არიანა გრანდე ადასტურებს, რომ სტუდიაში დაბრუნდა – ახალი ალბომის შესახებ ჭორები მართლდება

„დიახ, გთხოვ!“ – წერს ჰიტების ავტორი და არიანას დიდი გულშემატკივარი Lizzo.
არიანა გრანდე 83-ე ყოველწლიურ ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე, ბევერლი ჰილტონი, 2026 წლის 11 იანვარი, კრისტოფერ პოლკი /2026GG/Penske Media
არიანა გრანდე 83-ე ყოველწლიურ ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე, ბევერლი ჰილტონი, 2026 წლის 11 იანვარი,
კრისტოფერ პოლკი /2026GG/Penske Media

არიანა გრანდეს გულშემატკივრებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ: პოპვარსკვლავი ნამდვილად დაბრუნდა სტუდიაში, რასაც თავად არტისტი 8 აპრილს ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოებით ადასტურებს. პარალელურად კი ჩნდება ვარაუდები, რომ მომღერალი უკვე მერვე სტუდიურ ალბომზე მუშაობს.

ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში, რამდენიმე ფოტოზე არიანა გრანდე ხმისჩამწერ კაბინაშია გადაღებული, სადაც მიკროფონთან ვოკალს წერს, სხვა კადრებში კი პოპვარსკვლავი კომპიუტერთან აუდიოფაილებს არედაქტირებს. ფოტოკოლაჟში ერთადერთი არასტუდიური კადრია გამხმარი ყვავილი, რომელიც შესაძლოა, იმ ესთეტიკის მანიშნებელია, რომელზეც არტისტი ამჟამად მუშაობს. 

ბუნებრივია, პოსტმა გულშემატკივრების დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. „დიახ, გთხოვ!“ –  დაწერა მისმა კოლეგამ და ჰიტების ავტორმა Lizzo-მ. „ეს ხდება!“ – აღნიშნა ერთმა გულშემატკივარმა, ხოლო მეორემ დაამატა: „AG8 მოდის“.

არიანა გრანდეს ბოლო ალბომი 2024 წელს გამოვიდა. მეშვიდე სტუდიური ნამუშევარი, სახელწოდებით Eternal Sunshine, Billboard 200-ის ჩარტში სამი კვირის განმავლობაში ლიდერობდა. გასულ წელს კი არტისტმა პროექტს რამდენიმე ახალი სიმღერა დელუქს ვერსიისთვისაც დაამატა.

ვინაიდან ზოგიერთი მსმენელისთვის ორწლიანი პაუზა მეტისმეტად დიდი დროა, გრანდეს ფანები ფიქრობდნენ, რომ პოპვარსკვლავი ახალი ალბომის გამოშვებიდან დიდ მუსიკალურ შესვენებას აიღებდა და სამსახიობო პროექტებზე მოახდენდა კონცენტრირებას. თავად არტისტიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთ ინტერვიუში მიანიშნებდა ამაზე, თუმცა აპრილის დასაწყისში გულშემატკივრებმა შეამჩნიეს, რომ მან ქვეტექსტები შეცვალა და ახალი ალბომის შესაძლო გამოშვებაზე დაიწყო მინიშნებები.  

„ჩვენი გუნდი Brighter Days-ში მოუთმენლად ელის ამ ზაფხულს ჩვენი მისიის გაგრძელებას. გვინდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივანიჭოთ სიხარული და სიმშვიდე.” –  ამბობს არტისტი შეტყობინებაში, რომლითაც ივნისში დაგეგმილ მომავალ ტურნეზე, Eternal Sunshine-ზე მიანიშნებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტრენტ რეზნორი, Boys Noize და ატიკუს როსი დისნეის Tron: Ares-ის მსოფლიო პრემიერაზე, ჰოლივუდი, კალიფორნია, 2025 წლის 6 ოქტომბერი ალბერტო ე. როდრიგესი/Getty Images for Disney

Nine Inch Nails და Boys Noize კოლაბორაციულ ალბომს აანონსებენ

შემდეგი სტატია

Bedford Falls-ის ახალი სინგლი „ყველა”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველი არტისტი, რომლის ახალი სინგლი TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა

სინგლი – Take Me There ოფიციალურად 2026 წლის 3 აპრილს გამოვიდა და მოკლე დროში მოიპოვა წარმატება. სიმღერის მუსიკალურ ვიდეოს YouTube-ზე უკვე 11 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
მეტი
მაილი საირუსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე, რომელიც Dolby Theatre-ში გაიმართა, 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ პროექტზე მუშაობს: „ეს ალბომი სიყვარულის ისტორიაა“

ინფორმაცია მაილი საირუსმა ახალ ხმისჩამწერ ლეიბლთან, Atlantic Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გაავრცელა
მეტი

ტომ მორელო პირველ სოლო როკალბომს გამოსცემს, რომელშიც ანტიფაშისტური და ანტირასისტული სიმღერები შევა

მუსიკოსმა ასვეე გამოსცა ახალი სიმღერა Date Night იმ გოგონებზე, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტები მოკლეს.
მეტი