საქართველო ევროვიზია 2026-ზე – „ბზიკების” საკონკურსო სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა

დაბრუნება 18 წლის შემდეგ…
Bzikebi - On Replay | Georgia
Bzikebi – On Replay | Georgia

„ევროვიზია 2026“-ზე საქართველოს წარმომადგენლების, „ბზიკების”  სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა 12 მარტს, 00:00 საათზე Eurovision Song Contest-ის ოფიციალურ Youtube არხზე გაიმართა. წელს ქვეყანას საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ჯგუფი „ბზიკები“ წარმოადგენს.

„ბზიკების” საკონკურსო ნამუშევრის  – On Replay-ს მუსიკის ავტორი გიგა კუხიანიძეა, ტექსტი კი საბავშვო ევროვიზია 2014 წლის მონაწილეს – ლიზი ჯაფარიძეს (Lizi-Pop) ეკუთვნის.

სიმღერის ვიდეორგოლი რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა გადაიღო. კლიპის არტ-დირექტორი შაკო პოპიაშვილია, ხოლო კოსტიუმების მხატვარი – იზა ნადარეიშვილი. გადაღებები ორ ლოკაციაზე მიმდინარეობდა: საქართველოს პირველი არხის პავილიონში და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში.

აღსანიშნავია, რომ „ბზიკებმა“, რომლის შემადგენლობაშიც არიან: გიორგი შიოლაშვილი, მარიამ თათულაშვილი და მარიამ კიკუაშვილი, საქართველოს პირველი გამარჯვება საბავშვო ევროვიზიაზე ჯერ კიდევ 2008 წელს მოუტანეს. 18 წლის შემდეგ კი უკვე „ევროვიზიის“  დიდ სცენაზე, კონკურსის პირველ ნახევარფინალში, 12 მაისს წარდგებიან.

„ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსი წელს ავსტრიის დედაქალაქში, ვენის ცნობილ საკონცერტო დარბაზ „შტატჰალეში“ გაიმართება. შოუს ნახევარფინალები 12 და 14 მაისს, ხოლო გრანდიოზული ფინალი – 16 მაისს შედგება.

„ევროვიზია 2026”-ის კონკურსში მონაწილეობას ევროპის 35 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ალექს უორენი განმარტავს, თუ რა გახდა გრემის დაჯილდოებაზე შესრულების დროს მომხდარი შეცდომის მიზეზი

შემდეგი სტატია

ბილი აილიში კინოდებიუტისთვის ემზადება – მომღერალი შესაძლოა, სილვია პლათის რომანის ადაპტაციაში მთავარ როლზე ვიხილოთ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი