midnite spagetti-ს ახალი სინგლი –  me and no one else

არტისტის თქმით, სინგლი იმ სოციალური ნიღბების ტარებას ეხება, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში ირგებენ.
midnite spagetti - me and no one else
midnite spagetti – me and no one else

მუსიკალური პროექტი  midnite spagetti ახალ სინგლსა და ვიდეოკლიპს აქვეყნებს. სიმღერა, სახელწოდებით me and no one else 29 მაისს გამოვიდა და ის ბასკის, გერმანიაში მოღვაწე არტისტის კონცეპტუალური ნამუშევარია.

ტრეკი პირად და სოციალურ სივრცეებში ადამიანის თვითგამოხატვის თემებს ეხება. არტისტი ყურადღებას ამახვილებს იმ „ნიღბებზე“, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში ირგებენ, ეს იქნება ურთიერთობები, სამსახური თუ საზოგადოება.

ბასკი –  მუსიკოსი (midnite spagetti): 

„სიმღერისა და კლიპის კონცეპტი „მასკინგზე” მოგვითხრობს. მგონია, რომ ჩვენ ყველანი ხანდახან მეგობრებთან, სამსახურში და პირად ურთიერთობებშიც ვიკეთებთ ნიღაბს. ზოგს მთელი ცხოვრება უწევს ამ ნიღბის ტარება, ზოგს კი გაგვიმართლა, რომ ხანდახან მისი მოხსნა შეგვიძლია, მაგალითად, მუსიკის კეთების დროს. ერთ დღესაც ვფიქრობდი ისეთ სამყაროზე, რომელიც მიგვიღებს ისეთებს, როგორებიც ვართ და რა კარგი იქნებოდა, რომ ვყოფილიყავი მარტო მე – me and no one else. აქედანაც, მეტაფორად, კლიპში ქაღალდის ნიღბები გამოვიყენეთ.

სიმღერაზე ვმუშაობდით: მე, Cameron Laing (პროდიუსერი), ილია მურზინოვი ბასზე, მარსელ ბრედოლი – გიტარის სოლოზე, სალომე აფხაზავა (საბურთალოური) ბექ-ვოკალით და გეიბ მილერი ვიოლინოზე. ამჟამად ბერლინში შევკრიბეთ ბენდი ქართული core-ით: ბექა ღლონტი (Backwarmer) გიტარაზე, თორნიკე მარგველაშვილი (Mess Montage, Pornopoezia) გიტარაზე, ანდრეა ბუჩიო ბასზე და ბარნი რაილი დრამზე. ვემზადებით პირველი კონცერტისთვის და ვწერთ ახალ სიმღერებს.“

ბერლინში დაარსებული მულტინაციონალური ბენდი ამჟამად აქტიურად მუშაობს ახალ მასალაზე და პარალელურად თავისი პირველი სადებიუტო ლაივ-კონცერტისთვის ემზადება, რომელიც პროექტის ახალ ეტაპს დაუდებს სათავეს.

მოისმინეთ midnite spagetti-ს ახალი სინგლი me and no one else:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ვენაში, ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმის დაგეგმვაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

შემდეგი სტატია

ხვიჩა კვარაცხელიას „პარკ დე პრენსზე” „მგზავრების” სიმღერის ფონზე დახვდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი