ვენაში, ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმის დაგეგმვაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

კონცერტზე თავდასხმის გეგმა ჩაიშალა, თუმცა ავსტრიის ხელისუფლებამ 2024 წლის აგვისტოში სვიფტის სამივე გამოსვლა მაინც გააუქმა.
ტეილორ სვიფტი
Terence Rushin/TAS23/Getty Images for TAS Rights Management

ავსტრიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც თითქმის ორი წლის წინ ვენაში ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმას გეგმავდა. მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ 21 წლის ავსტრიის მოქალაქე რამდენიმე მუხლით ცნო დამნაშავედ.

კონცერტზე თავდასხმის გეგმა ჩაიშალა, თუმცა ავსტრიის ხელისუფლებამ 2024 წლის აგვისტოში სვიფტის სამივე გამოსვლა მაინც გააუქმა.

ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, გასულ თვეში, სასამართლო პროცესის გახსნის დღეს, მსჯავრდებულმა კონცერტზე თავდასხმის მომზადებასთან კავშირებული ბრალდებები აღიარა. განაჩენის გამოსატანად სასამართლოს სათათბიროდ გასვლამდე, მან თავის საბოლოო სიტყვაში მოკლედ თქვა: „უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ“.

გავრცელებული ინფორმაციით, ბერან ა. ერნსტ ჰაპელის სტადიონის გარეთ მყოფ ადამიანებზე თავდასხმას ცივი ირაღით და ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებებით გეგმავდა.  სვიფტის Eras Tour-ზე დასააწრებად ამ დროს  ათიათასობით ადამიანი ჩავიდა. 

ბერან ა. დაგეგმილ თავდასხმამდე, სავარაუდოდ, კავშირში იყო ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ (IS) წევრებთან. მსჯავრდებული კონცერტის წინა დღეებში იარაღის უკანონოდ ყიდვას ცდილობდა და მებრძოლთა დაჯგუფებას ერთგულებაც შეჰფიცა. სამართალდამცავებმა მისი ბინა 2024 წლის 7 აგვისტოს გაჩხრიკეს და ბომბის დასამზადებელი მასალები აღმოაჩინეს. ეს ტეილორ სვიფტის შოუების დაწყებამდე ერთი დღით ადრე მოხდა. 

„ვენის შოუების გაუქმება უკიდურესად საწყენი იყო,” – დაწერა სვიფტმა ორი კვირის შემდეგ Instagram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. „გაუქმების მიზეზმა შიშის გრძნობითა და დანაშაულის განცდით ამავსო, რადგან ამდენ ადამიანს ჰქონდა დაგეგმილი ამ კონცერტებზე მოსვლა“.

სასამართლოს წინაშე ასევე წარსდგა არდა კ. – კიდევ ერთი 21 წლის ახალგაზრდა, რომლის სრული სახელიც არ გასაჯაროვებულა. კონცერტის დროს თავდასხმის მომზადებაში ბრალი მხოლოდ ბერან ა.-ს წარედგინა. სააგენტო  Press Agency-ს ცნობით, ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს ტერორისტული მიზნებისთვის მზადებასა და წვრთნაში, ასევე ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში. სასამართლომ ორივე მათგანი დამნაშავედ ცნო მკვლელობის მცდელობაში თანამონაწილეობაშიც, რაც უკავშირდება 2024 წლის მარტში, მესამე პირის – ჰასან ე.-ს მიერ მექაში თავდასხმას და უსაფრთხოების ოფიცრის დაჭრას. პროკურორების თქმით, დაკავებამდე ჰასან ე. თავს დაესხა და დაჭრა კიდევ სამი ოფიცერი და ერთი ქალი.

ბერან ა.-ს და არდა კ.-ს საამიროებს თურქეთში თავიანთი გეგმები სისრულეში არ მოუყვანიათ. ბერან ა. ვენაში დაბრუნდა და მოგვიანებით, სვიფტის კონცერტზე თავდასხმის დაგეგმვა დაიწყო.

არდა კ.-ს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. APA-ს ცნობით, ორივე მამაკაცი განაჩენსა და სასჯელის გამოცხადებას სიმშვიდით შეხვდა.

ბერან ა.-ს ადვოკატმა, ანა მაირმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ აღნიშნა, რომ მომდევნო დღეებში თავის კლიენტთან ერთად განიხილავს, შეეგუებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუ გაასაჩივრებენ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

არიანა გრანდე Courtesy of Republic Records

კვირის მუსიკალური გზამკვლევი – არიანა გრანდე, Labrinth, aespa და სხვები

შემდეგი სტატია

midnite spagetti - me and no one else

midnite spagetti-ს ახალი სინგლი –  me and no one else

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი