2026 წლის BRIT Awards-ის ტრიუმფატორები და ტენდენციები

ოლივია დინმა ოთხი ჯილდო მოიგო. Rosalía კი პირველი ესპანურენოვანი არტისტი გახდა, რომელმაც „წლის საერთაშორისო არტისტის“ ნომინაციაში გაიმარჯვა.
ოლივია დინი 2026 წლის BRIT Awards-ის ცერემონიაზე.
ZAK HUSSEIN/BILLBOARD

BRIT Awards 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია. 28 თებერვალს მანჩესტერში გამართულ BRIT Awards-ზე მთავარი ვარსკვლავი ოლივია დინი გახდა – მან ოთხი ჯილდო მოიგო. დინმა გაიმარჯვა ნომინაციებში: „წლის ალბომი“, „წლის არტისტი“ და „წლის პოპშემსრულებელი“. გარდა ამისა, სემ ფენდერთან ერთად ჩაწერილმა სიმღერამ – Rein Me In – წლის საუკეთესო სიმღერის ტიტული მოიპოვა. საინტერესოა, რომ ამ კატეგორიაში ოლივია ორი სიმღერით იყო წარდგენილი. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, ერთ ღამეში მოპოვებული ჯილდოების რაოდენობით რეკორდსმენად კვლავ RAYE რჩება – არტისტმა 2024 წელს 6 ჯილდო მოიპოვა.

წელს დაჯილდოების ცერემონია ისტორიაში პირველად გაიმართა ლონდონის გარეთ – მანჩესტერის Co-op Live არენაზე. საღამოს წამყვანი, უკვე მეექვსედ, კომიკოსი ჯეკ უაითჰოლი იყო, სცენაზე კი ოლივია დინი, ჰარი სტაილსი, Wolf Alice და სხვა შემსრულებლები გამოჩნდნენ.

ოლივია დინის მეორე ალბომი – The Art of Loving წლის საუკეთესო ალბომად დასახელდა. ამით გაგრძელდა ბოლო წლების ტენდენცია, როცა წლის არტისტისა და წლის ალბომის ნომინაციებში ერთი და იგივე პირი იმარჯვებს. სხვადასხვა წელს ამ ორ კატეგორიებში გამარჯვებულებად დასახელდნენ: ადელი, ჰარი სტაილსი, RAYE და Charli xcx.

სემ ფენდერმა კვლავ დაიმსახურა საუკეთესო ალტერნატიული/როკ შემსრულებლის წოდება. ეს ამ კატეგორიაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მისი მესამე გამარჯვებაა. Lola Young-მა წლის აღმოჩენის ნომინაციაში გაიმარჯვა, Wolf Alice კი კარიერაში მეორედ დასახელდა წლის საუკეთესო ჯგუფად.

Rosalía გახდა პირველი ესპანურენოვანი არტისტი, რომელმაც „წლის საერთაშორისო არტისტის“ ნომინაციაში გაიმარჯვა. მან უკან ჩამოიტოვა ტეილორ სვიფტი და ლედი გაგა. ხოლო Rosé-მ, ბრუნო მარსთან ერთად ჩაწერილი სიმღერით – APT –  BRIT Awards-ის ისტორიაში პირველი გამარჯვება მოუტანა K-pop-ის ჟანრს. 

BRIT Awards-ზე საპატიო ჯილდოების მფლობელებიც გამოვლინდნენ. განსაკუთრებული პატივი მიაგეს ინდუსტრიის ვეტერანებს: ნოელ გალაგერს, რომელმაც წლის სიმღერების ავტორის კატეგორიაში გაიმარჯვა; მარკ რონსონს, რომელიც მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა; ოზი ოსბორნს გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა ჯილდო მუსიკალური მემკვიდრეობისთვის. მის პატივსაცემად სპეციალური ნომერი რობი უილიამსმა შეასრულა.

ცერემონიაზე ასევე გაიხსენეს გარდაცვლილი მუსიკოსები, მათ შორის მანჩესტერის სიმბოლო – The Stone Roses-ის ბასისტი გარი „მანი“ მაუნფილდი, რომელიც 2025 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. 

გამარჯვებულთა უმეტესობა სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, თუმცა წლის საუკეთესო ბრიტანული და საერთაშორისო სიმღერების ბედი ფანებმა გადაწყვიტეს.

გაეცანით 2026 წლის BRIT Awards-ის გამარჯვებულების სრულ სიას

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Cher ესწრება 2024 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიას. 2024 წლის 19 ოქტომბერი, ქლივლენდი, ოჰაიოს შტატში. ფოტო: არტურო ჰოლმსი / Getty Images

Cher-ის ვაჟს ნიუ ჰემფშირის კერძო სკოლაში ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ტერიტორიაზე უკანონო შეჭრაში დასდეს ბრალი

შემდეგი სტატია

ოლივია დინმა BRIT AWARDS-ზე ოთხი მთავარი ჯილდო მოიპოვა – რამდენად კარგია ეს ბრიტანული მუსიკისთვის?

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” - ამბობს მომღერალი.
მეტი