დავით (ცო) ცინცაძემ სადებიუტო ტექნო EP – Against გამოუშვა

EP ამჟამად ციფრულ მუსიკალურ პლატფორმებზეა ხელმისაწვდომი, უახლოეს მომავალში კი მისი ფირფიტაზე გამოცემაც იგეგმება.
COO – Against
ფოტო: ტბელ აბუსერიძე

ქართულ ელექტრონულ მუსიკალურ სივრცეში ახალი რელიზი, Against გამოიცა, რომელიც დავით (ცო) ცინცაძის პირველი სოლო EP-ია. 

ტექნო ჟანრის EP-ზე მუშაობა ნახევარ წელს გრძელდებოდა და მისი კონცეფცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო ტალღასა და წინააღმდეგობის მოძრაობას ეძღვნება. ალბომის დოკუმენტური ხასიათის უკეთ გამოხატვისთვის, მასში გამოყენებული არაერთი სემპლი და აუდიო ეფექტი უშუალოდ საპროტესტო აქციებზეა ჩაწერილი.

პროექტის ვიზუალურ გაფორმებაზე ფოტოგრაფმა ტბელ აბუსერიძემ იმუშავა, რომლის ფოტოც ალბომისა და მომავალი ვინილის მთავარ ყდაზეა გამოყენებული. 

„15+ წლის წინ, როდესაც მუსიკის სფეროში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ვინმეს რომ ეთქვა, შენი პირველი სოლო რელიზი ტექნო EP იქნებაო, ძალიან გამეცინებოდა, მაგრამ Never Say Never და ახლა ასე ვფიქრობ, რომ ამ დროში და კონტექსტში ტექნო ყველაზე სწორი ჟანრია იმის გამოსახატად და აღსაწერად, რისი აღწერა/გამოხატვაც მინდოდა,” – წერს დავით (ცო) ცინცაძე.

Against ამჟამად ციფრულ მუსიკალურ პლატფორმებზეა ხელმისაწვდომი, უახლოეს მომავალში კი მისი ფირფიტაზე გამოცემაც იგეგმება. 

დავით (ცო) ცინცაძე პროდიუსერი, ასევე ფესტივალ Tbilisi Open Air-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მუსიკალური დირექტორია.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მსოფლიოს უდიდესი სპორტული მოვლენის მუსიკალური მეხსიერება – ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერები

შემდეგი სტატია

ზეკა პაგოდინიო, რომარიო და ბებეტო: სამი ლეგენდა მუსიკაზე, ფეხბურთზე, ბრაზილიასა და წვეულებებზე საუბრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი