მადონამ და ჯულია გარნერმა ვენეციის არხებში Like a Virgin-ის ვიდეო გააცოცხლეს

მომღერალი და მსახიობი Apple TV-ის სერიალის – The Studio-ს მეორე სეზონში მიიღებენ მონაწილეობას.
მადონა Saint Laurent-ის ჩვენებაზე. 2025 წლის 29 სექტემბერი, პარიზი.
RIVER CALLAWAY/WWD

პოპვარსკვლავმა მადონამ და მსახიობმა 23 ჯულია გარნერმა მარტს ერთობლივი ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც ისინი ვენეციაში, გონდოლაში, გვერდიგვერდ სხედან. სანამ ქალაქის საკულტო არხებში მიცურავენ, ისინი მადონას ჰიტს – Like a Virgin-ს აჰყვებიან.

კლიპი Like a Virgin-ის ვიდეოს ინტერპრეტაციაა, რომელშიც მადონა ვენეციის გონდოლაზე ცეკვავდა. ვიდეოს აღწერა ასეთია: „Like a Virgin… ისევ და ისევ“. მადონამ თავისი ახალი სამსახიობო როლის შესახებ გასულ კვირას ინსტაგრამის ე.წ. Story-შიც მიანიშნა, სადაც ის ნავში სცენარს კითხულობდა, წარწერით – „The Italian Job“. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რის მარკეტინგულ აქტივობებს ემსახურება ეს ვიდეო. 

Billboard-მა მადონას წარმომადგენელს მიმართა, თუმცა კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა. რაც დანამდვილებით ცნობილია, არის ის, რომ მადონაც და ჯენიფერ გარნერიც  გასულ კვირას ვენეციაში შენიშნეს Apple TV-ის ემის მფლობელი სერიალის – The Studio-ს მეორე სეზონის სცენების გადაღებისას. ეს სერიალი მადონას პირველი მხატვრული სამსახიობო ნამუშევარი იქნება 2002 წლის ფილმის – Swept Away-სა და 2003 წლის სერიალ – Will & Grace-ში შესრულებული ეპიზოდური როლის შემდეგ. 

აღსანიშნავია, რომ ჯენიფერ გარნერი დამტკიცებულია მადონას როლზე მომღერლის ჯერჯერობით უსათაურო, ბიოგრაფიულ ფილმში, რომლის პროექტიც ჯერჯერობით შეჩერებულია.

ფილმი, რომლის შესახებაც პირველად 2020 წელს გამოცხადდა და სადაც მადონას როლი ჯულია გარნერს უნდა შეესრულებინა, მას შემდეგ არაერთხელ გადაიდო. 2023 წლის იანვარში მადონამ მიანიშნა, რომ პროექტი განახლდა. გარნერმა კი ვარაუდები პროექტის აღდგენის შესახებ გასული წლის სექტემბერში გაამყარა, როდესაც ჟურნალ W Magazine-ის კითხვაზე – აპირებდა თუ არა ისევ პოპის დედოფლის განსახიერებას, უპასუხა: „დიახ!“.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

J. Cole-მა აღშფოთება გამოხატა იმაზე, თუ როგორ ცდილობდა ხალხი დრეიკის დისკრედიტაციას კენდრიკ ლამართან კონფლიქტის შემდეგ

შემდეგი სტატია

მადელინ მონტოია Courtesy

მადელინ მონტოია Billboard-ის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი