ჯასტინ ბიბერმა Coachella-ს მეორე შოუზე ბილი აილიშს 2009 წლის ცნობილი ჰიტი – One Less Lonely Girl მიუძღვნა

ჯასტინ ბიბერის მეორე შოუს მოულოდნელ სტუმრებს შორის ასევე იყვნენ SZA, Sexyy Red და Big Sean.
ჯასტინ ბიბერი 2026 წლის Coachella-ს მეორე მუსიკალურ შოუზე. 2026 წლის 18 აპრილი.
KEVIN MAZUR/GETTY IMAGES FOR COACHELLA

18 აპრილს ჯასტინ ბიბერმა Coachella-ზე მეორე შოუ გამართა, რომლის განმავლობაში სცენაზე არაერთი სტუმარი მიიწვია, მათ შორის იყო მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფანი – ბილი აილიში. ბიბერმა აილიში სცენაზე 2009 წლის ჰიტის, One Less Lonely Girl-ის შესრულებისას აიყვანა. 

მუსიკალური ნომრის დროს არტისტები ბევრს იცინოდნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ. შოუს ეს ნაწილი ბიბერის ადრეულ, YouTube-ის ეპოქის პერიოდს ეძღვნებოდა. პერფორმანსის დროს მან ბილი სკამზე დასვა და სიმღერა ისე მიუძღვნა.

ბილი აილიშს ადრეც უსაუბრია ბიბერთან მეგობრობაზე და აღუნიშნავს, რომ ჯასტინი მას კარიერის დასაწყისშივე დაეხმარა. „ის ჩემი კარგი მეგობარია,“ – თქვა აილიშმა  2020 წელს SiriusXM Hits 1-თან ინტერვიუში. „ის ძალიან დამეხმარა, რომ გამეგო, როგორ გავმკლავებოდი პოპულარობას. ხანდახან მირეკავს და ისეთ რაღაცებს მეუბნება, რაც მაგრძნობინებს, რომ ვიღაცას ჩემი ესმის და არსებობს სხვაც, ვინც იმავე გზას გადის, რასაც მე. ასე რომ, მისი მხარდაჭერა ძალიან სასიამოვნოა“.

Coachella-ს სეტის შემდეგ ნაწილში ბიბერმა სცენაზე SZA მიიწვია. მათ 2022 წლის სიმღერის, Snooze-ის აკუსტიკური დუეტი შეასრულეს.  სცენაზე ასევე გამოჩნდა Sexyy Red, სიმღერა Sweet Spot-ის შესასრულებლად. გარდა ამისა, ჯასტინ ბიბერმა სცენაზე მოიხმო Big Sean, რომელთან ერთადაც As Long As You Love Me და No Pressure იმღერა.

12 აპრილს ბიბერმა 2026 წლის სტრიმინგების რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა. ეს მოხდა Coachella-ს პირველი უქმეების შემდეგ, სადაც ის ძირითადად 2025 წლის ალბომის, Swag-ის სიმღერებით და თავისი ადრეული ჰიტებით წარდგა. Luminate-ის მონაცემებით, იმ დღეს მან 24.6 მილიონი სტრიმი დააგროვა, რაც 2025 წლის ივლისის შემდეგ მისი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

NEUX-მა  პირველი ტექნო რელიზი – Silent გამოუშვა

შემდეგი სტატია

ემინემი ორგზის ბაბუა გახდა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი