ინტერნეტში თბილისში მყოფი კანიე უესტის პირველი კადრები ვრცელდება

YE-ს თბილისში ვიზიტს თვალს ადევნებენ საერთაშორისო კრეატორებიც.
YE და ბიანკა ცენსორი თბილისში
@yefanatics IG

დინამო არენაზე დაგეგმილი შოუს წინ, კანიე უესტი თბილისში დააფიქსირეს. ინტერნეტმომხმარებლების მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებულ სხვადასხვა ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ესტუმრა არტისტი ბიანკა ცენსორისთან ერთად სასტუმრო „სტამბას“. 

სხვადასხვა ვიდეოში ასევე აღბეჭდილია „სტამბის“ დატოვების მომენტიც, რა დროსაც არტისტს დაცვის გუნდი მანქანამდე აცილებს.

სხვა ვიდეოებში YE სასტუმრო „პარაგრაფში“ შესვლის მომენტშია გადაღებული. ზოგიერთ კადრში ჩანს, რომ ის სასტუმროსთან შეკრებილ ადამიანებსაც მიესალმა. 

აღსანიშნავია, რომ YE-ს თბილისში ვიზიტს თვალს ადევნებენ საერთაშორისო კრეატორებიც.

YE მსმენელის წინაშე 12 ივნისს „დინამო არენაზე“ წარდგება. „Starring Georgia“-ს ორგანიზებით გამართულ კონცერტს 70 000-მდე ადამიანი დაესწრება. სტადიონის კარი 16:00 საათიდან გაიღება, კონცერტი კი 21:00 საათზე დაიწყება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ყველაფერი, რაც YE-ს შოუზე დასასწრებად უნდა იცოდეთ

შემდეგი სტატია

თამაშისთვის დაბადებული: მსოფლიო ჩემპიონატის წინ ერნია და სანტიაგო ხიმენესი ერთმანეთს ხვდებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი