ფანების კვირის რჩეული ახალი მუსიკა მადონას I Feel So Free გახდა

პოპის დედოფლის ახალმა სინგლმა ხმების 40% დააგროვა.
მადონა
RAFAEL PAVAROTTI

მადონას ახალი სინგლი I Feel So Free ფანების კვირის რჩეული მუსიკა გახდა. „ბილბორდის” მიერ 18 აპრილს გამოქვეყნებულ გამოკითხვაში მსმენელმა ხმათა უმრავლესობით სწორედ პოპის დედოფლის უახლესი სიმღერა აირჩია. მადონამ ხმების 40% მიიღო.

ამავე კვირაში ასევე გამოვიდა ისეთი არტისტების სინგლები, როგორებიც არიან: ოლივია როდრიგო, ტაილა და ზარა ლარსონი, ლანა დელ რეი, sombr და სხვები. 

I Feel So Free-ს დებიუტი პარასკევს iHeartRadio-ზე შედგა და სტრიმინგ პლატფორმებზე მას შემდეგ გამოვიდა, რაც მადონა, მოულოდნელად, საბრინა კარპენტერის კოაჩელას გამოსვლაზე გამოჩნდა. მუსიკოსებმა პოპვარსვლავის ორი ჰიტი – Vogue და Like a Prayer შეასრულეს.

ეს მადონას პირველი სინგლია მისი მომავალი Confessions II ალბომიდან, რომელიც 2005 წლის Confessions on a Dance Floor-ის გაგრძელებაა. ალბომის გამოსვლა Warner Records-ის ლეიბლზე 3 ივლისს იგეგმება. 

მადონას შემდეგ გამოკითხვაში მეორე ადგილს იკავებს ოლივია როდრიგოს Drop Dead (31%). მას მოსდევს ტაილასა და ზარა ლარსონის She Did It Again (16%). ხუთეულში ასევე მოხვდნენ ლანა დელ რეის First Light და sombr-ის Potential.

ნახეთ გამოკითხვის შედეგები:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ემინემი ორგზის ბაბუა გახდა 

შემდეგი სტატია

წინანდალის მამული „სუხიშვილების“ პირველ ფესტივალს უმასპინძლებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი