ჯეკ უაიტმა განმარტა თავისი პოზიცია ტეილორ სვიფტის შესახებ: „მე არ მითქვამს, რომ მისი მუსიკა მოსაწყენია”

მუსიკოსმა ინსტაგრამზე პოსტი დაწერა მას შემდეგ, რაც მისი ციტატა არასწორი ინტერპრეტაციით ვირუსულად გავრცელდა.
ჯერ უაიტი 2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლის ცერემონიაზე
GILBERT FLORES/BILLBOARD

მიუხედავად იმისა, თუ რა წაიკითხეთ სათაურებში, სინამდვილეში ჯეკ უაიტი არ ფიქრობს, რომ ტეილორ სვიფტის მუსიკა მოსაწყენია. 

მუსიკოსმა ინსტაგრამზე ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა და დაწერა, რომ პოსტს მხოლოდ ერთი დღით დატოვებდა და შემდეგ წაშლიდა (რეალურად ის რამდენიმე საათში წაშალა). პოსტში White Stripes-ის თანადამფუძნებელი პირდაპირ საქმეზე გადავიდა: „მე არ მითქვამს, რომ ტეილორ სვიფტის მუსიკა მოსაწყენია, ან რაიმე იმის მსგავსი, რა ‘კლიკბეიტის’ შეკოწიწებასაც ინტერნეტი ცდილობს,” – დაწერა უაიტმა. 

აღნიშნული პოსტი პირდაპირი პასუხი იყო საყოველთაო კრიტიკისა, რომლის ცენტრშიც მუსიკოსი The Guardian-თან მიცემული ინტერვიუს შემდგომ მოექცა. როცა მას ჰკითხეს, თუ იყო რომელიმე მისი სიმღერა ავტობიოგრაფიული, უაიტმა უარყოფითი პასუხი გასცა და თქვა: „ახლა ძალიან პოპულარული გახდა ტეილორ სვიფტისეული პოპმომღერლების სტილი, როცა ისინი სიმღერებს თავიანთ საჯარო დაშორებებზე წერენ.” შემდეგ კი დაამატა, რომ სიმღერების წერის ეს სტილი მისთვის საინტერესო არ არის.

როგორც მოსალოდნელი იყო, ინტერნეტი მაშინვე ცეცხლის ალში გაეხვა. ინტერვიუს გამოსვლიდან 24 საათზე ნაკლებ დროში გამოცემები უკვე უაიტის ციტატას ატრიალებდნენ სათაურებით, თითქოს ის სვიფტს ჩრდილს აყენებდა.

InsiderHook-ის რედაქტორმა ბონი სტიენბერგმა ანალიტიკური სტატია გამოაქვეყნა, სახელწოდებით „არ არსებობს სიმღერის დაწერის სწორი გზა”. და, რა თქმა უნდა, სვიფტის ფანებიც დაუყოვნებლივ ადგილზე გაჩნდნენ საყვარელი მომღერლის დასაცავად. ზოგიერთმა მათგანმა უაიტს ჰიპოკრიტი უწოდა და აღნიშნა, რომ რეალურად მისი მუსიკის ნახევარი სწორედ კარენ ელსონთან განქორწინებას ეხება. სხვები კი მიუთითებდნენ იმაზე, რომ უაიტის კომენტარები ქალთა საერთაშორისო დღეს გავრცელდა.

კრიტიკის პასუხად, მუსიკოსმა თავისი პოზიცია ინსტაგრამის პოსტით განმარტა. მისი თქმით, ძირითადი აზრი, რომლის გადმოცემაც სურდა, იყო ის, რომ მისთვის საკუთარ თავზე ტექსტების წერა არ არის საინტერესო და რომ მისთვის, როგორც მწერლისთვის, წარმოსახვითი პერსონაჟები ბევრად მიმზიდველია.  

უაიტმა ასევე აღიარა სვიფტისა და სხვა მისი მსგავსი ავტორების წარმატება მუსიკალურ ინდუსტრიაში. „მე მიხარია მათი წარმატება, რადგან მათ შეძლეს მუსიკის ამდენი მოყვარულის გულებამდე მისვლა.”

მას შემდგე, რაც სიმღერების წერასა და სვიფტის სტილზე თავისი პოზიცია განმარტა, უაიტი ჟურნალისტებსაც შეეხო.

„ეს არის დრო, როცა ჩემთვის სულ უფრო ნაკლებად საინტერესო ხდება ინტერვიუების მიცემა, რადგან ‘კლიკბეიტისა’ და კონტენტის ამ მასობრივი მოთხოვნის ერაში, რაღაც საინტერესო ამბის ნებისმიერი ნაკუწი შეიძლება ამოგლიჯონ და დრამად აქციონ, რათა ყურადღება მიიპყრონ,” – დაწერა მუსიკოსმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კიანუ რივზის Dogstar ახალი ალბომით ბრუნდება

შემდეგი სტატია

ჰილარი დაფმა განქორწინებაზე, Disney-სთან თანამშრომლობის უარყოფით მხარეებსა და დასთან უთანხმოებაზე ისაუბრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი