ნათია თოდუას გამორჩეული მუსიკალური საღამო თბილისში – ბერლინიდან ჩამოსული ბენდი და ახალი ენერგია Jazz Club 1984-ის სცენაზე

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მუსიკალური გამოცდილება ქართველ მსმენელს გავუზიარო.“
Natia Todua & Band Live at 1984
Natia Todua & Band Live at 1984

8 მარტს თბილისის ცნობილ მუსიკალურ სივრცეში –  Jazz Club 1984-ში   გერმანიაში მცხოვრები ქართველი მომღერლის, ნათია თოდუას კონცერტი გაიმართა. საღამო განსაკუთრებული აღმოჩნდა როგორც თავად არტისტისთვის, ისე ქართველი მსმენელისთვის, რადგან მომღერალი პირველად წარდგა თბილისში საკუთარი ბენდის სრული შემადგენლობით: (ნათია თოდუა – ვოკალი, კლაუდიო კონსოლი –  გიტარა, ანტონიო ფოპრნიტო –  ბასი, სებასტიან როსალესი – დრამი). მუსიკოსები სპეციალურად კონცერტისთვის ბერლინიდან ჩამოვიდნენ, რაც საღამოს კიდევ უფრო მეტ ემოციურ ელფერს სძენდა.

Natia Todua & Band Live at 1984

საღამოს პროგრამა მრავალფეროვანი იყო: შესრულდა როგორც ნათია თოდუას საავტორო კომპოზიციები, ისე მსოფლიო მუსიკის ცნობილი ჰიტების ინტერპრეტაციები. თითოეულმა სიმღერამ განსხვავებული განწყობა შექმნა, არტისტის ძლიერი ვოკალისა და ბენდის ცოცხალი შესრულების სინთეზი აუდიტორიისთვის განსაკუთრებულ მუსიკალურ გამოცდილებად იქცა.

მომღერლისთვის ამ საღამოს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან თბილისის სცენაზე საკუთარი ბენდის წარდგენა მისი დიდი ხნის სურვილი იყო. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ ქართველი მსმენელისთვის ეჩვენებინა ის მუსიკალური გარემო, რომელშიც იგი ბოლო წლებში ბერლინში მუშაობს.

„ამ საღამოსთვის პირველად ჩამომყავს ჩემი ბენდი ბერლინიდან და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მუსიკალური გამოცდილება ქართველ მსმენელს გავუზიარო“ – ამბობს ნათია თოდუა Billboard საქართველოსთან საუბარში.

ნათია თოდუასა და მისი ბერლინური ბენდის თბილისურმა დებიუტმა Jazz Club 1984-ში სრულიად განსხვავებული ატმოსფერო შექმნა. უნიკალურმა გარემომ და დახვეწილმა შესრულებამ კი შექმნა განწყობა, რომელიც  თითოეულ მსმენელს დიდხანს გაჰყვება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მექსიკაში P!NK-ის კონცერტები ლოჯისტიკასთან დაკავშირებული „გაუთვალისწინებელი გარემოებების“ გამო გაუქმდა

შემდეგი სტატია

იაპონელი ავტორ-შემსრულებელი AI ახალ სინგლზე, 25 წლის იუბილესა და მომავალ გეგმებზე საუბრობს: წაიკითხეთ ინტერვიუ

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი