ლორინ ჰილი განმარტავს, თუ რატომ აღარ გამოსცა ახალი ალბომი Miseducation-ის შემდეგ

„რაღაც მხრივ, ჰარიეტ ტაბმენის მსგავსი ფიგურა ვიყავი, რომელიც გარბოდა იმისთვის, რომ ძალაუფლებაში მყოფთათვის მწარე სიმართლე ეთქვა, სანამ გარკვეული ძალები ამ კარებს არ დახურავდნენ.”
ლორინ ჰილი
MANDEL NGAN/GETTY IMAGES

ლორინ ჰილი ახლა უკვე პირდაპირ საუბრობს, თუ რატომ აღარ გამოსცა ახალი ალბომი 1998 წლის The Miseducation of Lauryn Hill-ის შემდეგ. 

14 მაისს Fraim World-მა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ჩამოთვლილი იყო შესაძლო მიზეზები, რის გამოც მომღერალმა გადაწყვიტა, ახალი ჩანაწერი აღარ გამოეცა. მათ შორის იყო პრობლემები ლეიბლთან, პოპულარობასთან დაკავშირებული წნეხი და მომღერლის პერფექციონიზმი. 

ცოტა ხანში კი კომენტარების ველში თავად გრემის მფლობელი არტისტი გამოჩნდა. მან დაწერა, რომ პოსტში გამოთქმულ ვარაუდებს არ ეთანხმებოდა და დეტალურად ახსნა, თუ რატომ აიღო ათწლეულოვანი პაუზა Miseducation-იდან დღემდე. 

„როცა შთაგონებული ხარ და განზრახული გაქვს, იყო პრინციპული, საკმარისად არავინ საუბრობს გამოფიტვაზე… არც იმ გამოწვევაზე, იპოვო უსაფრთხო გარემო, სადაც შეძლებ შემოქმედებას. ადამიანების უმრავლესობა შესაძლებლობებს მხოლოდ დოლარებში ხედავს და ხშირად გამორიცხავს შინაგან გრძნობას.”

„არც The Score და არც Miseducation არ შექმნილა იმის გამო, რომ ამის უფლება მოგვცეს – ჩვენ ყოველი ნაბიჯისთვის ბრძოლა გვიწევდა. მოზღვავებულმა წარმატებამ შეიძლება სიხარბე გამოიწვიოს, რომელიც ხელოვნებას ფულის სანაცვლოდ აუფასურებს. ჩვენ ამ ყველაფრის გავლა გვიწევს. არტისტები სხვადასხვა ეტაპს გადიან. შემოქმედებითობა მოითხოვს გამოხატვას, აღმოჩენებსა და ექსპერიმენტებს. არსებობდნენ ადამიანები, რომელთაც სძულდათ Unplugged, მაგრამ დღეს ზოგიერთი მათგანი მისი მნიშვნელობის დამცველია.”

50 წლის მომღერალმა საკუთარი თავი აბოლიციონისტ ჰარიეტ ტაბმენს შეადარა იმაზე საუბრისას, რომ მას არ ჰქონდა საკუთარი სიმართლის სრულად გამოხატვის ძალაუფლება და მისი შემოქმედების თავისუფლება შეზღუდული იყო.

„რაღაც მხრივ, ჰარიეტ ტაბმენის მსგავსი ფიგურა ვიყავი, რომელიც გარბოდა, რომ ძალაუფლებაში მყოფთათვის მწარე სიმართლე ეთქვა, სანამ გარკვეული ძალები ამ კარებს არ დახურავდნენ. თუ ეს ასეთ მარტივი იყო, სად არის დღეს ეს გამოხატვა მსოფლიო სცენაზე? სისტემებს ეშინიათ იმის, რასაც ვერ აკონტროლებენ. შემოქმედებითობა კი ყველაზე ძლიერი მაშინაა, როცა თავისუფალია. სხვა თუ არაფერი გამიკეთებია, სტანდარტები და შესაძლებლობები გავაცანი თაობას, რომელმაც მანამდე არ იცოდა, რომ ამ დონეზე შეეძლო შემოქმედების აყვანა.”

„ხშირად სისტემის მხარდაჭერის მიღმა ისეთ რაღაცებს ვაკეთებ, ადამიანები გააზრებასაც ვერ ასწრებენ, თუ რა გავაკეთე. სხვა არტისტი კი, რომელიც აფასებს შთაგონებას, დაინახავს მის ღირებულებას და თავიდან წარუდგენს აუდიტორიას, რომელიც უკვე მზადაა მის მისაღებად.”

The Miseducation of Lauryn Hill 1998 წელს გამოვიდა და პირველსავე კვირაში 422 000 ერთეულის გაყიდვით Billboard 200-ის ლიდერი გახდა. ჩანაწერმა მოიგო გრემის ჯილდო წლის ალბომის ნომინაციაში, რითაც ჰილი პირველი რეპერი გახდა, რომელმაც ეს შეძლო. მისმა სიმღერამ Doo Wop (That Thing) კი Billboard Hot 100-ის ლიდერობა მოიპოვა.

6 ივნისს ლორინ ჰილი Fugees-ის თანადამფუძნებელ უაიკლიფ ჯენს შეუერთდება Global Citizen Live: Rio De Janeiroin Brazil კონცერტზე, რომელიც ჯგუფის ალბომის, The Score-ის 30 წლის იუბილეს ეძღვნება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ქართველი მუსიკოსების კონცერტი გერმანიაში

შემდეგი სტატია

BTS BIGHIT MUSIC

როგორ გადაინაწილებენ BTS, Madonna და Shakira მსოფლიო ჩემპიონატის შესვენების 11-წუთიან დროს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი