ბიონსე Met Gala-ზე ათი წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა

ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე Jay-Z-სთან და უფროს ქალიშვილთან, ბლუ აივი კარტერთან ერთად გამოჩნდა.
ბიონსე 2026 წლის Met Gala-ზე. 2026 წლის 4 მაისი, ნიუ-იორკი.
MICHAEL BUCKNER/PENSKE MEDIA

ბიონსეს Met Gala-ზე გამოჩენას ყველა განსაკუთრებით ელოდა და ეს მომენტი ნამდვილად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ლეგენდარული მომღერალი წითელ ხალიჩაზე ძვირფასი თვლებით გაფორმებული კაბით წარდგა, რომელიც ჩონჩხის სილუეტს იმეორებდა. კოსტიუმის ნაწილი იყო ასევე თვლებით გაფორმებული თავსაბურავი და ბუმბულის გრძელი მოსასხამი.

ბიონსე წელს Met Gala-ს მხოლოდ სტუმრის სტატუსით არ ესწრებოდა: ის ღონისძიების ე.წ. თანამასპინძელიც იყო ანა ვინტურთან, ნიკოლ კიდმანთან და ვენუს უილიამსთან ერთად. მომღერლისთვის ეს საღამო ოჯახურ დღესასწაულად იქცა – ის წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან, Jay-Z-სთან და უფროს ქალიშვილთან, ბლუ აივი კარტერთან ერთად გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ბლუ აივი ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სტუმარი იყო. 2018 წლიდან Met Gala-ზე 18-წლიანი ასაკობრივი ზღვარი მოქმედებს, თუმცა, როგორც ჩანს, ბიონსეს 14 წლის ქალიშვილისთვის გამონაკლისი დაუშვეს. ბიონსე, Jay-Z და ბლუ აივი ფოტოგრაფების წინაშე ერთად პოზირებდნენ.

ბიონსეს ოლივიე რუსტენის სამოსი ეცვა. რუსტენი 14 წლის განმავლობაში Balmain-ის კრეატიული დირექტორი იყო. მან მოდის სახლი 2025 წელს დატოვა. 

საღამოს ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ნაწილი იყო ბიონსეს ინტერვიუ წითელი ხალიჩის წამყვანთან, ლა ლა ენტონისთან.

„ეს არის მომენტი, რომელსაც ყველა ელოდა,” – ასე წარადგინა ენტონიმ ბიონსე, რის შემდეგაც მომღერალს ჰკითხა, თუ რას გრძნობდა 2016 წლის შემდეგ გალაზე პირველად დაბრუნებით.

„ეს სიურრეალისტურია, რადგან აქ ჩემი ქალიშვილიცაა,” – უპასუხა ბიონსემ. „ის ძალიან ლამაზია. წარმოუდგენელი გრძნობაა მასთან ამ მომენტის გაზიარება“.

ენტონიმ და ბიონსემ ასევე ისაუბრეს სხეულის მრავალფეროვნებასა და  Met-ის კოსტიუმების ინსტიტუტის საგაზაფხულო გამოფენის თემის,  „კოსტიუმის ხელოვნების“ (Costume Art) შესახებ.

ბიონსეს გამოჩენამ წელს ინტერნეტში დიდი განხილვა გამოიწვია: ბევრი ვარაუდობდა, რომ ის ამ ღონისძიებას Act III-ის – ალბომების სავარაუდო ტრილოგიის ფინალური ნაწილის დასაანონსებლად გამოიყენებდა, თუმცა ეს ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Starring Georgia მორიგ ახალ ამბავზე მიგვანიშნებს

შემდეგი სტატია

Met Gala-ზე Bad Bunny ხანდაზმულ ადამიანად გარდაისახა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი