Sinners 2026 წლის ოსკარის საუკეთესო საუნდტრეკის გამარჯვებული გახდა

კომპოზიტორი ლუდვიგ გორანსონი პირველი ადამიანია 21-ე საუკუნეში, რომელსაც აღნიშნულ ნომინაციაში სამი ოსკარი აქვს.
ლუდვიგ გორანსონი 2026 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე, საუკეთესო საუნდტრეკის ნომინაციაში გამარჯვების შემდეგ
PATRICK T. FALLON / AFP VIA GETTY IMAGES

ლუდვიგ გორანსონმა ოსკარის ჯილდო დაიმსახურა საუკეთესო საუნდტრეკის ნომინაციაში ფილმისთვის Sinners. შვედი კომპოზიტორი პირველი ადამიანია 21-ე საუკუნეში, რომელმაც ამ კატეგორიაში გამარჯვება სამჯერ მოიპოვა. მანამდე მას ოსკარი გადაეცა ფილმებისთვის: Black Panther (2019 წელს) და Oppenheimer (2024 წელს).

მადლობის სიტყვაში კომპოზიტორმა გაიხსენა, თუ როგორ დაიწყო მისი მუსიკალური კარიერი გზა. „1964 წელს მამაჩემმა შვედეთში თავისი პირველი ბლუზის ალბომი იყიდა. ეს იყო ჯონ ლი ჰუკერის ალბომი. მისი მუსიკა ისეთი ძლიერი იყო, რომ მამაჩემის ცხოვრება შეცვალა და მან თავისი თავი მთლიანად მუსიკას მიუძღვნა,” – თქვა გორანსონმა. „როცა 7 წლის ვიყავი, ხელში გიტარა დავიჭირე… სწორედ გიტარა იყო ის ინსტრუმენტი, რომელმაც ბევრი კარი გამიხსნა… ჩამომიყვანა შტატებში და მიმიყვანა ჩვენი თაობის ერთ-ერთ უდიდეს ამბის მთხრობელთან – რაიან კუგლერთან. რაიან, მადლობა შენი ხედვისთვის. მადლობა ისეთი ფილმის შექმნისთვის, რომელთანაც მთელმა მსოფლიომ იპოვა კავშირი.”

სწორედ კუგლერია Sinners-ის, ისევე, როგორც Black Panther-ის რეჟისორი. გორანსონი ასევე პირველი კომპოზიტორია, რომელმაც ორჯერ მოიგო საუკეთესო საუნდტრეკის ნომინაცია ერთსა და იმავე რეჟისორთან თანამშრომლობისთვის. პირველი ჰოვარდ შორია, რომელიც ოსკარის მფლობელი გახდა ფილმებისთვის: The Lord of the Rings: The Fellowship of the Ring (2022 წელი) და The Lord of the Rings: The Return of the King (2004 წელი). ორივეს რეჟისორი პიტერ ჯეკსონია.

ოსკარის ჯილდომდე Sinners-ის საუნდტრეკს მოგებული აქვს Critics Choice Awards, ოქროს გლობუსი და გრემი. რაც შეეხება ოსკარის ნომინაციას, აქ გორანსონის მეტოქეები იყვნენ: ჯერსკინ ფენდრიქსი ფილმისთვის Bugonia, ალექსანდრ დესპლა ფილმისთვის „ფრანკენშტაინი”, მაქს რიხტერი ფილმისთვის Hamnet და ჯონი გრინვუდი ფილმისთვის One Battle After Another.

გორანსონის წლევანდელი დომინაციის ნიშანია ისიც, რომ ის ერთადერთი კომპოზიტორი იყო, რომელიც ორ ნომინაციაში – საუკეთესო საუნდტრეკი და საუკეთესო ორიგინალური სიმღერა – იყო წარდგენილი. ეს პირველი შემთხვევაა თავად გორანსონისთვისაც, როცა ერთსა და იმავე წელს ორივე კატეგორიაში იქნა დასახელებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Artificial Love – სერგი გვარჯალაძის ცნობილი სიმღერის ახალი ვერსია

შემდეგი სტატია

2026 წლის ოსკარის დაჯილდოების გამარჯვებულთა სრული სია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი