ანსამბლი „ბასიანი” იტალიურ ტურნეში მიდის

ქართული ანსამბლი კონცერტებს 13-21 ივნისს იტალიის სხვადასხვა ქალაქში გამართავს.

ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი” იტალიურ ტურნეში მიემგზავრება. 13-დან 21 ივნისამდე ანსამბლი სხვადასხვა ქალაქში ხუთ კონცერტს გამართავს.

ტურნეს ფარგლებში „ბასიანი” ქალაქ ტრენტოში გამართულ საერთაშორისო ფოლკლორული მუსიკის ფესტივალ DISCANTO-ს გახსნის. შემდეგ პრატოში გადაინაცვლებს, სადაც ქართული სიმღერისა და გალობის ანსამბლ „ივერიონთან” ერთად კონცერტს Duomo Di prato, di Santo Stefano-ს ტაძარში გამართავს. ტურნე პერუჯასა და ვენეტოში გაგრძელდება და 21 ივნისს გორიცაში დასრულდება.

ანსამბლი მონაწილეობას მიიღებს პრესტიჟულ ფესტივალებში, როგორებიცაა  Internazionale di Musica Portogruaro და  Piccolo Opera festival.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ათლეტი და არტისტი: გურამ კაშია x გიგი დედალამაზიშვილი

შემდეგი სტატია

BLAST BEATS: METAL vs BASS – ახალი კონცეპტუალური პროექტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი