კიანუ რივზის Dogstar ახალი ალბომით ბრუნდება

ალბომი 29 მაისს ბენდის საკუთარ ლეიბლზე, Dillon Street Records-ზე გამოიცემა.
Dogstar

6 მარტს ჯგუფმა Dogstar, რომლის შემადგენლობაშიც არიან კიანუ რივზი (ბასი), ბრეტ დომროუზი (გიტარა,ვოკალი) და რობერტ მეილჰაუსი (დრამი), მეოთხე სტუდიური ალბომი – All in Now დააანონსა. ალბომი 29 მაისს ბენდის საკუთარ ლეიბლზე, Dillon Street Records-ზე გამოიცემა.

„პირადად მე ეს ყველაფერი ძალიან მომეწონა. ჩემი განწყობა ასეთი იყო: მოდით, ბევრი ვიშრომოთ და ეს გავაკეთოთ,” – თქვა რივზმა ჯგუფის სტუდიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მეილჰაუსმა კი დაამატა: „ეს ალბომი ნამდვილად გადმოსცემს იმ ენერგიას, რომელიც ჩვენი ჯგუფის გულშია და იმ სიხარულს, რომელსაც ერთად დაკვრისას ყოველთვის ვგრძნობდით“.

ალბომის გამოსვლამდე Dogstar-მა მუსიკალური კლიპიც წარადგინა, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე – All in Now. ბენდმა 25-დღიანი ტურნეც დააანონსა. 

 „All In Now პირდაპირ თავში გირტყამს,“ – თქვა მეილჰაუსმა სიმღერის შესახებ. „ნამდვილი საკონცერტო სიმღერაა. სათაურიც კიანუმ მოიფიქრა და ის ზუსტად გამოხატავს იმას, თუ სად ვართ და ვინ ვართ დღეს, როგორც ბენდი.“

Dogstar-ის ახალი ალბომის პროდიუსერი ნიკ ლონეია. წინა ალბომი კი ჯგუფმა 2023 წელს გამოუშვა და მისი სახელწოდებაა  Somewhere Between the Power Lines. იქამდე ბენდს ორი ათწლელულის განმავლობაში შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა.

რაც შეეხება Dogstar-ის ტურნეს, ის 28 მაისს ჰაილენდში დაიწყება. კალიფორნიაში კიდევ ერთი კონცერტის შემდეგ, ჯგუფი გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპას ეწვევა, სადაც ივლისის ბოლომდე დარჩება.

ჯგუფის ამერიკული ტურნე 1-ელ აგვისტოს ოსტინში განახლდება. ბენდი ეწვევა ატლანტას, ნეშვილს, ფილადელფიას, ბოსტონს, ნიუ-იორკსა და დენვერს, ხოლო ტურნეს 3 სექტემბერს სალტ ლეიკ სიტიში დაასრულებენ.

Dogstar-ის ახალი ალბომის ანონსისა და ტურნეს თარიღების ნახვა მათ ინსტაგრამ გვერდზე შეგიძლიათ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

იაპონელი ავტორ-შემსრულებელი AI ახალ სინგლზე, 25 წლის იუბილესა და მომავალ გეგმებზე საუბრობს: წაიკითხეთ ინტერვიუ

შემდეგი სტატია

ჯეკ უაიტმა განმარტა თავისი პოზიცია ტეილორ სვიფტის შესახებ: „მე არ მითქვამს, რომ მისი მუსიკა მოსაწყენია”

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი