ყველაფერი, რაც YE-ს შოუზე დასასწრებად უნდა იცოდეთ

სტადიონის კარი 16:00 საათიდან გაიღება, კონცერტი კი 21:00 საათზე დაიწყება.
YE
Starring Georgia

12 ივნისს, Starring Georgia-ს ორგანიზებით, თბილისში, „დინამო არენაზე“ მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, კანიე უესტი, იგივე YE, ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება. ამერიკელი არტისტი გრანდიოზულ პერფორმანსს სპეციალურად მოწყობილ 360-გრადუსიან სცენაზე გამართავს, შოუს კი 70 000-მდე ადამიანი დაესწრება. სტადიონის კარი 16:00 საათიდან გაიღება, კონცერტი კი 21:00 საათზე დაიწყება. შოუს დაწყებამდე ტერიტორიაზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა გასართობი აქტივობა დახვდებათ.

იმისათვის, რომ კონცერტს შეუფერხებლად დაესწროთ, აუცილებელია წინასწარ გაეცნოთ საორგანიზაციო წესებს:

ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ უნიკალური QR კოდის მქონე ვერიფიცირებული ბილეთებით არის შესაძლებელი და თითოეული ბილეთის გამოყენება მხოლოდ ერთხელ შეიძლება. ხალხის ნაკადის თავიდან ასარიდებლად, სასურველია წინასწარ შეამოწმოთ თქვენი ბილეთი და იცოდეთ კონკრეტულად რომელი შესასვლელით უნდა ისარგებლოთ. გაითვალისწინეთ, რომ ტერიტორიის დატოვების შემდეგ უკან ვეღარ დაბრუნდებით, ხოლო ორგანიზატორები პასუხისმგებლობას იხსნიან მესამე პირებისგან შეძენილ ბილეთებზე.

უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ტერიტორიაზე აკრძალულია გარკვეული ნივთების შეტანა. საკონცერტო სივრცეში ვერ მოხვდებით ფოტოაპარატით, ვიდეოკამერით, საკვებით, ნებისმიერი სახის სითხითა და სითხის კონტეინერებით. ასევე აკრძალულია პიროტექნიკა, მეტალის საგნები და დიდი ზომის ნივთები. 

გაითვალისწინეთ, რომ სტადიონის ტერიტორიაზე მოქმედებს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორება, რაც იმას ნიშნავს, რომ გადახდას მხოლოდ საბანკო ბარათებით შეძლებთ.

შოუს დღეს, 07:00 საათიდან, სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. საცობების თავიდან ასარიდებლად ორგანიზატორები ყველას მოუწოდებენ, ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. შეუფერხებელი გადაადგილებისთვის მეტრო და კონკრეტული ავტობუსები (N306, N308, N311, N315, N320, N327, N351, N381, N384, N386) მუშაობას 02:00 საათამდე გაახანგრძლივებენ.

შოუს დასრულების შემდეგ, 23:30 საათიდან, Rooms Garden-ში გაიმართება YE-ს ოფიციალური After Party, რომელსაც ამერიკელი არტისტი და პოდკასტერი Justin LaBoy უმასპინძლებს. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი სხვა ღონისძიება, რომელიც ამ სახელით ვრცელდება, არ არის ვალიდური, ხოლო ოფიციალური წვეულების ლიმიტირებული ბილეთები იყიდება მხოლოდ პლატფორმაზე – tkt.ge/yzyafterparty. 

პროექტის მთავარი პარტნიორის, თიბისის ბარათებით გადახდისას მომხმარებლები 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ზეკა პაგოდინიო, რომარიო და ბებეტო: სამი ლეგენდა მუსიკაზე, ფეხბურთზე, ბრაზილიასა და წვეულებებზე საუბრობს

შემდეგი სტატია

ინტერნეტში თბილისში მყოფი კანიე უესტის პირველი კადრები ვრცელდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი