ევროვიზია 2026-ის გამარჯვებული ბულგარეთი გახდა

კონკურსის მთავარი ჯილდო, ბულგარეთის წარმომადგენელმა Dara-მ მიიღო, რომელმაც გამარჯვება საკონკურსო სიმღერით Bangaraga მოიპოვა.
DARA
eurovision.com

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ევროვიზიის გრანდიოზული ფინალი გაიმართა. საიუბილეო, 70-ე  მუსიკალური კონკურსის მთავარი ჯილდო, ბულგარეთის წარმომადგენელმა Dara-მ მიიღო,  რომელმაც გამარჯვება საკონკურსო სიმღერით Bangaraga მოიპოვა.

წელს ევროვიზიის კონკურსში სულ 35 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, ფინალურ შოუში კი 25 ქვეყანა იყო წარმოდგენილი. 20 მათგანი პირველი და მეორე ნახევარფინალებიდან გადავიდა, ხოლო 5 ქვეყანა ფინალში ავტომატურად მოხვდა.

პირველი ნახევარფინალიდან ფინალში გავიდნენ: ბელგია, ხორვატია, ფინეთი, საბერძნეთი, ისრაელი, ლიეტუვა, მოლდოვა, პოლონეთი, სერბეთი და შვედეთი.

მეორე ნახევარფინალიდან ფინალის საგზურის მფლობელები გახდნენ: ალბანეთი, ავსტრალია, ბულგარეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, მალტა, ნორვეგია, რუმინეთი და უკრაინა.

ავტომატურად ფინალში იყვნენ წარმოდგენილი: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, გაერთიანებული სამეფო და მასპინძელი ქვეყანა ავსტრია.

ცნობისთვის, წელს საქართველოს სახელით ევროვიზიის დიდ სცენაზე ჯგუფი „ბზიკები“ წარდგა ენერგიული კომპოზიციით On Replay, რომელიც კონკურსს პირველ ნახევარფინალში გამოეთიშა.
ევროვიზია 2026-ის ტრანსლაციას ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ორწლიანი პაუზის შემდეგ 4GB ბრუნდება

შემდეგი სტატია

პოლ მაკარტნი 2026 წლის 16 მაისი YouTube/SNL/NBC

პოლ მაკარტნიმ Saturday Night Live-ის ფინალურ სეზონში სიმღერები Band on the Run, Coming Up და Days We Left Behind შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი