Melqo-მ ახალი სინგლი და ვიდეოკლიპი Crysis Crysis წარადგინა

„კლიპის სიუჟეტი ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება – მეოჯახეობა, გამოფხიზლება, ბოლო დროს საკუთარი თავის, წარსულისა და გარემოს გადააზრებისას აღმოცენებული აზრობრივი მიმართულებების, ახალი ფენებისა და ინფორმაციული განზომილებების ძიება და აღმოჩენა.“
Melqo - Crysis Crysis
Melqo – Crysis Crysis

ქართველმა მუსიკოსმა და პროდიუსერმა Melqo-მ მსმენელს ახალი ნამუშევარი წარუდგინა. 17 მაისს არტისტმა სიმღერა, სახელწოდებით Crysis Crysis და მასზე გადაღებული კონცეპტუალური ვიდეოკლიპი გამოუშვა, რომელიც მუსიკალურ პლატფორმებზე უკვე ხელმისაწვდომია.

ტრეკის ავტორი და პროდიუსერი თავად Melqo-ა, ვიდეოკლიპზე კი თინათინ ვალიშვილიმა და მარიამ კაჭარავამ იმუშავეს. პროექტის პროდაქშენი Tv Breakers-ს ეკუთვნის.

არტისტის თქმით, Crysis Crysis შემოქმედებითი ციკლის ნაწილია და მისი შექმნის პროცესი მეგობრულ კოლაბორაციად იქცა. მუსიკოსი ნამუშევრის ტექნიკურ მხარესა და გადასაღებ მოედანზე არსებულ ატმოსფეროს იხსენებს:

„ტრეკი Crysis Crysis არის ახალი Vantabliss EP-ის ექვსი ტრეკიდან ერთ-ერთი. იგი საქართველოში დაარსებული კომპიუტერული თამაშების კომპანიის, Half-Sword Games-ის სტუდიაში ჩაიწერა, რომლის დამფუძნებელმა  ფრანჩესკო ტოგონიძემ კლიპში ერთ-ერთი წამყვანი როლი ითამაშა. თვითონ კლიპი Tv Breakers-ის დამაარსებელთან, მარიამ კაჭარავასთან და თინათინ ვალიშვილთან ერთად დავგეგმეთ. მოვიწვიეთ რამდენიმე უნიჭიერესი მეგობარი და ძალიან ორგანიზებულად, ოპერატიულად გადავიღეთ. გაოგნებული ვარ, როგორ შეძლო ხუთკაციანმა გუნდმა სულ რამდენიმე დღეში ასეთი გემოვნებიანი, რეჟისორულ-სტილისტურად მდიდარი და ხარისხიანი ნამუშევრის შექმნა თან ასე მხიარულად და ჰაეროვნად.“ – Melqo.

ბოლო პერიოდში Melqo საცხოვრებლად იაპონიაში გადავიდა, რაც მის შემოქმედებაზეც აისახა. არტისტი აღნიშნავს, რომ ახალი ვიდეოკლიპი მის პირად გამოცდილებებსა და შინაგან ტრანსფორმაციას ეხმიანება:

„კლიპის სიუჟეტი ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება – მეოჯახეობა, გამოფხიზლება, ბოლო დროს საკუთარი თავის, წარსულისა და გარემოს გადააზრებისას აღმოცენებული აზრობრივი მიმართულებების, ახალი ფენებისა და ინფორმაციული განზომილებების ძიება და აღმოჩენა. თვალახვეული რაინდი ასახავს ჩემს ეგოს, რომელიც გარედან ერთი შეხედვით მძიმე და შემზარავი ფოლადის აბჯრითაა შემოსილი, შიგნიდან კი უმანკო ყვავილის კვირტებივით ცეცხლის ალში ეხვევა. ნადგურდება დელიკატური, ნატიფი ყვავილების ფონზე. კლიპი სავსეა სხვადასხვა მეტაფორით, მათ შორის ალუზიით ჩემს განდეგილისებრ ცხოვრების წესზე ბოლო წლებში, განსაკუთრებით ახლა, ტოკიოში. ერთ კადრში ჩანს, როგორ იმსხვრევა ჟანგიანი ცულით ჩემი გამოსახულება სარკეში; ამის შემდეგ თითქოს ვთავისუფლდები იმ სახელებისგან, რაც კლანჭებით მომეკერა და შემეზარდა.  თითქოს ჩემი თავი ხელახლა ვიპოვე და ძლიერ შევიყვარე. მეორე კადრში, კუნძულზე ცეკვისას, ძალიან შეუმჩნევლად, კედელზე ნახატის ჩარჩოში ვჯდები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩარჩოში არყოფნაც ისეთივე კონცეფციაა, როგორიც ჩარჩოში ყოფნა. რაც არ უნდა ვიტრიალოთ, კონცეფციების ენას ვერსად გავექცევით – მე, შენ, ჩარჩო. რეალობა მხოლოდ მთვარეზე მიმანიშნებელი თითია, უბრალოდ სიტყვები და კონცეპტები, სიტყვები და კონცეპტები…“ – Melqo.

ნახეთ Melqo-ს ახალი სიმღერა და ვიდეოკლიპი Crysis Crysis:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

BTS BIGHIT MUSIC

როგორ გადაინაწილებენ BTS, Madonna და Shakira მსოფლიო ჩემპიონატის შესვენების 11-წუთიან დროს

შემდეგი სტატია

Yellowjackets-ის კონცერტები Tatuza Jazz Club-ში

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი