ფესტივალი Close Encounters 3 მარტს ციურიხში გაიხსნება

გაეცანით ფესტივალის 2026 წლის სეზონის პროგრამას.
Close Encounters 2026

თანამედროვე ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი Close Encounters არსებობის 20 წელს აღნიშნავს. პროექტი 2005 წელს მუსიკოსმა თამრიკო კორძაიამ დააფუძნა და მიზნად ისახავს საქართველოსა და შვეიცარიას შორის კულტურული დიალოგის ხელშეწყობას.

ფესტივალი 2000-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა, როგორც პლატფორმა, რომელმაც აკადემიური მუსიკა, საბჭოთა პერიოდის ავანგარდი და თანამედროვე ელექტრონული ჟღერადობა გააერთიანა. მაგალითად, 2005 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სივრცეში პარალელურ რეჟიმში იყო წარმოდგენილი კლუბური მუსიკის ექსპერიმენტული ჟღერადობა და 60-70-იანი წლების რადიკალური კომპოზიციები.  

2025 წლის ღონისძიებები საერთაშორისო მედიის, მათ შორის შვეიცარიული გამოცემების ყურადღების ცენტრში მოექცა. მედია აქტიურად აშუქებდა იმ გამოწვევებსა და წნეხს, რომლის პირობებშიც ქართველ ხელოვანებს უწევთ საქმიანობა.

ორგანიზატორების შეფასებით, არსებულ ვითარებაში ფესტივალი სცდება სახელოვნებო ჩარჩოებს. Close Encounters პოზიციონირებს, როგორც თავისუფალი შემოქმედებითი ექსპერიმენტების სივრცე. 

2026 წლის 3 მარტიდან ფესტივალი შვეიცარიის რამდენიმე ქალაქში საიუბილეო სეზონის ღონისძიებებს გამართავს. პროგრამა მოიცავს ელექტროაკუსტიკურ ოპერას, საუნდ-ინსტალაციებს, მუსიკალურ ვიდეოთამაშებსა და კამერულ კონცერტებს.

გაეცანით ფესტივალის პროგრამას:

3 მარტი, ციურიხი,  კლუბი MOODS.

Homo Freq (ელექტროაკუსტიკური ოპერა). შემსრულებლები: თიკო ღოღობერიძე, ნაზი ჭავჭავაძე, ლიზა კერესელიძე. სპეციალური სტუმარი: ფელიქს ფრიდრიხი. Homo Freq  ექსპერიმენტული მინი-ოპერაა, რომელიც კლასიკური ვოკალისა და ელექტრონული მედიუმის სინთეზს წარმოადგენს.

Zugzwang (ანსამბლური პერფორმანსი). ავტორი: თომას კორბერი. შემსრულებლები: თომას კორბერი, კრისტიან კობი, ტობიას გერბერი, კაროლინა ომანი, თამრიკო კორძაია, კრისტიან ვოლფართი. კონცეფცია: ჭადრაკის ტერმინზე დაფუძნებული პროექტი, რომელიც იმპროვიზაციასა და „უკუკავშირის“ (feedback loop) სისტემით მართულ ბგერით დინამიკას ეყრდნობა.

5 მარტი, ციურიხი, Kunstraum Walcheturm

MurMur (ინსტალაცია/პერფორმანსი) – გიორგი კობერიძის ნამუშევარი. თიხის ზარების მეშვეობით შექმნილი 40-წუთიანი საუნდ-ინსტალაცია ქმნის ინტიმურ სივრცეს, რომელიც მსმენელს დანაკარგისა და შენარჩუნების პროცესებზე დასაფიქრებლად იწვევს

Speedrun (მულტიმედია): ალექსანდრე კორძაიას პროექტი. 2D ვიდეოთამაში, სადაც მოთამაშის ქმედებები უშუალოდ ქმნის მუსიკალურ კომპოზიციას. Speedrun ტრადიციულ 2D პლატფორმერს ჰგავს, სადაც მოთამაშე პერსონაჟს დაბრკოლებებსა და ლანდშაფტებში ატარებს. თუმცა, აქ ყოველი მოძრაობა, ნახტომი თუ გადაჭრილი ამოცანა მუსიკალური გადაწყვეტილებაა, რომელიც კომპოზიციას ახალ ტონებს, ჰარმონიებსა და ბგერით ტექსტურებს ამატებს.

Stones (კამერული მუსიკა): თამრიკო კორძაია (ფორტეპიანო) და კაროლინა ომანი (ჩელო). თამრიკო კორძაიასა და კაროლინა ომანის შემოქმედებითი პარტნიორობა უკვე წლების ისტორიას ითვლის. მათი პროგრამა – Stones კავკასიელი ქალი კომპოზიტორების შემოქმედებას აერთიანებს. პროგრამაში წარმოდგენილია ირანელი კომპოზიტორი ნავა ჰემიარი.

7 მარტი,  კური, Postremise

Kiosk & Friends. შემსრულებლები: რუსუდან მეიფარიანი, თამრიკო კორძაია, კაროლინა ომანი, სოფი კრაიერი. ამავე საღამოზე შედგება  ზურა ძაგნიძის ნაწარმოების – „გივის სიზმარის“ პრემიერა, სადაც გამოყენებულია სპეციალური ინსტრუმენტი – Springboard.

საღამოს ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იქნება პროექტები: MurMur, Speedrun და Homo Freq.

ფესტივალის ძირითადი პროგრამა 7 მარტის კონცერტით სრულდება, თუმცა 

Close Encounters 2026 წლის გაზაფხულზე ციურიხსა და ვინტერტურში კიდევ ორ ღონისძიებას წარმოადგენს. 

Close Encounters-ისა და ციურიხის თავისუფალი მუსიკალური სცენის ინიციატივის (IFMZ) თანამშრომლობით, თიკო ღოღობერიძე 2026 წლის 9-დან 22 მარტამდე ციურიხში შემოქმედებით რეზიდენციას გაივლის.  პროექტი, რომელზეც მუსიკოსი აღნიშნულ პერიოდში იმუშავებს, საზოგადოების წინაშე 20 მარტს, დასკვნითი პრეზენტაციის ფორმატით წარსდგება.

Close Encounters 2026 ვინტერტურის Kulturfeilerei-ში სრულდება – სივრცეში, რომელიც ფესტივალს 2022 წელს მასპინძლობდა. საღამო, სახელწოდებით Stones & Pillars, კავკასიურ და სხვა რეგიონულ კომპოზიციებს გააერთიანებს  u / r-ის ელექტრო-აკუსტიკურ ხმოვან სვეტებთან. ტრიო ნაწარმოებების მუსიკალურ მასალას იყენებს, როგორც საწყის წერტილს და მას ელექტრონულ სივრცეში ავითარებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოლივია დინმა BRIT AWARDS-ზე ოთხი მთავარი ჯილდო მოიპოვა – რამდენად კარგია ეს ბრიტანული მუსიკისთვის?

შემდეგი სტატია

The Heartaches - ფოტო: ლუკა ქარჩხაძე

The Heartaches-ის გზა ალტერნატიული სცენისკენ და ბენდის ახალი სიმღერა – KATE

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი