BLAST BEATS: METAL vs BASS – ახალი კონცეპტუალური პროექტი

ღონისძიება 12 ივნისს Mechanica Club-ში გაიმართება.

12 ივნისს თბილისში ახალი კონცეპტუალური მუსიკალური პროექტი შედგება, რომელიც მძიმე მუსიკას, drum & bass-ს, ინდუსტრიულ ჟღერადობასა და საკლუბო ენერგიას გააერთიანებს.

ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილეა ZARDONIC – საერთაშორისო არტისტი, პროდიუსერი და დიჯეი,  რომელიც ცნობილია მეტალის, drum & bass-ისა და ინდუსტრიული ელექტრონული მუსიკის აგრესიული სინთეზით. ეს საქართველოში მისი პირველი ვიზიტი იქნება.

პროექტის მეორე მონაწილე კი Eric Hutchence-ია – დიჯეი, შემსრულებელი და crossover არტისტი, რომელიც მძიმე მუსიკას, ელექტრონულ ენერგიასა და ცოცხალ სცენურ ელემენტებს აერთიანებს. მისი გამოსვლები ბასზე ორიენტირებულ ჟღერადობასა და აუდიტორიასთან უშუალო კონტაქტს ეფუძნება.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, BLAST BEATS: METAL vs BASS არ არის უბრალოდ საკლუბო საღამო ან მეტალ კონცერტი – ეს ჰიბრიდული შოუა მეტალის, drum & bass-ის ინდუსტრიალის, ალტერნატივისა და ანდერგრაუნდ მუსიკის მსმენელებისთვის. 

ბილეთები შეიძინეთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ანსამბლი „ბასიანი” იტალიურ ტურნეში მიდის

შემდეგი სტატია

17 ივნისს რუსთაველის თეატრი ჩინურ საცეკვაო კომპანია LDTX-ს უმასპინძლებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი