Radiohead აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის სოციალურ მედიას აკრიტიკებს ვიდეოში ბენდის სიმღერის გამოყენებისთვის

„თქვენ მას ვერ მიითვისებთ ბრძოლის გარეშე.”
ტომ იორკი
DAVID WOLFF-PATRICK/REDFERNS

Radiohead იმედგაცრუებულია მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ მათი სიმღერა Let Down საიმიგრაციო სამსახურის ვიდეოში იქნა გამოყენებული, რომელიც სოციალურ ქსელში 18 თებერვალს გამოქვეყნდა.

„მოვითხოვთ, რომ საიმიგრაციო სამსახურის სოციალური მედიის ადმინისტრატორებმა ვიდეო წაშალონ,” – წერს ბენდი „ბილბორდთან” გაზიარებულ განცხადებაში. „ეს არ არის სასაცილო. ეს სიმღერა ჩვენთვის და სხვა ადამიანებისთვის ბევრს ნიშნავს და თქვენ მას ვერ მიითვისებთ ბრძოლის გარეშე.”

ვიდეო, რომელმაც სამი გრემის ფლობელი ბენდის უკმაყოფილება გამოიწვია, იწყება შავი ეკრანით, ფონად კი სწორედ Let Down-ის მესამე სტროფი ჟღერს. ამის შემდეგ ეკრანზე ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება ამერიკელების ფოტოები. ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ: „ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც გააუპატიურეს და მოკლეს მათ, ვისაც ჩვენს ქვეყანაში ყოფნის უფლება არ აქვთ. აი, ვისთვის ვიბრძვით. ეს არის ჩვენი ‘რატომ’”.

Let Down გამოშვებიდან 28 წლის შემდეგ შევიდა Billboard Hot 100-ში. სიმღერამ პირველი პოზიცია დაიკავა 2025 წლის 30 აგვისტოთი დათარიღებულ ჩარტში.

აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ არაერთი სხვა არტისტიც გამოდის, მათ შორის არიან: ბილი აილიში, ლედი გაგა, Bad Bunny, ჯასტინ ბიბერი, ჩაპელ როუნი, ბრიუს სპრინგსტინი, ტომ მორელო და კეილანი. საიმიგრაციო დეპარტამენტის მიერ რენე გუდისა და ალექს პრეტის მკვლელობის შემდეგ მორელომ მინეაპოლისში საქველმოქმედო კონცერტი გამართა, არა მხოლოდ მათი ოჯახების მხარდასაჭერად, არამედ ტრამპის პოლიტიკის გასაკრიტიკებლად და, მისივე სიტყვებით, დემოკრატიისა და სამართლიანობის დასაცავად. სპრინგსტინმა, რომელიც ასევე ღიად აკრიტიკებს პრეზიდენტს, იანვარში საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ მიმართული სიმღერა Streets of Minneapolis  გამოსცა, თებერვალში კი, როგორც თავად განაცხადა, ამერიკის დასაცავად Land of Hope and Dream ტურნე დააანონსა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

NINE INCH NAILS-მა ფილმ Tron: Ares-ის ახალი კომპოზიციური ალბომი დაანონსების გარეშე გამოუშვა

შემდეგი სტატია

Cher ესწრება 2024 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიას. 2024 წლის 19 ოქტომბერი, ქლივლენდი, ოჰაიოს შტატში. ფოტო: არტურო ჰოლმსი / Getty Images

Cher-ის ვაჟს ნიუ ჰემფშირის კერძო სკოლაში ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ტერიტორიაზე უკანონო შეჭრაში დასდეს ბრალი

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი