ემინემი ორგზის ბაბუა გახდა 

შვილი ამჯერად მის უფროს ქალიშვილს, ალანა სკოტს შეეძინა.
ემინემი
THEO WARGO/GETTY IMAGES FOR THE ROCK AND ROLL HALL OF FAME

ემინემის უფროს ქალიშვილს, რომელიც რეპერმა 2000-იანების დასაწყისში იშვილა, ამ კვირაში ქალიშვილი შეეძინა. რეპერისთვის ეს მეორე შვილიშვილია მას შემდეგ, რაც მისმა ბიოლოგიურმა შვილმა ჰეილი ჯეიდმა გასული წლის მარტში ვაჟი გააჩინა. 

ალანა სკოტმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა და ახალდაბადებული ქალიშვილის – სკოტი მარი მოელერის ფოტო გააზიარა. 

„ჩემი გული სხეულის გარეთ. ის ჩემი ყველაფერია. სკოტი მარი მოელერ, კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ სამყაროში,” – წერს ემინემის უფროსი ქალიშვილი. 

ალანა სკოტმა გაამხილა, თუ რა გახდა ქალიშვილისთვის სკოტის დარქმევის შთაგონება. სკოტი მისი ბიოლოგიური დედის გვარია – დონ სკოტი, რომლის დაც – კიმ სკოტი ემინემის ყოფილი მეუღლეა. 

დონ სკოტი 2016 წელს გარდაიცვალა. ის ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა. ემინემი და კიმი კი ერთმანეთს 2007 წელს დაშორდნენ. 

„სკოტი – ჩემი დები სკოტების პატივსაცემად. ქალების, რომლებმაც ამ სახელსა და ჩემს ცხოვრებას მნიშვნელობა შესძინეს. დაე, ახლა თავად შესძინოს მას მნიშვნელობა და ყოველთვის იცოდეს, როგორ უყვართ ის – დედას, მამასა და დეიდებს. ჩემს ქმარს კი ვეტყვი: ვერ ვიჯერებ, რომ ის ჩვენია. მადლობა, რომ ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი გამიკეთე. უსასრულოდ მიყვარხარ.”

ალანა სკოტმა ოსრულობის შესახებ ინფორმაცია ოქტომბერში სოციალური ქსელით გაავრცელა.

ემინემის უფროსი ქალიშვილი და მისი მეუღლე მეტ მოელერი ერთმანეთს 2010-იანი წლებიდან ხვდებიან. წყვილი 2021 წლის დეკემბერში დაინიშნა და 2023 წლის ივნისში დაქორწინდა. ალანა სკოტი საკურთხეველთან ემინემმა მიაცილა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯასტინ ბიბერმა Coachella-ს მეორე შოუზე ბილი აილიშს 2009 წლის ცნობილი ჰიტი – One Less Lonely Girl მიუძღვნა

შემდეგი სტატია

ფანების კვირის რჩეული ახალი მუსიკა მადონას I Feel So Free გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი