება, ვიდრე უბრალოდ ბმულის გამოქვეყნება ან ერთჯერადად ვირუსულად გავრცელება.

ეს სტატია დაგეხმარებათ, გაეცნოთ მუსიკის ეფექტური პოპულარიზების გზებს ინტერნეტის საშუალებით.

გამოიყენეთ სოციალური მედია სტრატეგიულად:

როდესაც საქმე თქვენს მუსიკისა და ბრენდის პოპულარიზაციას ეხება, სოციალური მედიის ძალა უსაზღვროა. მრავალფეროვანი პლატფორმების საშუალებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გულშემატკივრებს, სხვა არტისტებს, მედიასაშუალებებს  და ა.შ. თუმცა დამოუკიდებელი არტისტებისთვის უმჯობესია ფოკუსირება ერთ ან ორ პლატფორმაზე. ძალების გაფანტვას სჯობს, იქ იყოთ აქტიური, სადაც თქვენი სამიზნე აუდიტორიაა.

ერთი პლატფორმის სრულყოფილად ათვისება გაძლევთ შესაძლებლობას, შექმნათ უფრო ხარისხიანი და თანმიმდევრული კონტენტი, რაც ბევრად ღირებულია, ვიდრე ფრაგმენტული პოზიციონირება. როცა ერთ პლატფორმაზე სტაბილურ ზრდასა და მუდმივ ჩართულობას მიაღწევთ, შეგიძლიათ სტრატეგიულად სხვებზეც გადაინაცვლოთ. იგივე წესი ვრცელდება ფასიან რეკლამაზეც: თუ მას ძალიან ადრე დაიწყებთ, შესაძლოა, თქვენი ნამუშევრის ავთენტურობა დაზიანდეს.

შექმენით პროფესიონალური არტისტის ვებსაიტი – თქვენი მთავარი ჰაბი

სოციალური მედია ზრდისა და კომუნიკაციის გაღრმავების კარგი საშუალებაა, თუმცა პროფესიონალური ვებსაიტი გაძლევთ მეტ კონტროლს სანდოობისა და იმიჯის შესაქმნელად, რაც მთავარია, ალგორითმებისა და წესების გარეშე. ეს არის პირდაპირი კომუნიკაციის გზა თქვენს გულშემატკივრებთან. საკუთარ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ ექსკლუზიური კონტენტი განათავსოთ, გააზიაროთ სიახლეები, სპეციალური ფასდაკლებები ან უნიკალური შეთავაზებები, რომლებიც მხოლოდ თქვენი აუდიტორიისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

პლატფორმა Bandzoogle  ყველა საჭირო ინსტრუმენტს გაწვდით საიტის მარტივად აწყობისთვის, რისთვისაც დიზაინერის და პროგრამსიტის გამოცდილება არ არის აუცილებელი. აქ მარტივი ფუნქციონალით შეგიძლიათ შეცვალოთ სექციები, დაამატოთ სურათები, შეცვალოთ ფერები, ტექსტები და შაბლონები. საიტის დიზაინი ავტომატურად ოპტიმიზირდება როგორც კომპიუტერისთვის, ასევე მობილურისთვის. Bandzoogle ასევე გთავაზობთ მუსიკოსებისთვის შექმნილ ათეულობით მზა შაბლონს.

გამოიყენეთ სტრიმინგ პლატფორმები, როგორც პრომო გეგმის ნაწილი

ახლა, როცა თქვენი ვებსაიტი მზად არის, დროა, მუსიკის აქტიური პოპულარიზაცია დაიწყოთ. შექმენით ელექტრონული პრეს-კიტი,  ე.წ. „ჭკვიანი ბმულები“  და სარეკლამო გვერდები, სადაც მსმენელი მარტივად შეძლებს თქვენი მუსიკის აღმოჩენას სხვადასხვა სტრიმინგ პლატფორმაზე.

პოპულარიზაციისას ყველაზე ეფექტურია სამეტაპიანი სტრატეგია:

გაშვებამდე (Pre-launch): რელიზამდე 4–8 კვირით ადრე დაიწყეთ აუდიტორიის მომზადება  –  გააზიარეთ ანონსები, თიზერები, ქავერარტი, მოკლე ვიდეოები და შექმენით მოლოდინი.

გამოშვება (Release): რელიზის დღეს დრო დაუთმეთ მაღალი ინტენსივობის, პირდაპირ პრომოუშენს  –  აქტიური პოსტები, რეკლამა, მედია-გაშუქება, ფლეილისტებში დამატების მცდელობა.

გამოშვების შემდგომ (Post-launch): ინტერესის შესანარჩუნებლად გააზიარეთ დამატებითი კონტენტი, ბექსთეიჯის ვიდეოები, სიმღერის შექმნის ისტორია, კითხვა-პასუხის სესიები, აკუსტიკური ვერსიები ან ლაივ შესრულებები. ეს ეტაპი თქვენს მუსიკას სიცოცხლის ციკლის გახანგრძლივებაში და გულშემატკივართა შენარჩუნებაში დაეხმარება.

კოლაბორაციები და კავშირი  სხვა მუსიკოსებთან

ინდუსტრიაში კომუნიკაციის დამყარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ზრდისთვის. დაუკავშირდით ადგილობრივ არტისტებსა და თქვენს ჟანრთან ახლოს მყოფ  მუსიკოსებს. მხარდაჭერის გამოხატვა და ინტერესი ხშირად ხსნის კარს კოლაბორაციებისა და რემიქსებისთვის, რაც ახალი აუდიტორიის მოზიდვაში დაგეხმარებათ.

გამოიყენეთ ელექტრონული ფოსტის მარკეტინგი

ვებსაიტის საშუალებით ე.წ. ნიუსლეთერის შექმნა ეფექტური გზაა აუდიტორიასთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის. Bandzoogle გაძლევთ ინსტრუმენტებს რეგულარული კონტენტის გასაგზავნად, წერილების წინასწარ დაგეგმვისა და შედეგების რეალურ დროში მონიტორინგისთვის. ასევე შეგიძლიათ თქვენი გამომწერები ექსკლუზიური ტრეკებით, არტვორქით ან ნამუშევარზე ადრეული წვდომით დააჯილდოვოთ.

აქციეთ სიმღერები ვიზუალურ ისტორიებად

TikTok-ისა და Instagram Reels-ის ეპოქაში მხოლოდ iPhone-იც საკმარისია 30 წამიაინი ვიდეოს გადასაღებად, რომელიც შესაძლოა ვირუსულად გავრცელდეს. 

როდესაც ბიუჯეტს გაზრდით, შეგიძლიათ ოფიციალური მუსიკალური ვიდეო შექმნათ. შეიმუშავეთ მოკლე და გრძელი ფორმატი, მძლავრი, კრეატიული კონცეფცია, რომელიც თქვენს ძლიერ მხარეებს გაუსვამს ხაზს. ფოკუსირდით ერთ მთავარ იდეაზე: იქნება ეს ნარატივი, შესრულება თუ ვიზუალური ესთეტიკა.

წარადგინეთ თქვენი თავი პრესაში, ბლოგებსა და ფლეილისტებში

მომხმარებლის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. რაც უფრო დიდი აუდიტორია გყავთ, მით უფრო საინტერესო ხართ მედიასაშუალებებისთვის. პირველ რიგში, შექმენით  ბრენდის იმიჯი და პროფესიონალური პრეს-კიტი (EPK), სადაც თქვენს მუსიკას, ფოტოებს, ალბომის ქავერსა და ვიდეოებს წარმოაჩენთ.

შემდეგ შეადგინეთ ჟურნალისტების თუ გამოცემების სია და მიაწოდეთ თქვენი საუკეთესო ნამუშევრები.

ჩაერთეთ ონლაინ მუსიკალურ სივრცეში

Reddit, Discord და სხვა ფორუმები ნიშური აუდიტორიის მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. იპოვეთ თქვენი ჟანრის მსგავსი ჯგუფები, გააზიარეთ მუსიკა და მოითხოვეთ უკუკავშირი. მოერიდეთ სპამს, იმოქმედეთ გულწრფელად. სიახლეების, ახალი რელიზებისა თუ კონცერტების შესახებ რეგულარულად გააზიარეთ ინფორმაცია. 

გამოიყენეთ კონკურსები და გათამაშებები

მოაწყვეთ თქვენი მერჩის  გათამაშებები ან ბილეთების ჩუქების აქციები. ეს გეხმარებათ გრძელვადიანი მიმდევრების მოზიდვაში.  ფოკუსირდით რეალურ, ერთგულ აუდიტორიაზე, წარმატებისთვის მნიშვნელოვანია მარტივი წესები, გამჭირვალე პროცესი, მკაფიო ვადები და აქტიური კომუნიკაცია.

გააანალიზეთ და მოერგეთ სიტუაციას 

მუდმივად ადევნეთ თვალი მონაცემებს. Bandzoogle სასარგებლოა არა მხოლოდ საიტის შესაქმნელად, არამედ მონაცემების ანალიზისთვისაც.  დამოუკიდებელი არტისტებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტრიმების რაოდენობა, არამედ აქტიური ჩართულობა და სტაბილური ზრდა. Bandzoogle-ის პლატფორმა გაძლევთ დეტალურ ანგარიშებს  და გაწვდით მონაცემთა რუკას ახალი და დაბრუნებული ვიზიტორების შესახებ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„გრეის ანატომია” ერიკ დეინის ხსოვნას პატივს მიაგებს ემოციური ვიდეოთი, რომელსაც ფონად Snow Patrol-ის Chasing Cars გასდევს

შემდეგი სტატია

ანანო სიხარულიძემ  ვიდეოთამაშის –  MindDoor-ის მუსიკალურ გაფორმებაზე იმუშავა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნუ მიეყრდნობით

„ნუ მიეყრდნობით“ –  ქართული ალტერნატიული სცენის ახალგაზრდა ხმა

„ჩვენი ტექსტების მოსმენის შემდეგ მინდა ხალხმა იგრძნოს, რომ მარტო არ არიან. იშვიათად ვეხებით სოციალურ თემებს, ამიტომაცაა ჩვენი მსმენელი უმეტესად ახალი თაობა, ხალხი, რომელსაც ამ გრძნობებისთვის ჯერ კიდევ სცალია.”
მეტი

ჰილარი დაფმა განქორწინებაზე, Disney-სთან თანამშრომლობის უარყოფით მხარეებსა და დასთან უთანხმოებაზე ისაუბრა

„დაახლოებით 15 წლის ასაკში ვიგრძენი, რომ მსოფლიო ზედმეტად დაინტერესდა იმით, თუ რა მეცვა, ვის ვხვდებოდი, რას ვჭამდი,” – თქვა ვარსკვლავმა On Purpose-ის პოდკასტის ახალ ეპიზოდში.
მეტი

ჯეკ უაიტმა განმარტა თავისი პოზიცია ტეილორ სვიფტის შესახებ: „მე არ მითქვამს, რომ მისი მუსიკა მოსაწყენია”

მუსიკოსმა ინსტაგრამზე პოსტი დაწერა მას შემდეგ, რაც მისი ციტატა არასწორი ინტერპრეტაციით ვირუსულად გავრცელდა.
მეტი

იაპონელი ავტორ-შემსრულებელი AI ახალ სინგლზე, 25 წლის იუბილესა და მომავალ გეგმებზე საუბრობს: წაიკითხეთ ინტერვიუ

Billboard იაპონია მუსიკოსს ამჟამინდელ განწყობაზე ესაუბრა, ასევე იმაზე, თუ რას ხედავს წინ მუსიკალურ ინდუსტრიაში ყოფნის 26-ე წლისთვის.
მეტი