კოაჩელადან მიღებულ შემოსავალს მობი ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებს შესწირავს

„ჩემი მარტივი რწმენაა, რომ ყველა შეგნებულ არსებას აქვს უფლება, თავისი ნებით იცხოვროს.”
მობი კოაჩელას ფესტივალზე
K CHALDEK

2026 წლის კოაჩელას ფესტივალიდან მიღებულ შემოსავალს მობი ცხოველთა დაცის ოთხ სხვადასხვა ორგანიზაციას შესწირავს. არნიშნული ინფორმაცია მუსიკოსმა სოციალურ მედიაში გაავრცელა. 

„ჩემი ცხოვრების მთავარი საქმე ცხოველთა დამცველად მუშაობაა. ამ მიზნით კი ვიმედოვნებ, რომ კოაჩელადან მიღებულ შემოსავალსა და ჩართულობას გამოვიყენებ იმისთვის, რომ ყურადღების ცენტრში მოვაქციო და ფინანსურად დავუჭირო მხარი ცხოველთა უფლებების ორგანიზაციებს.”

მობის პირველი გამოსვლა კოაჩელას Mojave Tent-ის სცენაზე 10 აპრილს შედგა. ამავე სცენაზე ის 17 აპრილს, ფესტივალის მეორე უიკენდზეც წარდგება. კონცერტების ნახვა იუთუბის ლაივსტრიმზეცაა შესაძლებელი.

მობიმ აღნიშნა, რომ ფესტივალიდან შემოსული თანხა ცხოველთა დაცვის ოთხ  ორგანიზაციას გადაეცემა, ესენია: Physicians Committee for Responsible Medicine, Humane League, Mercy for Animals და Direct Action Everywhere. მუსიკოსის თქმით, აღნიშნული ოთხი ბენეფიციარი იმ ნიშნით შეარჩია, რომ „ისინი ცხოველთა უფლებების სფეროში უნიკალურ და საინტერესო საქმეებს აკეთებენ. რეალურად, ასობით, თუ არა ათასობით, შესანიშნავი ორგანიზაცია არსებობს ცხოველთა უფლებების სფეროში, თუმცა ამჟამად მე ამ ოთხზე მსურს ფოკუსირება.”

მობი ცხოველთა უფლებების სტაჟიანი აქტივისტია. მისი სოციალური მედიის პოსტის აღწერაში ვკითხულობთ: „ჩემი მარტივი რწმენაა, რომ ყველა შეგნებულ არსებას აქვს უფლება, თავისი ნებით იცხოვროს.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Duran Duran ნილ როჯერსთან კოლაბორაციას აანონსებს

შემდეგი სტატია

Olivia Rodrigo ADRIAN MARTIN

ოლივია როდრიგო დაანონსებული ალბომის შემოქმედებით ეტაპს ახალი სინგლით – DROP DEAD-ით იწყებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი