Cher-ის ვაჟს ნიუ ჰემფშირის კერძო სკოლაში ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ტერიტორიაზე უკანონო შეჭრაში დასდეს ბრალი

ოლმანს, რომლის მამაც გრეგ ოლმანი იყო, ასევე ედება ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში
Cher ესწრება 2024 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიას. 2024 წლის 19 ოქტომბერი, ქლივლენდი, ოჰაიოს შტატში. ფოტო: არტურო ჰოლმსი / Getty Images
Cher ესწრება 2024 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიას. 2024 წლის 19 ოქტომბერი, ქლივლენდი, ოჰაიოს შტატში.
ფოტო: არტურო ჰოლმსი / Getty Images

პოლიციის განცხადების მიხედვით, 27 თებერვალს Cher-ის ვაჟი მას შემდეგ დააკავეს, რაც ნიუ ჰემფშირის პრესტიჟულ კერძო სკოლაში აგრესია გამოავლინა.  როგორც ცნობილია, მას სასწავლებელთან არავითარი კავშირი არ ჰქონია.

49 წლის ელაიჯა ბლუ ოლმანი მერიმაკის ოლქის საპატიმროში გადაიყვანეს და ბრალი ოთხი სხვადასხვა მუხლით წაუყენეს: ფიზიკური შეურაცხყოფის ორი ეპიზოდი, ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრა და კრიმინალური მუქარა. ოლმანს ასევე ბრალი ედება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში, რაც შტატის კანონმდებლობით სამართალდარღვევაა, თუმცა სისხლის სამართლის დანაშაულად არ ითვლება.

იმ დღეს, დაახლოებით საღამოს 19:00 საათზე, კონკორდის პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ ოლმანი „სენტ-პოლის სკოლის“ (St. Paul’s School) სასადილო დარბაზში მყოფ პირებს  აწუხებდა. ბრალის წარდგენის შემდეგ პოლიციამ განაცხადა, რომ ის გირაოს სანაცვლოდ მანამდე გაათავისუფლეს, სანამ მის საქმეს სასამართლოში განიხილავენ.

TMZ-ს წყაროს ინფორმაციით, ოლმანი სამხრეთ კალიფორნიაში ცხოვრობს და სკოლასთან კავშირი არ აქვს, ამიტომ გაურკვეველია, რატომ იმყოფებოდა იქ.

სასამართლო ჩანაწერებში ოლმანის ადვოკატის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

Cher-ის წარმომადგენელთან დაკავშირება ოპერატიულად ვერ მოხერხდა. „სენტ-პოლის სკოლამ“ კი კომენტარზე უარი განაცხადა.

2025 წლის ივნისში ელაიჯა ბლუ ოლმანი საკუთარ სახლში ზედოზირების გამო კლინიკაში გადაიყვანეს. TMZ-ის ინფორმაციით, მოგვიანებით საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოაჩინეს. ინციდენტი დაახლოებით ორი თვის შემდეგ მოხდა, რაც მისმა მეუღლემ, მარიენჯელა კინგმა 13-წლიანი ქორწინების შემდეგ განქორწინებაზე შეიტანა მოთხოვნა.

2023 წელს Cher-მა სასამართლოს შვილის მეურვეობის  მოთხოვნით მიმართა და განაცხადა, რომ ის „არსებითად ვერ ახერხებდა საკუთარი ფინანსური რესურსების მართვას მძიმე ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკოტიკულ  ნივთიერებებზე დამოკიდებულების გამო“. TMZ-ის ინფორმაციით, მან მარიენჯელა კინგი დაადანაშაულა იმაშიც, რომ იგი ხელს უშლიდა მისი შვილის მკურნალობის მცდელობებს. საქმე 2024 წლის ბოლოს შეწყდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Radiohead აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის სოციალურ მედიას აკრიტიკებს ვიდეოში ბენდის სიმღერის გამოყენებისთვის

შემდეგი სტატია

2026 წლის BRIT Awards-ის ტრიუმფატორები და ტენდენციები

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი