17 ივნისს რუსთაველის თეატრი ჩინურ საცეკვაო კომპანია LDTX-ს უმასპინძლებს

ქართველი მაყურებელი იხილავს სპექტაკლს „უსასრულო”.

17 ივნისს რუსთველის ეროვნულ თეატრს ჩინური ქორეოგრაფიული კომპანია LDTX ეწვევა. დასი ქართველი მაყურებლის წინაშე წარადგენს სპექტაკლს „უსასრულო” (Neverending). წარმოდგენა გვიყვება თანამედროვე ადამიანის მდგომარეობაზე – თუ როგორ ვიმყოფებით ერთი და იმავე მოქმედებებისა და ჩვევების განმეორებად ციკლში, რომელსაც რეჟისორი ხელოვნების ფორმად აქცევს. სპექტაკლი წარმოაჩენს ცხოვრებას მუდმივი მოძრაობისა და დატვირთვის პირობებში და ცდილობს, ამ ციკლში სიმშვიდის მომენტი გვაპოვნინოს. ამასთანავე, მიგვანიშნებს, რომ განმეორებადი პროცესების უკან შეიძლება არსებობდეს წერტილი, სადაც არსებული ციკლი საბოლოოდ წყდება. 

BeijingDance / LDTX პეკინში დაფუძნებული თანამედროვე ცეკვის დასია, რომელიც 2005 წელს დაარსდა, როგორც ქვეყნის პირველი ოფიციალურად რეგისტრირებული დამოუკიდებელი თანამედროვე საცეკვაო კომპანია. მისი სახელი Lei Dong Tian Xia-ს აკრონიმია, რომელიც ითარგმნება, როგორც ჭექა-ქუხილი, რომელიც მთელ სამყაროს აზანზარებს/ჭექა-ქუხილი ცისქვეშეთში.

კომპანიის დამფუძნებლები არიან თანამედროვე ჩინური ქორეოგრაფიის ერთ-ერთი პიონერი ვილი ცაო და ქორეოგრაფი ლი ჰანჯუნი. 

LDTX-ის შემოქმედებითი ფილოსოფია ეფუძნება ორიგინალური ქორეოგრაფიული ნამუშევრების შექმნას, რომლებიც მრავალმხრივად ასახავს თანამედროვე ჩინური საზოგადოების, კულტურისა და ადამიანის გამოცდილებას. ის გახდა პირველი პლატფორმა, რომელმაც მოცეკვავეებსა და ქორეოგრაფებს მისცა შესაძლებლობა, ემუშავათ სახელმწიფო იდეოლოგიური შეზღუდვებისგან თავისუფალ გარემოში. 

კომპანიას შექმნილი აქვს 100-ზე მეტი ორიგინალური ქორეოგრაფიული ნამუშევარი, რომლებშიც იკვეთება ისეთი თემები, როგორებიცაა: ადამიანის იდენტობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ისტორიული მეხსიერება, ბუნება და ეკოლოგია, იზოლაცია და კომუნიკაცია. დასის წარმოდგენები ნაჩვენებია ხუთ კონტინენტსა და ოცზე მეტ ქვეყანაში. LDTX-ის გასტროლები გაიმართა აშშ-ში, ავსტრალიაში, ევროპაში, ინდოეთსა და აზიის არაერთ ქვეყანაში. 17 ივნისს კი ის პირველად, ქართველი მაყურებლის წინაშე რუსთაველის თეატრში წარდგება. 

ბილეთები შეიძინეთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

BLAST BEATS: METAL vs BASS – ახალი კონცეპტუალური პროექტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
მეტი

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნული ცენტრი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი (ITI) იუნესკოს მიერ 1948 წელს დაფუძნდა. საქართველო კი მას 1996 წელს შეუერთდა.
მეტი

,,სასწაულის მოლოდინში“ – საპრემიერო სამზადისი სოხუმის თეატრში

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 8 და 9 დეკემბერს დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში სპექტაკლის - „სასწაულის მოლოდინში“ პრემიერა გაიმართება.
მეტი

დავით საყვარელიძე სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრისთვის ახალ ხელმძღვანელს ეძებს

„პირველ რიგში, მინდა, რომ ჩვენმა თეატრმა იპოვოს ახალგაზრდა ხელმძღვანელი, რადგან თეატრს სჭირდება ახალი ენერგია და დიდი ენთუზიაზმი. აგრეთვე მსურს, რომ საზოგადოებამ იხილოს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს თეატრის მართვის გადაბარება ცივილიზებულად – ყოველგვარი დაპირისპირებების გარეშე,” – წერს დავით საყვარელიძე.
მეტი
კოტე ლიპარტელიანის ახალი პროექტი - „გზა“ (277, 403) - ფოტო: რეზა ჯავიდი

„გზა“ (277, 403) –  „ITI Georgia“-სა და სოხუმის თეატრის ახალი პროექტი

იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი 1948 წელს დაარსდა და დღემდე თეატრალური ხელოვნების გლობალურ პოპულარიზაციასა და განვითარებას ემსახურება.
მეტი

„ეფემერა“ – საბერძნეთის გამორჩეული თოჯინური დასის სპექტაკლი რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

თოჯინების შემქმნელები წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ საბერძნეთის წამყვან რეჟისორებთან, მათ შორის ლეგენდარულ დიმიტრის პაპაიოანუსთან.
მეტი