ჰილარი დაფმა განქორწინებაზე, Disney-სთან თანამშრომლობის უარყოფით მხარეებსა და დასთან უთანხმოებაზე ისაუბრა

„დაახლოებით 15 წლის ასაკში ვიგრძენი, რომ მსოფლიო ზედმეტად დაინტერესდა იმით, თუ რა მეცვა, ვის ვხვდებოდი, რას ვჭამდი,” – თქვა ვარსკვლავმა On Purpose-ის პოდკასტის ახალ ეპიზოდში.
ჰილარი დაფი პოდკასტში – ON PURPOSE WITH JAY SHETTY

ჰილარი დაფმა ახლახან ალბომი –  Luck … or Something გამოსცა. ახალ ინტერვიუში მომღერალმა და მსახიობმა ღიად ისაუბრა თავისი ცხოვრების გარდამტეხ მომენტებზე – განქორწინებიდან დაწყებული, ოჯახური სირთულეებითა და Disney-სთან დაპირისპირებით დასრულებული.

ჯეი შეტის პოდკასტის – On Purpose-ის ახალ ეპიზოდში, რომელიც 9 მარტს გამოქვეყნდა, დაფმა გაიხსენა ის სირთულეები, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა. ყველაფერი 2014 წელს ყოფილ ქმართან, მაიკ კომრისთან დაშორებით დაიწყო. „ვგრძნობდი, რომ ჩემი ცხოვრების იმ ეტაპზე მზად ვიყავი ქორწინებისთვის. მზად ვიყავი ბავშვის გაჩენისთვის. მინდოდა, მქონოდა რაღაც საკუთარი, რაზეც ფოკუსირებას შევძლებდი,” – უთხრა მან პოდკასტის წამყვანს. „ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება რთული არჩევანია. თუმცა შვილს ერთად ვზრდით და ამას თავს კარგად ვართმევთ“.

ვარსკვლავი NHL-ის ყოფილ მოთამაშეზე 2010 წელს დაქორწინდა. მათ ოთხი წელი იცხოვრეს ერთად და შეეძინათ ვაჟი, ლუკა. წყვილი ერთმანეთს 2014 წელს დაშორდა და განქორწინების პროცესი 2016 წელს დასრულდა. ახლა დაფი დაქორწინებულია სიმღერების ავტორ მეთიუ კომაზე, რომელთანაც კიდევ სამი შვილი შეეძინა.

კიდევ ერთი განშორება, რომელმაც ჰილარიზე იმოქმედა, 2008 წელს მისი მშობლების განქორწინება იყო. ის ადრეც საუბრობდა ურთიერთობის რთულ დინამიკაზე მშობლებთან და უფროს დასთან, ჰეილისთან, რაც დაფმა პოდკასტშიც მიმოიხილა.

„იზრდებოდე ოჯახში, სადაც მშობლები ერთად არ არიან და ორივე მათგანთან ურთიერთობა არ გაქვს, დამანგრეველია. გინდა, გრძნობდე, რომ მშობლებს ადარდებ. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ამ შეგრძნების გარეშე გავატარე. არ ვიცი, ეს სიმართლეა თუ არა, მაგრამ მე ასეთი განცდა მაქვს.”  

ჰილარიმ თავის დასთან, ჰეილისთან  უთანხმოების შესახებაც ისაუბრა და თქვა რომ ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან.  სწორედ ამ უთანხმოებამ შთააგონა ახალი სიმღერა – We Don’t Talk. „ეს ძალიან ფაქიზი სიმღერაა და ჩემი ცხოვრების მტკივნეულ ნაწილს ეხება. იმედი მაქვს, ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება, მაგრამ ამჟამად ასეა“.

ოჯახური პრობლემების გარდა, ვარსკვლავმა იმაზეც ისაუბრა, თუ რა უარყოფითი გავლენა მოახდინა მასზე ბავშვობაში Disney-სთან თანამშრომლობამ და ნაადრევმა პოპულარობამ. „დაახლოებით 15 წლის ასაკში ვიგრძენი, რომ მსოფლიო ზედმეტად დაინტერესდა იმით, თუ რა მეცვა, ვის ვხვდებოდი, რას ვჭამდი.” ჰილარი დაფის თქმით, მუდმივმა კონტროლმა გარკვეული პერიოდით საკუთარი სხეულის მიმართ კომპლექსები და კვებითი დარღვევებიც გამოიწვია. „ხალხი ადრეული ასაკიდან აკეთებდა კომენტარებს ჩემს სხეულზე, მუდმივად მიღებდნენ ფოტოებს, მეკითხებოდნენ, თუ რამდენჯერ ვიწონებოდი დღეში ან მადარებდნენ უფრო გამხდარ გოგოებს,“ – იხსენებს მომღერალი და მსახიობი. „ნამდვილად მიჭირდა და გარკვეული პერიოდი ვცდილობდი, ჩავმჯდარიყავი რაღაც ჩარჩოებში. საბედნიეროდ, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა“.

ალბომი Luck … or Something 20 თებერვალს გამოვიდა და Billboard 200-ის ჩარტში მე-3 ადგილი დაიკავა. ივნისში ჰილარი დაფი მსოფლიო საკონცერტო ტურნეს იწყებს, რომელიც ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მისი პირველი მასშტაბური ტურნე იქნება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯეკ უაიტმა განმარტა თავისი პოზიცია ტეილორ სვიფტის შესახებ: „მე არ მითქვამს, რომ მისი მუსიკა მოსაწყენია”

შემდეგი სტატია

Rolling Stone Rooftop Bar – ლეგენდარული ბრენდის მსოფლიოში პირველი რუფტოპ ბარი სტუმრებს მუსიკალურ საღამოებზე ეპატიჟება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ვენაში, ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმის დაგეგმვაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

კონცერტზე თავდასხმის გეგმა ჩაიშალა, თუმცა ავსტრიის ხელისუფლებამ 2024 წლის აგვისტოში სვიფტის სამივე გამოსვლა მაინც გააუქმა.
მეტი
არიანა გრანდე Courtesy of Republic Records

კვირის მუსიკალური გზამკვლევი – არიანა გრანდე, Labrinth, aespa და სხვები

გაეცანით კვირის მთავარ მუსიკალურ რელიზებს. Billboard-ის მუსიკალური გზამკვლევი ყოველკვირეულად გთავაზობთ ახალ, ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრებს.
მეტი

მურმან წულაძის ახალი EP  – Firma

ახალი ჩანაწერი მელანქოლიური და ნოსტალგიური განწყობის მატარებელია, - არტისტი დასავლეთ ევროპაში გატარებულ გამოცდილებასა და საკუთარ სენსიტიურ მხარეს ავლენს.
მეტი

RIHA-ს მეხუთე სტუდიური ალბომი V

ალბომი მისი საავტორო დოკუმენტური ფილმისთვის შექმნილი საუნდტრეკების კრებულია და ავტორის ბაბუას, მხატვარს და მოქანდაკე ვახტანგ ონიანს ეძღვნება.
მეტი

პოლ მაკარტნის თქმით, „პრინცს” Beatles-ის ქავერი აქვს ჩაწერილი, რომლის გამოცემაც სურს

მაკარტნიმ თავის საყვარელ სიმღერებზე ისაუბრა და საკუთარი მოსაზრება გააზიარა ტეილორ სვიფტის, ბილი აილიშის, ოლივია როდრიგოსა და საბრინა კარპენტერის შესახებ.
მეტი