ზეკა პაგოდინიო, რომარიო და ბებეტო: სამი ლეგენდა მუსიკაზე, ფეხბურთზე, ბრაზილიასა და წვეულებებზე საუბრობს

Billboard ბრაზილიამ ცნობილი ავტორ-შემსრულებელი და ლეგენდარული ფეხბურთელები ერთმანეთს შეახვედრა.
ბებეტო, ზეკა პაგოდინიო, რომარიო
FELIPE ALBERTO

ზეკა პაგოდინიო ისტორიებისა და სახალისო ამბების უშრეტი წყაროა. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შემთხვევა კი 2012 წელს მოხდა, როცა კორინთიანსის მსოფლიო ჩემპიონობისას მან აუდიტორიას ტაშის დაკვრა ლუის ფელიპე სკოლარისთვის სთხოვა, რომელიც იმ დროს რეალურად კორინთიასის მთავარი მეტოქის, პალმეირასის მწვრთნელი იყო. ამ მოწოდებას გულშემატკივრისგან სტვენა და უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა, სანამ ერთ-ერთმა კეთილშობილმა ადამიანმა მას აუხსნა, რომ სკოლარი პალმეირასის მწვრთნელი იყო, ხოლო კორინთიასს იმ დროს ტიტე ხელმძღვანელობდა. 

ბედის ირონიით, ეს 67 წლის კარიოკა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი არ არის („მატჩების ყურების მოთმინება არ მაქვს და როცა მაინც ვუყურებ, ჩემი გუნდი აუცილებლად გოლს უშვებს”), საბოლოოდ ბრაზილიური ფეხბურთის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰიმნის შემსრულებელი გახდა. 

სიმღერა Deixa a Vida me Levar, რომელიც სერჟინიო მერიტისა და ერი დუ კაისის ავტორობით შეიქმნა, ზეკა პაგოდინიომ 2002 წელს ამავე სახელწოდების ალბომში ჩაწერა და იმავე წელს მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრების არაოფიციალურ ჰიმნად იქცა. თავად სამბას შემსრულებელს კი, როგორც ჩანს, დღემდე არ აქვს წარმოდგენა, როგორ მოხვდა სიმღერა საფეხბურთო რეპერტუარში. „ჩემმა შვილმა მითხრა, რომ მას ფეხბურთელები მღეროდნენ. შემდეგ კი წვეულებაზეც შეასრულეს,” – იხსენებს მუსიკოსი.

პაგოდინიომ Billboard ბრაზილიას თავის ოფისში უმასპინძლა, სადაც მას ორი მსოფლიო ჩემპიონი შეუერთდა: რომარიო და ბებეტო – თავდამსხმელთა დუეტი, რომელთაც 1994 წლის აშშ-ის მსოფლიო ჩემპიონატზე მაყურებელს ნამდვილი სამბა აჩუქეს. 

თავის დროზე ფეხბურთში ბედი ზეკასაც უცდია. მან მონაწილეობა მიიღო ევერესტ ატლეტიკოს კლუბის სინჯებში, რომელიც 1950-იან წლებში რიო-დე-ჟანეიროში დაარსდა. „მოედანზე 10 წამიც ვერ გავძელი. მაშინვე უკან გამოვბრუნდი. მწვრთნელმა შემომხედა და მითხრა, რომ გავსულიყავი,” – აღიარებს მუსიკოსი.  თავის მხრივ, ერთხელ რომარიომაც სცადა ფეხბურთიდან მუსიკაში გადასვლა. 1995 წელს მან და მისმა თანაგუნდელმა, თავდამსხმელმა უდმუნდომ, ფანკ ტრეკი O Rap dos Bad Boys ჩაწერეს. „ვერ დაიჯერებთ და ის უკეთესი მცველი იყო, ვიდრე მე მომღერალი,” – ხუმრობს ფეხბურთელი. 

ზეკამ ერთხელ გოლის გატანაც სცადა. ეს საქმე კი მოწინააღმდეგე გუნდის მეკარესთან წინასწარ შეათანხმა. „წლის ბოლოს ირაჟაში საფეხბურთო ტურნირი ტარდებოდა. ვთქვი, მეკარეს რაღაცას მივცემ, რომ გოლი გამატანინოს-მეთქი. ყველაფერი შეთანხმებული გვქონდა, მაგრამ იმ დროს ირაჟას მოედანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო – პენალტის ნიშნულთან გუბე იდგა. როცა დასარტყმელად მივედი, ბურთი ნიშნულზე გაჩერდა, მე კი მოედანზე გავცურდი და კარისკენ წავედი. რაც მთავარია, მეკარისთვის ბონუსი მაინც გადასახდელი გამიხდა.”

პაგოდინიო
FELIPE ALBERTO

კარგი სამბა და კარგად ნათამაშები ფეხბურთი პრაქტიკულად მეცნიერებაა: სწორი პასი, ოსტატურად დაწერილი სტროფი, თამაში და დასამახსოვრებელი მისამღერი, ორივე სფეროში კი ვარსკვლავების დეფიციტი. „სიყვარულის დეფიციტია – ადამიანებს აღარ უყვარდებათ,” – ამბობს წუხილით. „დღეს, ვისაც ბევრი გამომწერი ჰყავს, ის არის კარგი. აღარ გჭირდება, რომ კარგად იმღერო, ხარისხიანი პროდუქტი გქონდეს ან სხვა რამ,” – ერთვება საუბარში რომარიო და იხსენებს იმ დღეებს, როცა მოწინააღმდეგის საჯარიმოში თითქოს არსაიდან ჩნდებოდა. 

საუბარს ბებეტო უერთდება და როცა თამაშში ვარსკვლავი შემოდის, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რომ პასი მასზე გააკეთო. „მე მიყვარს სამბა. სამწუხაროა, რომ როგორც სამბის შემსრულებელი, კარგი ფეხბურთელი გამოვედი,” – ამბობს და ბურთს უკან, სამბას უბრუნებს. „ჩემი ბევრი ჰიტი ბაიელი კომპოზიტორებისგან მოდის,” – პასუხობს ზეკა და მათ დამსახურებას აღნიშნავს.

სამბაც და ფეხბურთიც ნდობით აღჭურვილ პარტნიორს გულისხმობს. ზეკასთვის ასეთი არლინდო კრუსი იყო. „ხანდახან მას მოაფიქრდებოდა მელოდია და მე ტექსტს ვწერდი. ხანდახან ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. როცა კი შევხვდებოდით, აუცილებლად სამბა უნდა შექმნილიყო. ბოლოს, როცა ის ვნახე, მის სახლში მივედი და ჩვენ ერთ ღამეში ხუთი სამბა დავწერეთ,” – ამბობს პაგოდინიო. რომარიოსთვის კი საუკეთესო თავდამსხმელი პარტნიორი, ვინც კი ოდესმე ჰყოლია, ბებეტოა – მისი გუნდელი 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. „ის საუკეთესო პასებს მაძლევდა.”

ბებეტო
FELIPE ALBERTO

ზეკა პაგოდინიო თავისი საქმის ნამდვილი ოსტატია. ამასთანავე, მას იღბალიც თან ახლავს – იმდენად, რომ სწორედ ის მიიწვიეს სიმღერაში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისთვის შეიქმნა. 

სამბასა და ფეხბურთის შერწყმამ ჯამში უამრავი ლამაზი სიმღერა შექმნა. ჟოაო ნოგეირას Espelho, რომელიც ავტობიოგრაფიული სიმღერაა ავტორის ჩაშლილ ბავშვობის ოცნებაზე, გამდარიყო ფეხბურთელი. ასევე Gonzaguinha, რომელიც ერის ფეხბურთის სიყვარულს სამხედრო დიქტატურის გასაკრიტიკებლად იყენებდა. მასში გამოყენებული მეტაფორები geraldinos და arquibaldos მარაკანას სტადიონის სხვადასხვა ფენაზე მიუთითებს – მდიდრების ტრიბუნებსა და უფრო მოკრძალებულ სექციებზე, რითაც სიმღერა ქვეყნის რეპრესიულ რეალობაზე საუბრობდა. 

რომარიო
FELIPE ALBERTO

აქვს თუ არა ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შანსი? „24 წელი გავიდა, რაც ეს ტიტული მოვიგეთ, მაგრამ ასეა – ნებისმიერ მომენტში შეიძლება გავიღვიძოთ და როცა ასე ვიღვიძებთ…” – ამბობს ბებეტო.

ზეკა პაგოდინიო კი ჩემპიონატის ყურებას სახლიდან არ აპირებს, არამედ მისი ფერმიდან. „გააჩნია, სად ვარ, ასე არაა? თუ ფერმაში ვარ, უკეთესია – ეზოში ტელევიზორს დავდგამ და წვეულებას მოვაწყობ. და სწორედ ესაა კარგი, არა?” – ხუმრობს ის. ხოლო თუ ეს ყველაფერი მის სახლში ხდება, სცენა განსხვავებულია. „მაშინ სულ სხვა გარემოა – ოჯახი, ჩემი შვილის მეგობრები.” 

მსოფლიო ჩემპიონებს კი მათი პროფესიისადმი ზეკას გულგრილობა დიდად არ აღელვებთ. „ის ხომ ზეკაა. ზეკას კი შეუძლია ის გააკეთოს, რაც მოესურვება,” – აჯამებს რომარიო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დავით (ცო) ცინცაძემ სადებიუტო ტექნო EP – Against გამოუშვა

შემდეგი სტატია

ყველაფერი, რაც YE-ს შოუზე დასასწრებად უნდა იცოდეთ

შეიძლება დაგაინტერესოთ

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი

Tape Visitors ფესტივალ Mad Cool-ის სცენაზე

ჯგუფმა შესარჩევ ტურში – Mad Cool Talent-ში გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ.
მეტი
Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Universal Pictures-ის ფილმი, რომლის რეჟისორიც კრეიგ ბრიუერი იქნება, ეკრანებზე 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. რეპის ლეგენდას კი Outer Banks-ის ვარსკვლავი ჯონათან დევისი განასახიერებს.
მეტი