ოლივია დინმა BRIT AWARDS-ზე ოთხი მთავარი ჯილდო მოიპოვა – რამდენად კარგია ეს ბრიტანული მუსიკისთვის?

ბრიტანული მუსიკის ტრიუმფი თუ ერთი არტისტის დომინაცია? გაეცანით BRIT Awards 2026-ის მიმოხილვას.
ოლივია დინი 2026 წლის BRIT Awards-ის ცერემონიაზე.
ZAK HUSSEIN/BILLBOARD

2026 წლის BRIT Awards-ზე კუთვნილი ჯილდოების მისაღებად ოლივია დინი სცენაზე ოთხჯერ ავიდა, რითაც გააგრძელა ბოლო წლების ტენდენცია – ერთი კონკრეტული არტისტის სრული დომინაცია.

გავიხსენოთ წინა წლები: 2025 წელს Charli xcx-მა ხუთი ჯილდო მოიპოვა; 2024 წელს RAYE-მ რეკორდულ –  ექვს ნომინაციაში გაიმარჯვა; 2023 წელს ჰარი სტაილსმა ოთხი ჯილდო მიიღო, ხოლო 2022-ში ადელმა – სამი.

ამის ფონზე ინდუსტრიაში ჩნდება კითხვა: რამდენად კარგია ეს ბრიტანული მუსიკალური სცენისთვის, როცა ცერემონიის დაწყებამდეც კი წინასწარ იცის მაყურებელმა ფავორიტის ვინაობა, რომელიც საღამოს ბოლოს ყველაზე მეტ ჯილდოს მიიღებს. 

არსებობს მოსაზრება, რომ ერთი ვარსკვლავის ასეთი წარმატება ჩრდილავს ბრიტანული მუსიკის მრავალფეროვნებას. ოლივია დინმა წელს ყველა მთავარი კატეგორია მოიგო: წლის ალბომი, წლის არტისტი, წლის სიმღერა და საუკეთესო პოპშემსრულებელი. ამით გაგრძელდა ხუთწლიანი სერია, როცა წლის ალბომისა და წლის არტისტის ნომინაციებში ერთი და იგივე არტისტი იმარჯვებს.

ამ ყველაფრის გამო, ლილი ალენი სამი ნომინაციის მიუხედავად ჯილდოს გარეშე დარჩა, თუმცა მისი ალბომი – West End Girl ნამდვილი კულტურული ფენომენი იყო. ასევე, ისეთი არტისტები, როგორებიც არიან Lola Young, Wolf Alice და Dave, ოლივიას ტრიუმფის ფონზე ნაკლებად შესამჩნევები იყვნენ.

მიუხედავად კრიტიკისა, BRIT Awards კვლავ რჩება იმ პლატფორმად, რომელსაც შემსრულებლის ვარსკვლავად ქცევა ერთ ღამეში შეუძლია. ოლივია დინი ახლა უკვე ბრიტანული მუსიკის წამყვანი ლიგის სრულუფლებიანი წევრია. ინდუსტრიას სწორედ ასეთი სუპერვარსკვლავები სჭირდება – ისინი „დიდ ტალღას“ ჰგვანან. მისი წყალობით საერთაშორისო აუდიტორიამ შესაძლოა აღმოაჩინოს სემ ფენდერი ან დაინტერესდეს BRIT School-ით, სადაც ოლივიამ განათლება მიიღო.

ეს ცერემონია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბრიტანეთი მუსიკალურ სამყაროში ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს. ინდუსტრიას ჯერ კიდევ აქვს უნარი, აღმოაჩინოს ტალანტები და ისინი გლობალურ ვარსკვლავებად აქციოს, მაშინაც კი, თუ ეს პროცესი წლების განმავლობაში გრძელდება – მაგალითად, როგორც Wolf Alice-ის ან Lola Young-ის შემთხვევაში.

ბევრი არტისტი 2026 წლის დაჯილდოებაზე, შესაძლოა, იმედგაცრუებული დარჩა, მაგრამ მათ კამყოფილება გამოთქვეს, რომ მასშტაბური მოვლენის ნაწილი გახდნენ. როგორც Abbey Road-ის წარმომადგენელმა, სალი დევისმა აღნიშნა: „ჩვენი მუსიკა მსოფლიოს აზანზარებს. შესაძლოა ზედმეტად თავმდაბლები ვართ მაშინ, როცა მეტი ხმაური გვმართებს“.

საღამოს ბოლოს, როცა ოლივია დინმა წლის ალბომისთვის ჯილდო აიღო,  ემოციებს ვერ მალავდა. ეს იყო მომენტი, რომელიც მაყურებელს დიდხანს ემახსოვრება. შესაძლოა 2027 წელს სხვა არტისტმა გაიმეოროს იგივე, მაგრამ ფაქტია: ბრიტანელი მუსიკოსები მსოფლიო ჩარტების სათავეში არიან და ეს ნიშნავს, რომ ინდუსტრია სწორი მიმართულებით ვითარდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

2026 წლის BRIT Awards-ის ტრიუმფატორები და ტენდენციები

შემდეგი სტატია

ფესტივალი Close Encounters 3 მარტს ციურიხში გაიხსნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი